კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » მათეს სახარება

მათეს სახარება 23-26


 მწიგნობართა და ფარისეველთა მხილება
1 მაშინ იესო ელაპარაკა ხალხს და თავის მოწაფეებს. უთხრა: ,,მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. ამიტომ ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ, და არკი ასრულებენ. კრავენ მძმე ტვირთს და ძნელად საზიდს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა. ყველანი თავიანთ საქმეებს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ, იფართოებენ თავიანთ ფილაკტერიონებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს; უყვართ სათავეში სხდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში, და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ მათ: 'რაბი!' თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი — ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ — ზეციერი.  10 ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე. 11უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს. 12 ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს — ამაღლდება.
   13 ,,ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ. 14 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. ამისათვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ.
   15 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი ვინმე მიანც მოაქციოთ რჯულზე, და როცა მოაქცევთ, გეენას ძედ გახდით, საკუთარ თავზე ორჯერ მეტად.
   16 ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომლებიც ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის ვალდებულიაო. 17 უგუნურებო და ბრმებო! რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს? 18 და: ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზა, ის ვალდებულიაო. 19 ბრმებო, რომელი უფრო დიდია: ძღვენი თუ სამსხვერლო, ძღვენს რომ განწმედს? 20 ვინაიდან ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფეერს, რაც მასზეა. 21 და ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მყოფსაც. 22 და ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღვთის ტახტსაც და მასზე მჯდომსაც.          
   23  
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და კლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ ის, რაც უფრო მთვარია რჯულში — განკითხვა, წაყალობა და სარწმუნეობა. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ. 24 ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემთა მყლაპავებო!
   25 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, მაგრამ შიგნით სავსეა მტაცებლობით და უსამართლობით. 26 ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.
   27 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსეა მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით. 28 ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთაქცობით და ურჯულოებით ხარ აღვსილნი.
   29 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნი, თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს. 30 ამბობთ: ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზაერნი წინასწარმეტველთა სისხლში. 31 ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკველების ძენი ხართ. 32 ბარემ თქვენც ბოლომდე აავსეთ თვენი მამების საწყაო! 33 იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაიქცევით გეენის სასჯელს? 34 ,,ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწამეტყველთ, ბრძენკაცებსა და მწინგობრებს, და თქვენ მოკლავთ ზოგიერთ მათგანს და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაშოლტავთ თქვენს სინაგოგებში და განკდევნით ქალაქიდან ქალაში. 35 გეწევათ მთელი ეს მართალი სისხლი, მიწაზე დათხეული, აბელის სიხლიდან მოყოლებული ზაქარია ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც ტაძარსა და სამსხპლოს შორის მოჰკალით. 36ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ მოდგამს. 

 გოდება იერუსალიმზე                                                              
37 
,,იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველები იკრებს ფრთებქეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. 38 აჰა, გრჩებათ აოხრებული თქვენი სახლი. 39 ვინაიდან გეუბნები თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: 'კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!'"


 ტაძრის დანგრევის წინასწარმეტყველება
1 და გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ეჩვენებინათ ტაძრის შენობები.  2 ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: ,,ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს."

 ვაებათა დასაწყისი
3
 ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: 'გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნე აღსასრულის ნიშანი?" 4 მიუგო იესომ და უთხრა მათ: ,,გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.  5 ვინაიდან ბევრი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ. 6 ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილობები, სნეულებანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. 8 ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია. 9 მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო. 10 მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს. 11მრავალი ცრუ წინასწარმეტყველნი აღდგება და ბევრს შეაცდენენ. 12 და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. 13 ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება. 14 ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს და ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი,  მაშინ დადგება აღსასრული.

 დიდი სატანჯველი
15
 ამრიგად, როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მეირ რომ ითქვა — წამკითხველმა გაიგოს, — 16 მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურონ. 17 ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად. 18 ვინც ყანაში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავის ტანისამოსის წასაღებად. 19ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში! 20 ილოცეთ რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. 21 ვინაიდან იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა სოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება. 22 ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები." 23 ,,მაშინ ვინმემ რომ გითხრათ: 'აჰა, აქ არის ქრისტე,' ან: 'იქ', არ ერწმუნოთ. 24 ვინაიდან  აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ. 25 აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.  26 თუ გითხრან: აჰა, ის უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ. აჰა, ის შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით. 27 ვინაიდან, როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 28 ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები.

 კაცის ძის მოსვლა
29 
და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ  გამოსცემს თავის ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. 30 მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას მიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. 31 მოავლენს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.

 ლეღვის ხის მაგალითი
32 
ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს გამოისხმას, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 33 ასევე, როცა თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი. 34 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. 35 ცა და მიწა გადაივლიან ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან.

 უცნობი დღე და ჟამი
36 
მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. 37ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.  38 ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდენენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვნდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, 39 და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოხდა და ყველა არ წალეკა, — ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 40მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. 42 ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. 43 ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა. 44 ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.

