კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 043
ფსალმუნი 43

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა მოძღვრება.

1

დასასრულსა, ძეთა კორესთა, გულისჴმის-ყოფისათჳს

2ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები გვიამბობდნენ, თუ რა საქმე მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში.2ღმერთო, ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ საქმე იგი, რომელ ჰქმენ დღეთა მათთა, დღეთა მათ შინა პირველთა.
3შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე.3ჴელმან შენმან მოსრნა წარმართნი და დაჰნერგენ იგინი, ბოროტი უყავ ერთა და განასხენ იგინი.
4ვინაიდან მათ ხმლით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე.4რამეთუ არა მახჳლითა მათითა დაიმკჳდრონ ქუეყანა და არცა მკლავმან მათმან იჴსნნა იგინი; არამედ მარჯუენემან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი.
5შენ ხარ ის, ხელმწიფეო ჩემო, ღმერთო; უბოძე შველა იაკობს.5შენ თავადი ხარ მეუფჱ ჩემი და ღმერთი ჩემი, რომელმან ჰბრძანე ცხორებაჲ იაკობისი.
6შენით დავანარცხებთ ჩვენს მტრებს; შენი სახელით გავთელავთ, ვინც აღდგება ჩვენს წინააღმდეგ.6შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქენეთ, და სახელითა შენითა შეურაცხ-ვყუნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა.
7რადგან ჩემს მშვილდზე არა ვარ დანდობილი და ჩემი მახვილი არ დამიხსნის.7რამეთუ არა მშჳლდსა ჩემსა ვესავ, არცა მახჳლმან ჩემმან მაცხოვნოს მე.
8არამედ შენ გვიხსნი ჩვენი მტრებისაგან და ჩვენს მოძულეებს შეარცხვენ.8რამეთუ შენ მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან, და მოძულეთა ჩუენთა არცხჳნე.
9ღმერთით ვტრაბახობდით ყოველდღე და შენს სახელს ვადიდებთ უკუნისამდე.სელა.9ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა აუვარებდეთ უკუნისამდე.
10მაგრამ მიგვატოვე და შეგვარცხვინე, და არ გამოდიხარ ჩვენს მხედრობასთან.10ხოლო აწ განმიშორენ და მარცხჳნენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა.
11უკუგვაქციე მტრისაგან და ჩვენმა მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ.11მართლუკუნმაქციენ ჩუენ უფროს მტერთა ჩუენთასა და მოძულენი ჩუენნი მიმოდამიტაცებდეს ჩუენ.
12მიგვეცი ჩვენ, როგორც ცხვარი, შესაჭმელად, და დაგვფანტე ხალხებს შორის.12მიმცენ ჩუენ ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის განმთესენ ჩუენ.
13გაჰყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, და არ იდავე მათ ფასზე.13მიეც ერი შენი უსასყიდლოდ და არა იყოს სიმრავლე სასყიდლისა ჩუენისა.
14

მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად - ჩვენს ირგვლივ მყოფთ.

14

მყვენ ჩუენ საყუედრელ მახლობელთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოსთა ჩუენთა.

15იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის გასაქნევ-გამოსაქნევად ერებს შორის.15მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავის სახრელად ერთა შორის.
16ყოველდღე ჩემი აუგი ჩემს წინაშეა და სირცხვილი მიფარავს სახეს16მარადღე კდემულებაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს
17შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლის პირისაგან.17და სირცხჳლმან პირისა ჩემისამან დამფარა მე. ჴმისაგან მაყუედრებელისა და ძჳრისმეტყუელისა, პირისაგან მტერისა და მდევარისა.
18ყოველივე ეს გვეწია ჩვენ, და მაინც არ დაგივიწყეთ შენ, არ გაგვიმრუდებია შენი აღთქმა.18ესე ყოველი მოიწია ჩუენ ზედა და ჩუენ არა დაგივიწყეთ შენ და არა ვეცრუენით ჩუენ აღთქუმასა შენსა; და არცა განდგა მართლუკუნ გული ჩუენი
19არ უკუქცეულან ჩვენი გულები და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი გზიდან.19და მისდრიკენ ალაგნი ჩუენნი გზისაგან შენისა.
20როცა შენ შეგვმუსრე ტურების ადგილას და გადაგვაფარე სირცხვილის ჩრდილი.20რამეთუ დამამდაბლენ ჩუენ ადგილსა ბოროტსა და დამფარნა ჩუენ აჩრდილმან სიკუდილისამან.
21ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა, და ხელი გაგვეშვირა უცხო კერპებისთვის,21უკუეთუ დავივიწყეთ ჩუენ სახელი ღმრთისა ჩუენისა და გან-თუ-ვიპყრნეთ ჴელნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოსა,
22განა ღმერთი არ გვაზღვევინებს ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა.22არა ღმერთმან სამემცა იძია ესე? რამეთუ მან უწყის საიდუმლო გულისა. რამეთუ შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე, შევირაცხენით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.
23ხოლო შენი გულისათვის გვკლავდნენ ყოველდღე, მივაჩნდით დასაკლავ ცხვრად.  
24გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო, გამოფხიზლდი, სამუდამოდ ნუ მიგვატოვებ.23განიღჳძე, რად გძინავს, უფალო? აღდეგ და ნუ განმაგდებ ჩუენ სრულიად.
25რატომ ფარავ შენს სახეს? ივიწყებ ჩვენს მწუხარებასა და გაჭირვებას?24რად გარემიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ გლახაკებასა ჩუენსა და ჭირსა ჩუენსა?
26რადგან მეტისმეტად სულდამძიმებულნი ვართ, მიწას განერთხა ჩვენი მუცელი.25რამეთუ დამდაბლდა მიწამდე სული ჩუენი, და აღეკრა ქუეყანასა მუცელი ჩუენი.
27აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობის გულისათვის.26აღდეგ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და მიჴსნენ ჩუენ სახელისა შენისათჳს.





კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (15.აპრ.2013)
ნანახია: 472
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017