კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 129
ფსალმუნი 129

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო;

1

ღრმით ამოღაღად-ვყავ შენდამი, უფალო;

2უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად.2უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა; იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ჴმასა ვედრებისა ჩემისასა.
3თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?3უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს?
4მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ.4რამეთუ შენ მიერ არს ლხნებაჲ. სახელისა შენისათჳს დაგითმე შენ, უფალო,
5მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.5დაუთმო სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა. ესავს სული ჩემი უფალსა
6სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას,6საჴუმილავითგან განთიადისა მიმწუხრადმდე, საჴმილითგან განთიადისა
7ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი.7ესევდინ ისრაჱლი უფალსა, რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაჲ და მრავალ არს მის მიერ გამოჴსნა.
8და ის დაიხსნის ისრაელს ყველა ბრალისაგან.8და თავადმან იჴსნის ისრაჱლი ყოველთაგან უსჯულოებათა მისთა.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (22.აპრ.2013)
ნანახია: 401
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017