კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 124
ფსალმუნი 124

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა. უფალზე დანდობილი მსგავსია სიონის მთისა - არ შეირყევა, იდგომება უკუნისამდე.

1

რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთაჲ სიონი; არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს.

2იერუსალიმს გარეშემო მთები არტყია, ხოლო უფალი თავისი ერის გარშემოა ამიერიდან უკუნისაადე.2მთანი გარემოს მისსა, და უფალი გარემოს ერისა თჳსისა ამიერითგან და უკუნისამდე.
3რადგან არ დარჩება კვერთხი ბოროტისა მართალთა წილზე, რათა არ გაიწოდონ მართლებმა ხელი სიმრუდეზე.3რამეთუ არა დაუტეოს უფალმან კუერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა მართალთასა, რაჲთა არა მიყვნენ მართალთა უსჯულოებად ჴელნი მათნი.
4სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს.4კეთილი უყავ, უფალო, სახიერთა და გულითა წრფელთა,
5ხოლო გადამხრელებს წაიყვანს უფალი ბოროტმოქმედებთან ერთად; მშვიდობა ისრაელს.5ხოლო რომელთა გარდააქციონ გულარძნილებად, მიიყვანნეს იგინი უფალმან მოქმედთა თანა უსჯულოებისათა მშჳდობაჲ ისრაჱლსა ზედა.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (22.აპრ.2013)
ნანახია: 530
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017