 ერთგული და ორგული მონა
45 
ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დაუყენე ბატონმა თავის სახლეულს, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს? 46 ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას. 47 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას. 48 ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი, 49 დაცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ლოთებთან ჭამდეს და სვამდეს, 50მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, 51 შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, იქ იქნება გოდება და კბილთა ღრჭენა.


 იგავი ათ ქალწულზე

1 ,,მაშინ ცათა სასუფეველი დაემსგავსება ათ ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად. ხუთ მათგანი უგუნური იყო და ხუთი — გონიერი. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით. 5ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: 'აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!' მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავ-თავისი ლამპრები. უგუნურებმა უთხრეს გონივრებს: 'გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება.'  მიუგეს გონივრებმა და უთხრეს: 'რომ არც ჩვენ დაგვაკლდეს და არც თვენ, უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.' 10როცა ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა. 11 შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: 'უფალო, უფალო, გაგვიღე!' 12 ხოლო მან მიუგო და უთხრა: 'ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გიცნობთ!' 13 ჰოდა, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე.

 იგავი ტალანტებზე
14 
,,ვინაიდან ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება. 15ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი და სხვას — ერთი, თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა. 16 ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ივაჭრა და სხვა ხუთი მოიგო. 17 ასევე ორის მიმღებმაც ორი კიდევ სხვა მოიგო. 18 ხოლო რომელმაც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხრა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. 19 კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ. 20 მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: 'ბატონო, ხუთ ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი მოვიგე.' 21 უთხრა მას მისმა ბატონმა: 'კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.' 22 მივიდა ორი ტალანტის მიმღები და უთხრა: 'ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტი მოვიგე.' 23 უთხრა მას მისმა ბატონმა: 'კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.' 24 მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: 'ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. 25 შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს.' 26 მიუგო მას ბატონმა და უთხრა: 'ბოროტო და ზარმაცო მონავ! შენ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია. 27 ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემსას სარგებლითუთრ მივიღებდი. 28 ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. 29 ვინაიდან მქონებელს ყველას მიეცემა და დაუხვავდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.30 ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.'

 ხალხების სამსჯავრო
31 
,,და როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. 32 და შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთი-მეორესაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან. 33 და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს — მარცხნივ. 34 მაშინ ეტყვის მეფე, თავის მარჯვნივ მდგომთ: 'მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. 35 ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, 36 შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.' 37 მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: 'უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურაველი და გასვით? 38 როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? 39 როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?' 40 მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: 'ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.'
41 მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: 'წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. 42 ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით, 43უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეულნი ვიყავი და საპყროვლეში და არ მომინახულეთ.' 44 მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან: 'უფალო როდის გიხილეთ შენ მშიერი და მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?' 45 მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: 'ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ.' 46და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი — საუკუნო სიცოცხლეში."


 შეთქმულება იესოს მოსაკლავად
1 ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: 2 ,,თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და კაცის ძე მიეცემა ჯვარზე საცმელად." მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში. მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ. მაგრამ ამბოდნენ: დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი არ ატყდესო.

 იესოს ცხება ბეთანიაში
 როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში, მივიდა მასთან ერთი დედაკაცი, მოიტანა ძვირფასი ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით და ინახად მჯდომს თავზე დაასხა. მოწაფეებმა რომ დაინახეს, გაბრაზდნენ და თქვეს: ასე ფუჭად რატომ დახარჯაო?  ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა კარგ ფასად და ღაბიბებისათვის დარიგება. 10 ხოლო იესო მიუხვდა და უთხრა მათ: ,,რატომ აწბილებთ ამ დედაკაცს, მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა? 11 ვინაიდან ღარინბნი მუდამ თქვენთანა გყავთ, მე კი მუდამ არ გეყოლებით. 12 ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად. 13 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ ქვეყნიერებაზე, იტყვიან, რაც ამან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად."

 გარიგება იესოს გაცემაზე
 14 მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, წავიდა მღვდელმთავრებთან. 15 და უთხრა: ,,რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?" და მიუწონეს მას ოცდაათი ვერცხლი. 16 მას აქეთ ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ გაეცა იგი.

 
პასექის დაყენება მოწაფეებთან ერთად
17 
უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას: ,,სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?" 18 მან უთხრა: ,,წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობსთქო მოძღვარი: ჩემი ჟამი მოალხლოებულია, შენთან დავიყენებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად." 19 მოწაფეებმაც ისე გააკეთეს, როგორც იესომ უბრძანა, და მოამზადეს პასექი. 20 რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად. 21 და როცა ჭამდნენ, თქვა: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს." 22 ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: ,,მე ხომ არა, უფალო?" 23 მან მიუგო და უთხრა: ,,ვინც ჩემთან ერთად ხელს ჩამოაწობს ჯამში, ის გამცემს. 24 კაცის ძე კი მიდის, როგორც დაწერილია მასზე. მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა, უჯობდა იმ კაცს, არ დაბადებულიყო." 25 მიუგო იუდამ, მისმა გამცემმა, და უთხრა: ,,ნუთუ მე ვარ, რაბი?" ,,შენ თქვი!" — უთხრა მას.

