კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 113
ფსალმუნი 113

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა უცხოენოვან ხალხისაგან,

1

გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა

2გახდა იუდა მისი სიწმიდე, ისრაელი - მისი სამფლობელო.2იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა.
3ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა.3ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ.
4მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი - კრავებივით.4მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი.
5რა დაგემართა, ზღვაო, რომ გაიქეცი, და იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი?5რაჲ არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ?
6მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და ბორცვებო, კრავებივით?6მთანი, რამეთუ იმღერდით, ვითარცა ვერძნი და ბორცუნი - ვითარცა კრავნი ცხოვართანი?
7უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე,7პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა, პირისაგან ღმრთისა იაკობისა,
8რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად.8რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი - წყაროებად წყალთა.
9ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტეაით.9ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ
10რატომ თქვან წარმართებმა: სად არის ღმერთი მათი?10წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?
11ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა.11ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაცა უნდა, ქმნა.
12მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.12კერპნი წარმართთანი ოქროსანი და ვეცხლისანი ქმნულნი ჴელთა კაცთანი;
13პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.13პირ-ათქს და არა იტყჳან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ,
14

ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.

14ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხჳრ-ასხენ და არა იყნოსენ,
15ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან.15ჴელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორცითა მათითა.
16მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.16ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.
17ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.17

სახლი ისრაჱლისა ესვიდა უფალსა; შემწე და შემწყნარებელ არს მათდა.

18აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.18სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა; შემწე და შესავედრებელ არს მათდა.
19მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის.19მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა; შემწე და მფარველ არს მათდა.
20უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს.20უფალმან მომიჴსენა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაჱლისა,
21აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად.21აკურთხა სახლი აჰრონისი, აკურთხნა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირედნი დიდთა თანა.
22დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს.22შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა;
23კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ,23კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა.
24ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ.24ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა.
25არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული,25არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი,
26არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი!26არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხევდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (20.აპრ.2013)
ნანახია: 460
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017