კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 121
ფსალმუნი 121

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა. დავითისათვის. გავიხარე, როცა მითხრეს: უფლის სახლში წავიდეთ.

1

ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ.

2იდგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო!2და დადგომილ იყვნეს ფერჴნი ჩემნი ეზოთა შენთა, იერუსალჱმ.
3იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი ერთად შერწყმული.3იერუსალიმი შენებულ არს, ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელ მისი მის თანა.
4რადგან იქ ავიდნენ ტომნი, ტომნი უფლისანი სამოწმებლად ისრაელისა, სადიდებლად უფლის სახელისა.4რამეთუ მუნ აღჴდეს ტომნი, ტომნი უფლისანი საწამებელად ისრაჱლისა და აღსარებად სახელისა უფლისა.
5რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა.5რამეთუ მუნ დაიდგნეს საყდარნი სასჯელისანი, საყდარნი სახლსა მას შინა დავითისსა.
6ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი.6იკითხეთ მშჳდობაჲ იერუსალჱმისა და განგებულებაჲ მოყუარეთა შენთა.
7იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, სიმშვიდე შენს სასახლეებში.7იყავნ მშჳდობაჲ ძალითა შენითა და მეფობაჲ გოდოლ-ტაძრებსა შენსა.
8ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო, ვამბობ: მშვიდობა შენ!8ძმათა ჩემთათჳს და მეგობართა ჩემთათჳს ვიტყოდე მე მშჳდობასა შენთჳს.
9ჩვენი უფალი ღმერთის სახლისთვის გისურვებ სიკეთეს შენ.9სახლისათჳს უფლისა ღმრთისა ჩუენისა გამოგითხოვე კეთილი შენ.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (22.აპრ.2013)
ნანახია: 359
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017