კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 025
სალმუნი 25

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით, უფალზე ვიყავ მინდობილი და არ წავბორძიკდები.

1

მისაჯე მე, უფალო, რამეთუ უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რათა არა მოუძლურდე.

2გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი.2გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე, გამოაჴურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი.
3რადგან თვალწინ მიდგას შენი წყალობა და მივყვებოდი შენს ჭეშმარიტებას.3რამეთუ წყალობაჲ შენი წინაშე თუალთა ჩემთა არს და სათნო-ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა.
4არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ.4არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე.
5შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.5მოვიძულე კრებული უკეთურთა და უღმრთოთა თანა მე არა დავჯდე.
6ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.6დავიბანნე უბრალოებით ჴელნი ჩემნი და გარემოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო;
7რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება ვილაპარაკო.7სმენად ჩემდა ჴმაჲ ქებისა შენისა და მითხრობად ყოველი საკჳრველებაჲ შენი.
8უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და. ადგილი - კარავი შენი დიდებისა.8უფალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისა და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისა.
9ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს - სისხლისმსმელებთან.9ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა;
10რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა ქრთამით.10რომელთა ჴელნი მათნი უსჯულოებასა შინა არიან, მარჯუენე მათი აღივსო ქრთამითა.
11ხოლო მე ვივლი უბიწოებით; მიხსენი მე და შემიწყალე.11ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიჴსენ მე, უფალო, და მიწყალე მე.
12სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვადიდებ უფალს.12ფერჴი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (14.აპრ.2013)
ნანახია: 357
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017