ფსალმუნი 126 - ფსალმუნები - რელიგია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 126
ფსალმუნი 126

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა. სოლომონისთვის. თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.

1

არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი.

2ამაოდ დგებით ადრიან, აგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვით პურს; რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს.2ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა, რომელნი შჭამთ პურსა სალმობისასა, რაჟამს სცეს ძილი მოყუარეთა მისთა.
3აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან - შვილები, გასამრჯელო - მუცლის ნაყოფი.3აჰა, სამკჳდრებელნი უფლისანი არიან შვილნი, და სასყიდელი მათი _ ნაყოფი მუცლისა.
4როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა.4ვითარცა ისარი ჴელთა შინა ძლიერისათა, ეგრეთ იყვნენ ძენი განყრილთანი.
5ნეტარია მამაკაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.5ნეტარ არს, რომელმან აღავსოს ნება თჳსი მათგან, არა ჰრცხუენოდის, რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (22.აპრ.2013)
ნანახია: 201
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016