კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 128
ფსალმუნი 128

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, თქვას ისრაელმა.

1

მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაჱლმან,

2მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს.2მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს.
3ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გაჰყავდათ გრძელი კვლები.3ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უსჯულოებაჲ მათი.
4უფალი სამართლიანია: დაამსხვრია ხუნდები ბოროტთა.4უფალმან მართალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი.
5შერცხვებიან და უკუიქცევიან ყოველნი მოძულენი სიონისა.5ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ იქცენ ყოველნი მოძალენი სიონისანი.
6იქნებიან, როგორც ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე გახმება.6იქმნედ იგინი, ვითარცა თივა ერდოთა რომელი-იგი ვიდრე მოფხურადმდე განჴმა,
7რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას - ძნის შემკვრელი.7რომლისაგან არა აღივსო ჴელი თჳსი მომკალმან და არცა წიაღი, რომელი შეჰკრებნ მჭლეულებსა მისსა.
8და არ ეტყვიან გამვლელნი: კურთხევა უფლისა თქვენ; გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით.8და არა ჰრქუეს, რომელნი-იგი თანაწარვიდოდეს, ვითარმედ: კურთხევა უფლისაჲ თქუენ თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაჲთა. დიდება






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (22.აპრ.2013)
ნანახია: 459
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017