კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 118
ფსალმუნი 118

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.

1

ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა.

2ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ მას.2ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი.
3არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან;3რამეთუ არა მოქმედნი უსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს.
4შენ დაავალე შენს ბრძანებათა დაცვა. ზედმიწევნით.4შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად.
5ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად.5წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა,
6მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას.6მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა,
7განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა.7აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისათა, რაჟამს ვისწავლნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
8შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ,8სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად.
9რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ.9რაჲთამე წარიმართოს ჭაბუკმან გზა თჳსი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი.
10მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან.10ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა.
11გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.11გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რათა არა შეგცოდო შენ.
12კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.12კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
13ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.13ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი.
14შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე.14გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა.
15შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს.15მცნებათა შენთა გულსა ვეტყოდი და განვიცადნე მე გზანი შენნი.
16

შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.

16

სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყოდი მე სიტყუაჲ შენი.

17კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას.17მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი.
18აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას.18განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი.
19მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.19მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა.
20მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს.20სურვიელ იქმნა სული ჩემი გულისთქმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა.
21შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.21შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა.
22ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი.22მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ და შეურაცხებაჲ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ.
23დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემს წინააღმდეგ ითათბირებენ; შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე.23და რამეთუ დასხდენ მთავარნი, ჩემთჳს ძჳრსა იტყოდეს, ხოლო მონა შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა.
24შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი.24და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი.
25მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.25მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა.
26გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.26გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი; მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
27გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე.27გზა სიმართლეთა შენთა გულისჴმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკჳრველებათა შენთა.
28დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე შენი სიტყვისამებრ.28მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყჳთა შენითა.
29გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე.29გზა სიცრუჲსა განმაშორე ჩემგან და სჯულითა შენითა შემიწყალე მე.
30გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე.30გზა ჭეშმარიტებისა სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
31

მიკრული ვარ შენს მცნებებზე; უფალო, ნუ გამაწბილებ.

31

შევეყავ წამებათა შენთა; უფალო, ნუ მარცხუენ მე.

32შენთა მცნებათა გზით ვრბოდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს.32გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი.
33მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე.33შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა, და გამოვიძიო იგი მარადის.
34გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით.34გულისჴმა-მიყავ მე და გამოვიძიო შჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა.
35დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.35მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე.
36განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი მოშიშების გამო.36მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა.
37ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.37მოაქციენ თუალნი ჩემნი, რათა არა იხილონ ამავოებაჲ, და გზათა შენთა მაცხოვნე მე.
38დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო.38დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაჲ შენი, რათა მეშინოდის მე შენგან.
39ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი სამართალნი კეთილია.39მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან.
40აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე.40ესერა, გულმან მითქუა მცნებათა შენთა; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე.
41მოვიდნენ ჩემთან წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ.41და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაჲ შენი, უფალო, და მაცხოვარებაჲ შენი სიტყჳსაებრ შენისა.
42და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებლებს, რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით.42და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაჲ, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ.
43ნუ წაართმევ ჩემს პირს ჭეშმარიტების სიტყვას სრულიად, რადგან შენს სამართალს მოველი.43და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ.
44დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე.44და დავიცვა შჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
45ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.45და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.
46

ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება.

46

და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენოდა.

47გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს;47და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყვარენ ფრიად.
48ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე.48და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ და ვზრახეედ სიმართლეთა შენთა.
49გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე.49მომაჴსენე სიტყუაჲ შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე.
50ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამომაცოცხლა.50ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე.
51ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.51ამპარტავანნი უსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე შჯულისა შენისაგან გარდავაქციე.
52ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და დარდს ვიქარვებდი.52მოვიჴსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე.
53თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს.53ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს შჯული შენი.
54სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.54საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა.
55ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს.55მოვიჴსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ შჯული შენი.
56ეს იყო ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი.56ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე.
57ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა.57ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვთქუ, რათა ვიმარხო შჯული შენი.
58გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.58ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყჳსაებრ შენისა.
59ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ.59განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერჴნი ჩემნი წამებათა შენთა.
60ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას.60განვემზადე და არა შევძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი.
61

ბოროტეულთა ბორკილები გარს შემომერტყნენ, შენი რჯული არ დავივიწყე.

