კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » მათეს სახარება

მათეს სახარება 10-14


 თორმეტის მისია
1 მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ხელწიფება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება. 2 ესენია იმ თორმეტი მოციქულის სახელები: პირველი სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე. 3 ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაჟე, იაკობ და ალფეს ძე და ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოზი, 4 სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.

 თორმეტის წარგზავნა
5
  ეს თორმეტი მიავლინა იესომ, დაარიგა და უთხრა: ,,წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ. 6 არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. 7 როცა მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი. 8 სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. 9 ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით. 10 ნურც  გუდას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, ვინაიდან მშრომელი თავისი საზრდოს ღირსია. 11 რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდედეთ, 12 სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უთხარით: 'მშვიდობა ამ სახლს!' 13 თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას. ხოლო თუ არ იქნება ღირსი,  თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. 14 ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ, სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას, ჩამოიბერტყეთ მტვერი და თქვენ ფერხთაგან. 15ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.

 მომავალი დევნა-შევიწროვება
16
 აჰა, მე მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი. 17 მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ  თქვენ. 18 წაგიყვანენ  განმგებლებთან  და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად. 19 ხოლო როცა გადაგცემენ, თქვენ ნუ იზრუნებთ, რა თქვათ ან როგორ ვთქვათო, ვინაიდან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ. 20 ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში. 21 ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა — შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22 ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო. ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება. 23 როცა ერთ ქალაქში დევანს დაგიწყებენ, მეორესაკენ გაიქცეით. ჭეშმარიტად გეუბნებით ქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქეების შემოვლას, რომ კაცის ძეც მოვა.
   24 მოწაფე მოძღვარზე მეტი არაა, არც მონაა თავის ბატონზე მეტი. 25 საკმარისია მოწაფესათვის ისეთი იყოს, როგორც მისი მოძღვარია და მონისათვის — როგორც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს არა?

 გეშინოდეთ მათი
26
 ამიტომ ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. 27 რასაც თქვენ სიბლენელში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკებთ, და რასაც ყურით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ. 28 ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკლვა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც. 29 განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. 30 ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია. 31 ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.

 ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე
32 
ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 33 ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.

 არა მშვიდობა, არამედ მახვილი
34
 ნუ გონიათ, თითქოს მიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი. 35 რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისაგან, ასული — თავის დედისაგან და რძალი — თავის დედამთილისაგან. 36 კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან. 37 ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი. 38 ვინც არ აღიარებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. 39 თავისი სულის მომპოვებელი, დაღუპავს მას, ხოლო თავისი სულის ჩემს გამო დამღუპველი, ჰპოვებს მას.

 სამაგიეროს მიღება
40
 ვინც თქვენ მიგიღებთ, მე მიმიღებს, ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელს მიიღებს. 41  ვინც წინასწარმეტყველს მიიღებს წინასწარმეტყველის სახელით, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, და ვინც მართალს მიიღებს მართლის სახელით, მართლის საზღაურს მიიღებს. 42 ვინც შეასმევს ერთს ამ მცირეთაგანს თუნცად ერთს სასმის ცივ წყალს, მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნეით თქვენ, მას არ დაიკერგება თავისი საზღაური."



111 როცა დაამთავრა იესომ თავისი თორემტი მოწაფეების დარიგება, წავიდა იქიდან მათ ქალაქებში და სამოძღვრად და საქადაგებლად. 
                                                                 იოანე ნათლისმცემლის მაცნეები
2
 ხოლო იოანემ საპყრობილეში გაიგო ქრისტეს საქმენი და თავისი მოწაფეები გაუგზავნა, 3 რომ ეთქვათ მისთვის: ,,შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთ?4 მიუგო იესომ და უთხრა მათ: „წადით მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: 5 ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ. 6 ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში.7 როცა ისინი მიდიოდნენ, იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე: ,,რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? 8აბა, რისთვის გახვედით, ფაფუკად შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკად შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან. 9 აბა, რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც. 10 ვინაიდან ეს ის არის ვისზედაც დაწერილია: 'აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.' 11 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. 12 იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისხმეველნი წარიტაცებენ მას. 13 ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. 14 თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. 15 ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!   
   16
 მაგრამ ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? იგი წააგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და გასძახიან თავიანთ ამხანაგებს 17 და ეუბნებიან: 'სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით  და არ იგლოვეთ.' 18 მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სცამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო. 19 მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს, და ამბობენ: 'აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი.' სიბრძნე კი საქმეებით მართლდება."

