კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 120
ფსალმუნი 120

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?

1

აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნა ჩემი?

2ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა.2შეწევნა ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ.
3არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.3ნუ მისცემ შეძრვად ფერჴსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა.
4აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა.4აჰა, არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაჱლისამან.
5უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით.5უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ჴელსა ზედა მარჯუენესა შენსა.
6დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე.6მზემან დღისი შენ არა შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე.
7უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს;7უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან.
8უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.8უფალმან იცევინ შესლვა შენი და გამოსლვა შენი ამიერითგან და უკუნისამდე.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (20.აპრ.2013)
ნანახია: 449
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017