კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 052
ფსალმუნი 52

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, მახალათის საკრავზე, მოძღვრება დავითისა.

1

დასასრულსა, მაელეთისთჳს გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისი

2თქვა არამზადამ თავის გულში: „არ არის ღმერთი", გაირყვნენ და ჩაიდინეს სისაძაგლე; აღარ არსებობს სიკეთის მქნელი.2თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი. განირყუნეს და შეიგინეს უსჯულოებითა; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა კეთილი.
3ღმერთი ციდან უჭვრეტს ადამის ძეთ, რომ დაინახოს არის თუ არა ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.3ღმერთმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, არს თუ ვინმე გულისჴმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისაჲ.
4ყველა გაუკუღმართდა, გაიხრწნა ერთობ, კარგის მოქმედი ერთიც არ არის.4ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა კეთილი, არავინ არს მიერთამდე.
5ნუთუ ვერ შეიგნეს სიმრუდის მქნელებმა, ჩემს ერს რომ ჭამენ, თითქოს პურს ჭამდნენ, ღმერთს კი არ უხმობენ.5არა გულისჴმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა, ვითარცა ჭამადსა პურისასა;
6იქ შეშინდნენ შიშით, სადაც არ იყო შიში, რადგან ღმერთი განაბნევს შენზე ამხედრებულთა ძვლებს: შენ შეარცხვენ მათ, რადგან ღმერთმა უკუაგდო ისინი.6ღმერთსა არა ხადეს. მუნ შეეშინა მათ შაში, სადა-იგი არ იყო შიში; რამეთუ ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთა მოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ყვნა იგინი.
7ნეტა მოვიდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავისი ხალხის ტყვეობას, ილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი.7ვინ მოსცეს სიონით ცხორებაჲ ისრაჱლსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუჱ ერისა თჳსისა, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაჱლი.





კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (15.აპრ.2013)
ნანახია: 387
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017