 ვაი მოუნანიებელ ქალაქებს
20
 მაშინ იწყო იეოსომ იმ ქალაქების ყვედრება, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალნი, იმის გამო, რომ არ მოინანიეს. 21 ,,ვაი შენ,  ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალნი, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ ძაძებში და ნაცარში მოინანიებდნენ.22 მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და ციდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ. 23 შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალნი, შენში რომ მოხდა, იგი ამ დღემდე იდგებოდა. 24 ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის მიწას უფრო გაუდავილდება განითხვის დღეს, ვიდრე შენ."

 მოდით ჩემთან და მე მოგასვენებთ
25
 მაშინ თქვა იესომ: ,,გადიდებ, შენ მამაო, უფალო ცისა და მიწისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს. 26 აჰა, მამაო! ვინაიდან ასეთი იყო შენი ნება. 27 ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა მე და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გამოეცხადოს. 28 მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. 29იტყვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, ჰპოვეთ სულის სიმშვიდეს. 30 ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტყვირთი  — მსუბუქი."


 თავთავების მოწყვეტა შაბათ დღეს
121 იმხანად იესომ ყანებზე გადაიარა, შაბათ დღეს, ხოლო მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა. 2 ფარისევლებმა დაინახეს ეს და უთხრეს მას: ,,აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რის გაკეთებაც შაბათ დღეს არ შეიძლება." 3 მან კი უთხრა მათ: ,,ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მის მხლებლებს? 4 როგორ შევიდა ღვთის სახლში და ჭამა საწინაშეო პურები, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს? 5 ანდა არ ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ უბრალონი არიან? 6 თქვენ გეუბნებით, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია. 7 რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: 'წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი,' მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უბრალოებს. 8 ვინაიდან კაცის ძე შაბათის უფალიც არის."

 ხელშემხამრი კაცი
9
 და წავიდა იქიდან და მივიდა მათ სინაგოგაში. 10 და აჰა, იყო იქ ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს მას, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: ,,შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?" 11 ხოლო მან უთხრა მათ: ,,რომელიმე თქვენგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს? 12 ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება." 13 მაშინ უთხრა იმ კაცს: ,,გაიწოდე შენი ხელი!" მანაც გაიწოდა და ისეთი საღი გაუხდა, როგორც მეორე. 14 ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წანააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი, იესომ შეატყო და იქაურობას გაეცალა.

 ღვთის რჩეული მსახური
 15 დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ყველა განკურნა, 16 და აუკრძალა მათ ამის გახმაურება. 17 რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომელიც ამბობს: 18 ,,აჰა, მსახური ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა. ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სასჯელს წარმართებს. 19 არ იდავებს და არც იყვირებს, და ქუცებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას. 20 გადატეხილ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე განკითხვას გამარჯვებამდე არ მიიყვანს 21 და მის სახელს მიენდობიან წარმართები."

 იესო და ბელზებული

22 მაშინ მოიყვანეს მასთან ეშმაკეულკი ბრმა და მუნჯი და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა. 23 მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: ,,ნუთუ ეს დავითის ძეა?" 24 ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს. 25 იესომ როცა დაინახა მათი ფიქრები, უთხრა მათ: ,,ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაუდაბურდება, და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც გაიყოფა თავისთავის წანააღმდეგ, ვერ გაძლებს. 26 და თუ სატანა სატანას სდევნის, თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა: როგორღა გაძლებს მისი სამეფო? 27 თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები? 28 თუ მე ღვთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღვთის სასუფეველი. 29 ანდა, როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და მაშინ გაძარცვავს მის სახლს. 30 ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს. 31 ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ. 32 ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის ნიწააღმდეგ, მიეტევაბა მას. მაგრამ თუ ვინმე იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში.

 ხე ნაყოფით იცნობა
33
 ,,ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც, ან ხეც ცუდად სცანით და მისი ნაყოფიც, ვინაიდან ხე ნაყოფით შეიცნობა. 34 იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი. 35 კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე მოაქვს, ბოროტ კაცს ბოროტი სანაგძურიდან ბოროტება გამოაქვს. 36 თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს. 37 ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდება და შენივე სიტყვებით გამტყუნდები."