 ზიარების დაწესება
26 
როცა ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა და გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: ,,აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია." 27 აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: ,,ყველამ შესვით აქედან, 28 ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად. 29 მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში." 30იგალობეს და გასწიეს ზეთისხილის მთისაკენ.

 გაფრთხილება პეტრეს უარყოფაზე
31
 მაშინ უთხრა მათ იესომ: ,,თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემს გამო, ვინაიდან დაწერილია: 'დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან სამწყსოს ცხვრები' 32 ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გაგიძღვებით წინ გალილეისაკენ." 33 მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ,,ყველანი რომ ცდუნდენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნები." 34 უთხრა მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ,,ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე." 35 უთხრა მას პეტრემ: ,,მოკვდები შენთან ერთად და არა უარგყობ." ასევე ამბოდა ყველა მოწაფე.

 ლოცვა გეთსემანიაში
36
 მაშინ იესო მივიდა მათთან იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: ,,აქ ისხედით, ვიდრე იქ წავიდოდე და ვილოცებდე." 37 თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა. 38მაშინ უთხრა მათ: ,,დამწუხრებულია ჩემი სული სასიკვდილოდ. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად." 39 და ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: ,,მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ." 40 მივიდა მოწაფეებთან და ჰპოვა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: ,,ნუთუ ვერ შესძელით, ერთ საათს გეფხიზლად ჩემთან ერთად? 41 იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური." 42 მეორედაც წავიდა, ლოცულობდა და ამბობდა: ,,მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია ამარიდოს ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს ნება შენი." 43 კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძმებოდათ. 44 მიატოვა ისინი, კვლავ წავიდა და მესამედ ილოცა, კვლავ იგივე სიტყვები წამორთქვა. 45 მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: ,,თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და კაცის ძე მიეცემა ცოდვილებს ხელში. 46 ადექით, წავედით, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი."

 იესოს გაცემა და შეპყრობა
47
 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეთაგანი, და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით— მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან. 48 ხოლო მისმა გამცემმა მისცა მათ ნიშანი და უთხრა: ,,ვისაცს მე ვეამბორები, ის არის და შეიპყარით!" 49 მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: ,,გიხაროდეს, რაბი!" და ეამბორა. 50 ხოლო იესომ უთხრა მას: ,,რისთვის მოსულხარ, მეგობარო?" მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს. 51 და აჰა, ერთ-ერთმა იესოსთან მყოფმა ხელი მიჰყო, იშიშვლა  მახვილი, დაჰკრა მღველმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. 52 მაშინ იესომ უთხრა მას: ,,თავის ადგილას ჩააბრუნე მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება. 53 იქნებ გგონია, არ შემეძლოს შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე წარმომიდგინოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და მეტიც? 54 აბა, როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს?" 55 იმ ჟამს უთხრა იესომ ხალხს: ,,თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვლებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობლად. ყოველ დღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე. 56 მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა წერილები." მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.

 იესო სინედრიონის წინაშე
57 
იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიფასთან, სადაც თავი მოეყარათ მწინგობრებსა და უხუცესებს. 58 ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე. შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ენახა აღსასრული. 59 მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი, 60 და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი 61 და თქვენ: ,,ეს ამბობდა: შემიძლია ღვთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო." 62 მაშინ წამოდგა მღველმთავარი და უთხრა მას: ,,არაფერს უპასუხებ, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?" 63 იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას: ,,ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი, შენა ხარ ქრისტე, ძე ღვთისა?" 64 უთხრა მას იესომ: ,,შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს." 65 მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: ,,მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა. 66 რას ფიქრობთ?" ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: ,,სიკვდილის ღირსია." 67 მაშინ დაუწყეს ფურთხება სახეში ცემა, ზოგიერთნი სილას აწნავდნენ 68 და ეუბნებოდნენ: ,,გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა?"

 პეტრემ უარყო
69 
პეტრე კი იჯდა გარეთ, ეზოში. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: ,,შენც იესო გალილეველთან იყავი." 70მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: ,,არ ვიცი, რას ლაპარაკობ."  71 როცა კარიბჭიდან გამოდიოდა, სხვამ დაინახა და უთხრა იქ მყოფთ: ,,ესეც იესო ნაზარეველთან იყო." 72 მან კვლავ უარყო ფიცით: არ ვიცნობო ამ კაცს. 73 ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: ,,ნამდვილად შენც მათგანი ხარ, ვინაიდან შენი კილო გამხილებს შენ." 74 მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობო ამ კაცს. და მყისვე იყივლა მამალმა. 75 და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. და გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.


გაგრძელება




კატეგორია: მათეს სახარება | დაამატა: ciklopi (04.აპრ.2013)
ნანახია: 1871
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024