ფსალმუნი 039 - ფსალმუნები - რელიგია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 039
ფსალმუნი 39

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

2მტკიცედ ვესავდი უფალს და მომხედა მე, და მოისმინა ჩემი ვედრება.2თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე
3და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფეხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები.3და ისმინა ლოცვისა ჩემისა. და აღმომიყვანა მე მღჳმისაგან გლახაკებისა და თიჴისაგან უყისა და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერჴნი ჩემნი და წარჰმართნა სლვანი ჩემნი.
4და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა - განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეშინდება და მიენდობა უფალს.4და აღავსო პირი ჩემი ქებითა ახლითა გალობად ღმრთისა ჩუენისა; იხილონ მრავალთა და შეეშინოს და ესვიდენ უფალსა.
5ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ.5ნეტარ არს კაცი, რომლისა სახელი უფლისაჲ სასო მისა არს და არა მიხედნა ამავოებასა, არცა სიცბილსა ტყუილისასა.
6ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენს მიმართ - ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად.6მრავალ-ჰყავ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, საკჳრველი შენი, და განზრახვათა შენთა არა არს, ვინ გემსგავსოს შენ; უთხარ და ვიტყოდე, და განმრავლდეს უფროს რიცხჳსა.
7მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; ყურები გამიმახვილე; აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია;7შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე; საკუერთხები ცოდვისათჳს არა ითხოვე.
8მაშინ ვთქვი: აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე.8მაშინ ვთქუ: ესერა, მოვალ; თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს.
9შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.9ყოფად ნებისა შენისა, ღმერთო ჩემო, ვინებე, და შჯული შენი შუვა მუცელსა ჩემსა.
10სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი.10ვახარე სიმართლე შენი ეკლესიასა შინა დიდსა; აჰა, ესერა, ბაგენი ჩემნი არა დავიპყრნე. უფალო, შენ უწყი;
11

შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში, შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი, შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის.

11

სიმართლე შენი არა დავფარე, გულსა შინა ჩემსა ჭეშმარიტებაჲ შენი და მაცხოვარებაჲ შენი ვთქუ, არა დავფარე წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი კრებულსა შორის დიდძალსა.

12შენ, უფალო, არ დამილიო შენი თანაგრძნობა; შენი წყალობა და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე.12ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ მოწყალებათა შენთა ჩემთაგან; წყალობამან შენმან და ჭეშმარიტებამან შენმან მარადის შემიწყნარენ მე.
13რადგანაც გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა.13რამეთუ მომიცვეს მე ბოროტთა, რომელთა არა არს რიცხჳ; მეწინეს მე უსჯულოებანი ჩემნი და მე ვერ უძლე ხილვად; განმიმრავლდეს მე უფროს თმათა თავისა ჩემისათა და გულმან ჩემმან დამიტევა მე.
14ისურვე, უფალო, ჩემი დახსნა; უფალო, ჩემს დასახმარებლად გამოეშურე.14გთნდინ, უფალო, ჴსნა ჩემი. უფალო, შეწევნად ჩემდა მომხედენ.
15დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებს, უკუიქცნენ და თავი მოეჭრათ ჩემს ავის მდომებს;15ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მიღებად მას; მართლუკუნიქცენ და სირცჳლეულ იქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი.
16დაე, შეძრწოლდნენ სირცხვილისაგან, ვინც მეუბნებოდა: ოჰო, ოჰო!16მიღებად მეყსეულად სირცხჳლი მათი, რომელნი მეტყოდეს: მე ვაშა, ვაშა!
17გაიხაროს და გამხიარულდეს ყველა, ვინც შენ გეძებს, მუდამ თქვან შენი შველის მოყვარულებმა: დიდია უფალი.17იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო, და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ შენი.
18ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; უფალი იფიქრებს ჩემზე. ჩემი დამხმარე და მხსნელი შენა ხარ, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ.18ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი; უფალმან იღუაწოს ჩემთჳს; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, ნუ ჰყოვნი. დიდება





კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (15.აპრ.2013)
ნანახია: 210
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016