კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 114
ფსალმუნი 114

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.

1

შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ჴმისა ვედრებისა ჩემისა.

2რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას.2მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდი მას.
3გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე.3გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე; ჭირი და სალმობაჲ ვპოვე.
4და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი.4და სახელსა უფლისასა ვხადე:
5მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი.5ჵ, უფალო, იჴსენ სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩემი მწყალობელ.
6იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე.6დაიცავს ჩჩჳლთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე.
7დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს განსასვენებელში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ.7მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ,
8რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი - ცრემლისაგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისაგან;8რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაბან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბორკილისაგან.
9ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში.9სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა. დიდება






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (20.აპრ.2013)
ნანახია: 462
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017