ფსალმუნი 112 - ფსალმუნები - რელიგია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 112
ფსალმუნი 112

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!

1

აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა.

2იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე.2იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე;
3მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა.3მზისა აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი უფლისა.
4მაღალია ყველა ხალხზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება.4მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს დიდებაჲ მისი.
5ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა დამკვიდრებული?5ვინ არს, ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს
6დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას,6და მდაბალთა ჰხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა?
7წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი.7რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი,
8რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ხალხის დიდებულებთან.8რათა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა;
9უშვილოს სახლში დაამკვიდროს დედად, რომელიც ხარობს თავის შვილებით. ადიდეთ უფალი!9რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (20.აპრ.2013)
ნანახია: 235
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016