ფსალმუნი 036 - ფსალმუნები - რელიგია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 036
ფსალმუნი 36

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.

1

ნუ გშურნ უკეთურთა, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უსჯულოებასა.

2რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.2რამეთუ ვითარცა თივაჲ მსთუად განჴმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისა ადრე დამოცჳვენ.
3მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე.3ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაჲ, დაემკჳდრო ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა.
4ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს.4იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაჲ გულისა შენისა.
5მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.5განაცხადე უფლისა მიმართ გზაჲ შენი და ესევდ მას და მან ყოს;
6და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს - შუადღესავით.6და გამოაბრწყინვოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და განკითხვა შენი - ვითარცა დღე შუვაჲ.
7დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.7დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას და ნუ გშურნ მისი, რომელი წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა, რომელი იქმოდის უსჯულოებასა.
8მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე.8დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულისწყრომაჲ და ნუ ეშურები, რათამცა უკეთურებდი.
9რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას.9რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ დაიმკჳდრონ ქუეყანა.
10კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი.10და წუთღა, და არა იყოს უღმრთო და ეძიებდ ადგილსა მისსა და არა ჰპოო;
11ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით.11ხოლო მშჳდრთა დაიმკჳდრონ ქუეყანა და იშუებდენ მრავლითა მშჳდობითა.
12ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ.12უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი;
13უფალი დასცინის მას, რადგან ხედავს, რომ მოდის მისი დღე.13ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინაჲსწარ ჰხედავს, რამეთუ მოახს დღე მისი.
14

მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მოზიდეს თავიანთი მშვილდი, რათა ძირს დასცენ ღარიბი და ღატაკი, მოსპონ გზიანები.

14

მახჳლი იჴადეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშჳლდსა მათსა დაცემად გლახაკისა და დავრდომილისა და მოკლვად მათდა, რომელნი წრფელ არიან გულითა.

15მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები შეიმუსრება.15მახჳლი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშჳლდი მათი შეიმუსრენ.
16მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.16შჯობს მცირედი მართლისა, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა.
17რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.17რამეთუ მკლავნი ცოდვილისანი შეიმუსრნენ, ხოლო განამტკიცნეს მართალნი უფალმან.
18იცის უფალმა დღენი უცოდველთა, და მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება.18იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი, და მკჳდრობაჲ მათი უკუნისამდე ეგოს;
19არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან.19არა სირცხჳლეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა სიყმილისათა განძღენ.
20რადგან ბოროტნი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, ვითარცა ნასუქი ცხვრები, გაქრებიან, კვამლში გაქრებიან.20რამეთუ ცოდვილნი წარწყმდენ, ხოლო მტერნი უფლისანი დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კუამლი, განქარდენ.
21ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს.21ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის.
22რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან.22რამეთუ მაკურთხეველთა მისთა დაიმკჳდრონ ქუეყანა, ხოლო მწყევარნი მისნი მოისრნენ.
23უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯები კაცისა და მის გზას შეიყვარებს.23უფლისა მიერ წარემართების სლვა კაცისა, და გზაჲ მისი ენებოს ფრიად.
24კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა.24რაჟამს დაეცეს და არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი განამტკიცებს ჴელსა მისსა.
25ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალზე ხელგაწვდილი.25ყრმაჲ ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა.
26ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია.26მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს.
27

ერიდე ბოროტს და ჰქმენ სიკეთე და იარსებებ სამრადჟამოდ.

27

მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი და დაემკჳდრე უკუნითი უკუნისამდე.

28რადგან უფალი სამართლის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის წმიდანებს: სამარადისოდ დაცულნი იქნებიან. ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება.28რამეთუ უფალსა უყუარს მშჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი, უკუნისამდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნნენ და თესლი უღმრთოთა მოისრას.
29მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე.29ხოლო მართალთა დაიმკჳდრონ ქუეყანა და დაემკჳდრნენ უკუნითი უკუნისამდე მას ზედა.
30წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.30პირმან მართლისამან იწვართოს სიბრძნე და ენა მისი იტყოდის მშჯავრსა.
31რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები.31შჯული ღმრთისაჲ მისისა არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკუმენ სლვანი მისნი.
32ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს.32ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებნ მას, რათამცა მოკლა იგი;
33უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის ჟამს.33ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ჴელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი, რაჟამს განიკითხჳდეს მას.
34მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას.34დაუთმე უფალსა და დაიცევ გზა მისი, და აგამაღლოს შენ დამკჳდრებად ქუეყანისა, და მოსრვა ცოდვილთა იხილო.
35მინახავს ბოროტი მძვინვარე, ვარჯოვან ხესავით ფესვგადგმული.35ვიხილე მე უღმრთო უფროს ამაღლებული და აღმატებული ვიდრე ნაძუთამდე ლიბანისათა.
36მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ აპოულობ.36და თანაწარვჰჴედ და, აჰა, არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი.
37დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.37დაიცევ უმანკოებაჲ და იხილე სიწრფელე, რამეთუ არს ნეშტი კაცისა მამშჳდებელისა.
38ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება.38ხოლო უსჯულონი მოისრნენ ერთბამად, და ნეშტი უღმრთოთა წარწყმდეს.
39ხოლო წმიდათა შველა უფლისაგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს.39ხოლო ცხორებაჲ მართალთა უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს ჟამსა ჭირისასა.
40და დაეხმარება მათ უფალი და დაიხსნის; დაიხსნის ბოროტთაგან და უშველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი.40და შეეწიოს მათ უფალი და იჴსნეს იგინი და განარინნეს იგინი ცოდვილთაგან და აცხოვნნეს იგინი, რამეთუ ესვიდეს მას. დიდებაჲ





კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (14.აპრ.2013)
ნანახია: 249
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016