ფსალმუნი 048 - ფსალმუნები - რელიგია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 048
ფსალმუნი 48

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლობტარს, კორახის ძეთა ფსალმუნი.

1

დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი

2ისმინეთ ესე, ხალხო ყოველო, ყური მოაპყარით ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო,2ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სოფელსა.
3უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად.3ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი.
4ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს და ჩემი გულის ფიქრი გონიერებას.4პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისჴმის-ყოფასა.
5ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას,5მივყო იგავსა ყური ჩემი და აღვაღო საგალობლითა იგავი ჩემი.
6რად შემეშინდება უბედურების ჟამს, ჩემი გზების ცოდვა გარს შემომეხვევა?6რაჲსათჳს მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკუეთუ უსჯულოებამან სლვათა ჩემთამან გარემომიცვას მე?
7თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი იტრაბახებენ.7რომელნი ესვენ ძალსა თჳსსა და სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა თჳსისასა იქადიან,
8ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს.8ძმამან ვერ იჴსნას, იჴსნეს კაცმან? არა მისცეს ღმერთსა საჴსარი თავისა თჳსისა.
9ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე.9და სასყიდელი საჴსრად სულისა თჳსისა; და შურებოდა იგი უკუნისამდე,
10რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი.10და ცხოვნდეს სრულიად.
11რადგანაც ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, ბრიყვისა და სულელის მსგავსად იღუპებიან და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ.11არა იხილოს მან განსახრწნელი, რაჟამს იხილნეს ბრძენნი სიკუდილად. ერთბამად უგუნური და უცნობო წარწყმდენ და დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი.
12

გულში ფიქრობენ, რომ მათი სახლები მუდმივია და მათი საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს.

12

და სამარენი მათნი სახლ მათდა იყუნენ უკუნისამდე და საყოფელ მათდა თესლითი თესლადმდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა.

13ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.13კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.
14ეს მათი გზა მათი უგუნურობაა, თუმცა შემდგომნი მათნი იწონებენ.14ესე გზაჲ არს საცთურებისა მათისა მათდა მიმართ და ამისსა შემდგომად პირითა მათითა სათნო-იყონ.
15ცხვრებივით ჩაყრიან ჯოჯოხეთში; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდანები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი;15ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნენ და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ; და ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად და შეწევნა მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან განვარდენ.
16ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს ჯოჯოხეთისაგან, როცა ამომიყვანს. სელა.16ხოლო ღმერთმან იჴსნეს სული ჩემი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჟამს შემიწყნარებდეს მე.
17არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება.17ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა;
18რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება.18რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა.
19თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ და გადიდებენ შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ.19რამეთუ სული მისი ცხოვრებასა ოდენ მისსა იკურთხოს; აღგიაროს შენ, რაჟამს კეთილი უყო მას.
20მივა მამების თაობასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ სინათლეს.20შევიდეს იგი ვიდრე ნათესავადმდე მამათა მისთა, ვიდრე უკუნისამდე ნათელი არა იხილოს.
21ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დამსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.21კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. დიდება





კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (15.აპრ.2013)
ნანახია: 212
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016