61

საბელნი ცოდვილთანი მომეხჳნეს მე, და შჯული შენი მე არა დავივიწყე.

62შუაღამისას გდგები შენს სადიდებლად, შენს მართალ სამართალთა გამო.62შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა.
63თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს.63შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი.
64შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე შენი კანონმდებლობა.64წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანა; სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
65კეთილი ჰქმენი შენი მორჩილისთვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ.65სიტკბოებანი ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყჳსაებრ შენისა.
66კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი.66სიტკბოებაჲ და სწავლულებაჲ და მეცნიერებაჲ მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე.
67ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.67პირველ დამდაბლებად ჩემდადმდე მე ვცოდე, ამისთჳს სიტყუაჲ შენი ვიმარხე.
68კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი.68ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
69ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.69გამრავლდა ჩემ ზედა სიცრუე ამპარტავანთა, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი შენნი.
70დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი.70შეიყო, ვითარცა სძე, გული მათი, ხოლო მე შჯულსა შენსა ვიტყოდე.
71კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი.71კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი.
72უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.72კეთილ არს ჩემდა შჯული პირისა შენისა უფროს ათასეულისა ოქროსა და ვეცხლისა. დიდებაჲ
73შენმა ხელებმა შემქმნა და წარმმართა; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს.73ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისჴმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი.
74მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი.74მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
75ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე.75გულისჴმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტაღ დამამდაბლე მე.
76

დაე, იყოს შენი წყალობა შემს სანუგეშებლად, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს.

76

იყავნ წყალობაჲ შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყჳსაებრ შენისა, მონისა შენისა.

77მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ, რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი.77მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხონდე, რამეთუ შჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
78შერცხვეთ ამპარტავნებს, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ; ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე.78ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუჲთ უსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა ვეტყოდი მცნებათა შენთა.
79დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი მცნებებისა.79მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი.
80იყოს ჩემი გული უბიწო შენს წინაშე, რათა არ შევრცხვე.80იყავ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რათა არა მრცხუენეს მე.
81დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.81მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
82დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვთქვი: როდის მანუგეშებ მე?82მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყჳედ რაჲ: ოდესმე ნუგეშინის-მცე მე?
83ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, შენი წესები არ დავივიწყე.83რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხუასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
84რაოდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს მდევნელებს?84რაოდენმე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდესმე ჰყო სასჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან?
85გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, ოღონდ არა შენი რჯულისამებრ.85მითხრეს მე უსჯულოთა ზრახვა, არამედ არა იყო, ვითარ შჯული შენი, უფალო.
86ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე.86ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს მე, შემეწიე მე.
87ლამის გამანადგურეს მიწაზე და მაინც არ მივაგოვე შენი ბრძანებანი.87წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი.
88შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მცნებებს შენი პირისას.88წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი.
89უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში.89უკუნისამდე, უფალო, სიტყუაჲ შენი დაადგრების ცათა შინა.
90თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას.90და ნათესავითი ნათესავადმდე ჭეშმარიტებაჲ შენი; დააფუძნე ქუეყანა და ჰგიეს.
91

შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.

91

ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ.

92რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში.92არა თუმცა შჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა.
93უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგანაც მათით მასულდგმულებდი.93უკუნისამდე არა დავივიწყენ მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე.
94შენი ვარ - მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.94შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე.
95მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები.95მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისჴმა-ვყვენ.
96ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; ვრცელია შენი მცნებანი ფრიად.96ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაჲ შენი ფრიად.
97რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ.97რაბამად შევიყუარე შჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა.
98ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემია იგი.98უფროს მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან.
99ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი სააზროვნიაა ჩემი.99უფროს ყოველთა მასწავლელთა ჩემთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა.
100მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავ.100უფროს მოხუცებულთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ მე.
გაგრძელება







კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (20.აპრ.2013)
ნანახია: 858
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017