კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 040
ფსალმუნი 40

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

2ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე. უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი.2ნეტარ არს, რომელმან გულისჴმა-ყოს გლახაკისა და დავრდომილისა, დღესა ბოროტსა იჴსნას იგი უფალმან.
3უფალი დაიცავს მას და აცოცხლებს და ბედნიერი იქნება ქვეყანაზე; და არ გადასცემს მის მტრებს მათი სურვილისამებრ.3უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ყოს იგი ქუეყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ჴელთა მტერთა მისთასა.
4უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს.4უფალი შეეწიოს მას ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა; ყოველი სარეცელი მისი გარემიაქციე არაძლებასა შინა მისსა.
5ვთქვი მე: უფალო, შემიწყალე, განმიკურნე ჩემი სული, რადგან შეგცოდე.5მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა.
6ჩემი მტრები ავს იტყვიან ჩემზე: „როდის მოკვდება და გაქრება მისი სახელი".6მტერთა ჩემთა თქუეს ბოროტი ჩემთჳს: ოდესმე მოკუდეს და წარწყმდეს სახელი მისი.
7და თუ მოვა სანახავად, ტყუილს ილაპარაკებს; მისი გული სიცრუეს თხზავს; გარეთ გავა და ალაპარაკდება.7და შემო-თუ-ვიდეს ხილვად, ამაოსა იტყჳნ; გულმან მისმან შეიკრიბა უსჯულოებაჲ თავისა თჳსისა; გარეგანვიდის გარე, და მასვე იტყჳნ.
8ერთთავად ჩემზე ჩურჩულებენ ყველანი, ვინც მოძულეა ჩემი; ბოროტს ფიქრობენ ჩემზე.8ჩემთჳს ცუნდრუკობდეს ყოველნი მტერნი ჩემნი, ჩემთჳს ზრახვიდეს ბოროტსა.
9სისაძაგლე აცუნდრუკებს მას და, თუ დაწვა, ვეღარ წამოდგება.9სიტყუაჲ უსჯულოებისა დამდვეს ჩემ ზედა; ნუუკუე მძინარემან არღარა ნუ შესძინოსა აღდგომა?
10ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემს წინააღმდეგ.10და რამეთუ ამანცა, კაცმან მშჳდობისა ჩემისამან, რომელსა-იგი მე ვესევდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა შეტყუილი.
11ხოლო შენ, უფალო, შემიწყალე, და წამომაყენე, და მე მივუზღავ მათ.11არამედ შენ, უფალო, მიწყალე მე და აღმადგინე მე, და მე მივაგო მათ.
12ამით ვიცოდი, რომ გიყვარდი, რომ არ გაიხარებს მტერი ჩემზე.12ამით ვცან, რამეთუ მინებე მე, რამეთუ არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემ ზედა.
13და მე ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი და შენს წინაშე დამაყენებ სამარადისოდ.13ხოლო მე უბიწოებითა ჩემითა შემიწყნარე და დამამტკიცე მე შენ წინაშე უკუნისამდე.
14კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ამინ!14კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა ამიერითგან და უკუნისამდე! იყავნ, იყავნ!





კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (15.აპრ.2013)
ნანახია: 415
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017