კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 045
ფსალმუნი 45

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, გალობა კორახის ძეთა, ალამოთის საკრავზე.

1

დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს, დაფარულთათჳს ფსალმუნი

2ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად.2ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად.
3ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ.3ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მათთასა, გულთა ზღუათასა.
4იხმაურებენ, იბობოქრებენ წყალნი მათნი, მთები შეირყევიან მათი მედიდურობით.სელა.4ოხრიდეს და შეძრწუნდეს წყალნი მათნი, შეძრწუნდეს მთანი ძლიერებითა მისითა.
5მდინარე, მისი ნაკადები გაახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს ზენაარისას.5სლვა მდინარეთა ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა-ყო საყოფელი თჳსი მაღალმან.
6ღმერთი მის შუაგულშია; არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე.6ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას; შეეწიოს მას ღმერთი დილითი-დილად.
7ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა - გაქრა ქვეყანა.7შეძრწუნდეს წარმართნი, მიდრკეს მეფენი, მოსცა ჴმაჲ თჳსი მაღალმან და შეიძრა ქუეყანა.
8ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.8უფალი ძალთა ჩუენთა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი.
9მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა.9მოდით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, რომელ ქმნნა ნიშები ქუეყანასა ზედა.
10შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით.10დააცადნის ბრძოლანი კიდითგან კიდედმდე ქუეყანასა; მშჳლდები შემუსროს და შეფქვას საჭურველი და ფარები დაწვას ცეცხლითა.
11შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი; ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე.11მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა.
12ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.12უფალი ძალთა ჩუენ თანა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი. დიდება





კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (15.აპრ.2013)
ნანახია: 410
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017