კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 028
ფსალმუნი 28

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ფსალმუნი დავითისა. უძღვენით უფალს, ღვთის შვილებო, უძღვენით უფალს ქება-დიდება.

1

შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა,

2უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმინდა ბრწყინვალებით.2შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა.
3ხმა უფლისა წყლებზე; დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის (ხმა იყო) მრავალ წყალზე.3ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა.
4ხმა უფლისა ძლიერებით, ხმა უფლისა ბრწყინვალებით.4ჴმაჲ უფლისაჲ ძლიერებით, ჴმაჲ უფლისაჲ დიდად შუენიერებით.
5ხმა უფლისა დაამსხვრევს ნაძვებს; და დაამსხვრევს ლიბანის ნაძვებს უფალი.5ჴმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი.
6და ათამაშებს მათ ხბოსავით, ლიბანს და სირიონს - მარტორქის შვილის მსგავსად.6და დააწულილნეს იგინი, ვითარცა ჴბო იგი ლიბანისა და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისა.
7ხმა უფლისა გაჰკვეთს ცეცხლის ალს.7ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისა.
8ხმა უფლისა უდაბნოს შეარყევს; შეარყევს უფალი კადეშის უდაბნოს.8ჴმამან უფლისამან შეძრის უდაბნო და შეაძრწუნოს უფალმან უდაბნო იგი კადისა.
9ხმა უფლისა ნაადრევად მოამშობიარებს ირმებს და გააშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში ყოველივე ამბობს დიდებას.9ჴმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაჲ მისი.
10უფალი იჯდა წარღვნის დროს და დაჯდება უფალი ხელმწიფედ უკუნისამდე.10უფალმან წყლითრღუნა დაამკჳდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე.
11უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.11უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშჳდობით.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (14.აპრ.2013)
ნანახია: 332
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017