ფსალმუნი 105 - ფსალმუნები - რელიგია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 105
ფსალმუნი 105

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი.

1

აუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

2ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება?2ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?
3ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.3ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.
4გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შეწევნით.4მომიჴსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისათა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა,
5რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.5რათა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაჲ რჩეულთა შენთა და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისათა, რათა ვიქებოდით ჩუენ სამკჳდრებელთა შენთა თანა.
6შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ.6ვცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უსჯულო ვიქმნენით და გეცრუენით შენ.
7ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.7მამათა ჩუენთა ეგჳპტეს შინა არა გულისჴმა-ყვნეს საკჳრველებანი შენნი, არცა მოიჴსენეს მრავალნი წყალობანი შენნი და გაგამწარეს წიაღ სლვასა ზღჳსა მის მეწამულისასა.
8მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.8და იჴსნა იგინი სახელისა მისისათჳს, რათამცა გულისჴმა-ყვეს ძლიერებაჲ მისი;
9და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.9და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა, და განჴმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა;
10და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.10და განარინნა იგინი ჴელისაგან მოძულეთასა და იჴსნნა იგინი ჴელისაგან მტერთა მათთასა;
11წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.11და დაფარნა წყალმან მაჭირვებელნი მათნი, და ერთიცა მათგანი არა განერა.
12და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება.12და ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისა და აქებდეს ქებულებასა მისსა.
13

აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.

13

ისწრაფეს და დაივიწყეს მათ საქმენი მისნი და არა დაუთმეს ზრახვასა მისსა.

14და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.14და გულმან უთქუა გულისთქმაჲ უდაბნოსა შინა და განცადეს ღმერთი ურწყულსა შინა.
15და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.15და მოსცა მათ თხოვა მათი და მოუვლინა სავსებაჲ სულსა მათსა.
16და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ.16და განარისხეს მოსე ბანაკსა შინა და აჰრონ, წმიდაჲ უფლისაჲ.
17გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.17განეპო ქუეყანაჲ და დანთქა დათან და დაფარნა ბანაკი აბირონისი;
18და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.18და ცეცხლი აღატყდა კრებულსა შორის მათსა, და ალმან შეწუნა ცოდვილნი.
19გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს კერპებს.19და ქმნეს ჴბოჲ ქორებს და თაყუანი-სცეს კერპსა მას;
20და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.20და ცვალეს დიდებაჲ მათი მსგავსად ჴბოსა მის თივისმჭამელისა.
21დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში.21და დაივიწყეს ღმრთისა მაცხოვარისა მათისა, რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი ეგჳპტეს შინა,
22საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.22საკჳრველებანი მისნი ქუეყანასა მას ქამისსა და საშინელებანი მისნი ზღუასა მას ზედა მეწამულსა.
23დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი.23და თქუა მოსრვა მათი, არა თუმცა მოსე, რჩეული მისი, დადგა სრვასა მას წინაშე მისსა, გარემიქცევად გულისწყრომა მისი, რათამცა არა მოსრნა იგინი.
24მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს ნათქვამი მისი.24და შეურაცხ-ყვეს ქუეყანა იგი გულისსათქმელი და არა ჰრწმენა მათ სიტყჳსა მისისა;
25

დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.

25დრტჳნვიდეს იგინი კარვებსა მათსა და არა ისმინეს ჴმაჲ უფლისაჲ.
26მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში;26და აღიღო ჴელი მისი მათ ზედა დაცემად მათდა უდაბნოსა ზედა
27და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში.27

და დაცემად თესლისა მათისა წარმართთა შორის და განბნევად მათდა სოფლებსა შორის.

28დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი.28და შეიბილწნეს იგინი ბელფეგორს და ჭამეს ნაგები მკუდართა.
29განარისხეს თავიანთი მოქმედებით და თავს დაატყდათ მომსრველი სენი.29და განარისხეს იგი საქმითა მათითა, და განმრავლდა მათ ზედა დაცემა.
30წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსრველი სენი.30და დადგა ფინეზ და ლხინება-ყო, და დაეყენა სრვა;
31ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.31და შეერაცხა მას სიმართლედ და თესლითი თესლადმდე მიუკუნისამდე.
32გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.32და განარისხეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა, და განბოროტნა მოსე მათთჳს,
33რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით.33რამეთუ მათ განამწარეს სული მისი; და განუჩინა მათ ბაგითა თჳსითა.
34არ მოსპეს ხალხები, უფალმა რომ უთხრა მათ.34და არა მოსრნეს ნათესავნი იგი, რომელთა ჰრქუა მათ უფალმან.
35აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები.35და აერინეს წარმართთა და ისწავლნეს საქმენი მათნი;
36ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადიქცნენ მათთვის.36და ჰმონეს კერპთა მათთა, და ექმნა მათ იგი საცთურ;
37შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს.37და დაუკლნეს ძენი მათნი და სულნი მათნი ეშმაკთა.
38

დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.

38და დასთხიეს სისხლი უბრალო, სისხლი ძეთა და ასულთა მათთა, რომელ-იგი უზორეს კერპსა მას ქანანისასა, დაკლვით მოისრა ქუეყანაჲ სისხლითა
39შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.39და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა.
40მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.40და განრისხნა გულისწყრომით უფალი ერსა თჳსსა ზედა და მოიძაგა სამკჳდრებელი თჳსი;
41და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი მათი.41

და მისცნა იგინი ჴელთა მტერთასა, დაეუფლნეს მათ მოძალენი მათნი;

42ავიწროებდნენ მათ მტრები და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით.42და აჭირვებდეს მათ მტერნი მათნი, და დამდაბლდეს იგინი ქუეშე ჴელსა მათსა.
43მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით და მდაბლდებოდნენ ბრალით.43მრავალგზის იჴსნნა იგინი, ხოლო მათ გან-ვე-ამწარეს იგი ზრახვითა მათითა და დამდაბლდეს უსჯულოებითა მათითა.
44იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.44და მოხედნა უფალმან ჭირსა მათსა, რაჟამს შეისმინა მან ვედრებისა მათისა;
45გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.45და მოიჴსენა აღთქმისა თჳსისა და შეინანა მრავლითა წყალობითა თჳსითა;
46აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე.46და მისცნა იგინი საწყალობელად წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა მათთა.
47გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე ხალხთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით.47მაცხოვნენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და შემკრიბენ ჩუენ წარმართთაგან, რათა აუაროთ სახელსა შენსა წმიდასა და ვიქებოდით ჩუენ ქებულებითა შენითა.
48კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი!48კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა ამიერითგან და უკუნისამდე, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ. დიდება






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (20.აპრ.2013)
ნანახია: 215
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016