ფსალმუნი 060 - ფსალმუნები - რელიგია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 060
ფსალმუნი 60

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე. დავითისა.

1

დასასრულსა, ქებათა შინა, დავითისი

2ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას.2შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისა, მოხედენ ჩემსა ლოცვასა.
3ქვეყნის კიდიდან მოგღაღადებ გულგათანგული: სიმაღლით ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე წარმიძეხ.3კიდითგან ქუეყანისათ შენდამი ღაღად-ვყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლო მე,
4რადგან შენა ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი ხარ მტრისგან დამცველი.4მიძღოდე მე და იყავ ჩემდა სასო, გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა.
5ვაცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი ფრთების საბურველში.სელა.5დავიმკჳდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე, დავეფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა.
6რადგან შენ, ღმერთო, მოისმინე აღთქმანი ჩვენი, მიეცი სამკვიდრო, ვისაც შენი სახელისა ეშინია.6რამეთუ შენ, ღმერთმან, ისმინე ლოცვათა ჩემთა და ეც მკჳდრობაჲ მოშიშთა სახელისა შენისათა.
7დღეები მოუმატე მეფის დღეებს, მისი წლები - თაობიდან თაობამდე.7დღითი-დღე შესძინნე მეუფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე ნათესავითი ნათესავად.
8იმყოფებოდეს მარად ღვთის წინაშე, წყალობა და ჭეშმარიტება იფარავდეს მას.8დაადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა; წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ მისი ვინ გამოიძიოს იგი?
9ამგვარად ვუგალობებ შენს სახელს უკუნისამდე, რომ შევასრულო ჩემი აღთქმანი დღითი-დღე.

9ესრეთ უგალობდე სახლსა შენსა უკუნისამდე და მიგცნე მე ლოცვანი ჩემნი დღითი-დღე. დიდება.





კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (15.აპრ.2013)
ნანახია: 203
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016