ფსალმუნი 108 - ფსალმუნები - რელიგია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 108
ფსალმუნი 108

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.

1

დასასრულსა, დავითის ფსალმუნი

2რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით.2ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ; რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ ზედა აეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა;
3სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან.3და სიტყჳთა სიძულილისათა მომიცვეს მე, და მბრძოდეს მე ცუდად.
4ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.4სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ.
5მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი - ჩემი სიყვარულის წილ.5და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი - სიყუარულისა წილ ჩემისა.
6დააყენე მის მიმართ ბოროტი და ეშმაკი დადგეს მის მარჯვნივ.6დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა;
7განკითხვის დროს გამოვიდეს მტყუანი და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს.7საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას.
8იყოს დღეები მისი მცირე და მისი ქონება წაიღოს სხვამ.8იქმნნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.
9დარჩნენ მისი შვილები ობლად. და მისი ცოლი ქვრივად.9იყვნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი - ქურივ.
10იწოწიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ და ეძიონ თავიანთ ნანგრევებში.10შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა.
11მიითვისოს მოვალემ ყოველივე, რაც გააჩნია მას, და წარიტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი.11აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი.
12ნუ იქნება მისთვის თანამგრძნობელი და ნუ ეყოლებათ შემწყალე მის ობლებს.12ნუ ეპოებინ მას შემწე, ნუცა იყოფინ შემწყნარებელი ობოლთა მისთა;
13გახდეს მისი შთამომავალი მოსასრველი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი.13იყუნედ ნაშობნი მისნი მოსასრველად, და ნათესავსა შინა ერთსა აღიჴოცენ სახელი მისი.
14გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა მისი დედისა ნუ წაიშლება.14აიჴსენედ უსჯულოებაჲ მამათა მისთა წინაშე უფლისა, და ცოდვა დედისა მისისა ნუ აღიჴოცებინ.
15იყვნენ ღმერთის თვალწინ მუდამ, და მოსპობს ქვეყნიერებიდან მათ სახსენებელს.15იყუნედ წინაშე უფლისა მარადის,
16იმისათვის, რომ არ გაიხსენა წყალობის აღმოჩენა და დევნიდა ღარიბ-ღატაკს და გულდაჩაგრულს მოსაკლავად.16და მოისპედ ქუეყანით საჴსენებელი მათი ამის წილ, რამეთუ არა მოიჴსენა მან ყოფა წყალობისა
17

და შეიყვარა წყევლა - მასვე მიუვა; არ ისურვა კურთხევა - განშორდება მას.

17

და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად.

18და შეიმოსება წყევლით, როგორც სამოსელით, და შევა წყევლა, როგორც წყალი, მის შიგნეულობაში, და როგორც ზეთი - მის ძვლებში.18და შეიყუარა წყევა, და მივედინ მისა; და არა ინება კურთხევაჲ, და განეშორენ მისგან. და შეიმოსა წყევა, ვითარცა სამოსელი, და შთაჴდა, ვითარცა წყალი, ნაწლევთა მისთა და, ვითარცა ზეთი, ძუალთა მისთა;
19იყოს მისთვის, ვითარცა სამოსელი ჩაცმული და სარტყელი, გამუდმებით შემორტყმული.19ეყავნ მას, ვითარცა სამოსელი, რომელ შთაიცუამს და, ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის გარეშეირტყამს.
20ასეთია მისაგებელი უფლისა ჩემს მოძულეთა და ჩემს სულზე ავის მოლაპარაკეთა მიმართ.20ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი მასმენდეს მე და რომელნი იტყოდეს ძჳრსა სულისა ჩემისასა.
21ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე ჩემს მიმართ შენი სახელის გულისათვის, რადგან კარგია წყალობა შენი; გადამარჩინე,21და შენ, უფალო, უფალო, ყავ ჩემ თანა სახელისა შენისათჳს, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი.
22რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე და ჩემი გული დაწყლულებულია ჩემს შიგნით.22მიჴსენ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ შორის.
23ვითარცა ჩრდილი გადახრის ჟამს, ვიარებოდი, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით.23და ვითარცა აჩრდილი, მიდრეკასა მისსა მოვაკლდი, განვიყარე, ვითარცა მკალთა.
24მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან და სხეულს ჩემსას მოაკლდა სიმსუქნე.24მუჴლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ჴორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ.
25და გავხდი მე მათი სალანძღავი; დამინახავდნენ, თავს გაიქნევ-გამოიქნევდნენ.25და ვიქმენი მე საყუედრელ მათდა, მიხილეს მე და შეხარნეს თავნი მათნი.
26შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო, მიხსენი შენი წყალობისამებრ.26შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.
27დაე გაიგონ, რომ შენი ხელია ეს; შენ მოიმოქმედე, უფალო.27და ცნედ, რამეთუ ჴელი შენი ესე არს, და შენ, უფალო, ჰყავ ესე.
28ისინი დამწყევლიან და შენ მაკურთხებ; აღდგებიან და შერცხვებიან, და მორჩილი შენი გაიხარებს.28იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონა შენი იხარებდეს.
29შეიმოსონ ჩემი მოძულენი გაწბილებით და ქურქივით წამოისხან თავიანთი სირცხვილი.29შთაიცუედ კდემაჲ, რომელნი მასმენდეს მე, და გარეშეიმოსედ, ვითარცა ორკეცი, სირცხჳლი მათი.
30შევაქებ უფალს ფრიად ჩემი პირით, და მრავალთა შორის ვადიდებ მას.30აუარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა ვაქებდე მას,
31რადგან დაუდგება მარჯვნივ ღატაკს, რათა იხსნას მისი სული განმსჯელთაგან.31რამეთუ დაუდგა მარჯუენით გლახაკსა, რათა იჴსნას მდევართაგან სული ჩემი. დიდებაჲ






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (20.აპრ.2013)
ნანახია: 217
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016