ფსალმუნი 046 - ფსალმუნები - რელიგია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 046
ფსალმუნი 46

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი.

1

დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს ფსალმუნი

2ხალხნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით;2ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ჴმითა სიხარულისათა.
3რადგან საშიშია უფალი ზენაარი, დიდი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა.3რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა.
4დაგვიმორჩილებს ხალხებს და ერებს - ჩვენთა ფეხთა ქვეშ. სელა.4დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და წარმართნი ქუეშე ფერჴთა ჩუენთა.
5ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს, მშვენებას იაკობისას, რომ შეიყვარა. სელა.5გამომირჩია ჩუენ სამკჳდრებელი თჳსი, შუენიერებაჲ იაკობისი, რომელ შეიყუარა.
6ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი - საყვირის ხმაზე.6ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ჴმითა საყჳრისათა.
7უგალობეთ ღმერთს, უგალობეთ, უგალობეთ ჩვენს მეფეს, უგალობეთ.7უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა ჩუენსა, უგალობდით.
8რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი; უგალობეთ გონივრულად.8რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისა ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით.
9გამეფდა ღმერთი ხალხებზე, ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე.9სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, ღმერთი ზის საყდარსა მისსა ზედა წმიდასა.
10მთავარნი ხალხთა შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად.10მთავარნი ერთანი შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისა, რამეთუ ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს.





კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (15.აპრ.2013)
ნანახია: 204
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016