კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 047
ფსალმუნი 47

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ფსალმუნი, საგალობელი კორახის ძეთა.

1

ფსალმუნი დავითისი, ძეთა კორეთა, მეორისა შაბათისა

2დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, წმიდა მთაზე.2დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისა მთასა წმიდასა მისსა.
3ლამაზი მაღლობი, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა მთა სიონი; ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა.3ძირ-მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისათა მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოსანი, ქალაქი მეუფისა დიდისა.
4ღმერთი თავის სადგომში ცნობილია, ვითარცა სიმაგრე.4ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას.
5რადგან აგერ შეიკრიბნენ მეფენი და განვლეს ერთად.5რამეთუ, ესერა, მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად.
6ნახეს მათ და განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაეჩქარნენ.6მათ იხილეს ესრეთ და დაუკჳრდა, შეშფოთნეს, შეირყინეს;
7ძრწოლამ შეიპყრო ისინი, იკლაკნებიან მშობიარესავით.7და ძრწოლამა შეიპყრნა იგინი;
8აღმოსავლეთის ქარით შემუსრე ხომალდნი თარშიშისანი.8მუნ სალმობაჲ, ვითარცა შობადისა. ქარითა სასტიკითა შეჰმუსრნეს ნავნი თარშისანი.
9როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში; ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე. სელა.9ვითარცა გუესმა, ეგრეცა და ვიხილეთ ქალაქსა უფლისა ძალთასა, ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა; ღმერთმან დააფუძნა იგი უკუნისამდე.
10ვფიქრობდი, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში.10შევიწყნარეთ წყალობაჲ შენი, ღმერთო, შორის ერსა შენსა.
11ვითარცა სახელი შენი, ღმერთო, შენი დიდებაც დედამიწის კიდით-კიდემდეა; სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა.11ვითარცა არს სახელი შენი, ღმერთო, ეგრეცა ქებაჲ შენი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა; სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი.
12დაე, იხაროს სიონის მთამ, იმხიარულონ იუდაელმა ქალწულებმა შენი სამართლის გამო;12იხარებდინ მთაჲ სიონი და იშუებდედ ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შვნთათჳს, უფალო.
13ყოველი მხრიდან მიადექით და გარს შემოუარეთ სიონს; დათვალეთ მისი კოშკები.13მოადეგით სიონსა და მოიცევით იგი და მიუთხრობდით გოდლებსა შორის მისსა.
14გული დაუდეთ მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას.14დასხენით გულნი თქუენნი ძალსა შინა მისსა. და განიყავთ ტაძრები მისი, რათა მიუთხრათ ნათესავსა სხუასა.
15რადგან ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე.15რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე და ამან დამმწყსნეს ჩუენ უკუნისამდე.





კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (15.აპრ.2013)
ნანახია: 372
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017