 ნიშნის მოთხოვნა
38
 მაშინ მიუგო მას ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა: ,,მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან." 39ხოლო მან მიუგო: ,, ბოროტი და მრუში მოდგამ ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იოანა წინასწარმეტყველის ნიშნისა. 40 ვინაიდან, როგორც იოანა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს,  მიწის გულში. 41 ნინივეილები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსაჯვრს დასდებენ მას,, ვინადიან მათ მოინანიეს იოანას ქადეგებით და, აჰა, აქ არის იოანეზე დიდი. 42 სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებს მას, ვინაიდან იგი მიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.

 უწმიდური სულის დაბრუნება
43
 როცა არაწმიდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის ურწყულებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს. 44 მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანც გამოვედი. როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს, 45 მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაისადგურებენ იქ.  და იმ კაცისათვის უკანასკნელ დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ მოდგმასაც."

 იესოს დედა და ძმები
46
 როცა ის ხახლს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომელნიც სალაპარაკოდ ეძებდნენ მას. 47ვიღაცამ უთხრა მას: ,,აჰა, დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ." 48 მან კი მიუგო და უთხრა ამის მთქმელს: ,,ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?" 49 ხელით  უჩვენა თავის მოწაფეებზე და თქვა: ,,აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები; 50 ვინაიდან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას აღასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც."


 იგავი მთესველზე 
131 იმ დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და დაჯდა ზღვის პირას. 2 დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან, ისე რომ იგი შევიდა და ჩაჯდა ნავში, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა. 3 ბევრს ასწავლიდა მათ იგავებით და ეუბნებოდა: ,,აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. 4 თესვისას ზოგი მარცვალი გზისპირას ჩავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი. 5 ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა. 6 ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7 ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და გააჩანაგა ისინი. 8 ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი. 9 ვისაც ყური აქვს, ისმინოს!"

 იგავების მიზანი
10
 მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს მას: ,,რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?" 11 მან პასუხად უთხრა მათ: ,,იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა, მათ კი არა აქვთ ეს მიცემული. 12 ვინაიდან, ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება უხვად, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. 13იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან. 14 სრულდება მათზე ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: 'სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ მიხვდებით, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ. 15 რადგან დაეხშო ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმონონ. გულით არ გაიგონონ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.' 16 ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ. 17ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.

 მთესველის იგავის ახსნა 
18
 ხოლო თქვენ მოისმინეთ მთესველის იგავი. 19 ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სასუფეველზე და ვერ ხვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს მის გულში ჩათესილს: აი, რას ნიშნავს გზისპირას დათესილი. 20 ხოლო კლდოვანზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს და მაშინვე სიხარულით მიიღებს მას, 21 მაგრამ ფესვები არა აქვს თავისში და ხანმოკლეა. რაჟამს დადგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება. 22 ხოლო ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ სოფლის საზრუნავი  და სიმდიდრის საცდური აჩანაგებენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნა. 23 ხოლო, კარგ მიწაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი. და ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს."

 იგავი ღვარძლზე 
24
 სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: ,,ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. 25 როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში ღვაძლი ჩათესა და წავიდა. 26 ხოლო როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. 27 მივიდნენ მონები და უთხრეს სახლის პატრონს: 'ბატონო! განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდანღა აქვს მას ღვაძლი?' 28 მან კი უთხრა მათ: 'მტერმა კაცმა გააკეთა ეს.' ხოლო მონებმა უთხრეს მას: 'გინდა, წავალთ და გავმარგლავთ?' 29 მან თქვა :'არა, რათა გამარგვლისას ღვაძლთან ერთად ხორბალიც არ გაგლიჯოთ. 30 დააცადეთ, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკალთ: ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი. ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ.'"

 იგავი მდოგვის მარცვალსა და საფუარზე
 31 სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: ,,ცათა სასუფეველი წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში. 32 იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდია და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებზე პოულობენ თავშესაფარს."
   33 მერე სხვა იგავი უთხრა მათ: ,,ცათა სასუფეველი წააგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და დაფარა სამ წყვა ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა."

 იგავების გამოყენება
34
 ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა იესო ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა. 35 რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: ,,იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც დასაბამიდან დაფარულია."

 ღვარძლის იგავის ახსნა
36
 მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: ,,გაგვიმარტე ყანის ღვარძლის იგავი." 37 მან მიუგო და უთხრა : ,,კეთილი თესლის მთესველი კაცის ძეა. 38 საყანე კი სოფელია. კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი — ბოროტის ძენი. 39 ხოლო მტერი, რომელმაც ის დათესა, არის ეშმაკი. მკა კი არის სოფლის აღსასრული, ხოლო მომკალნი ანგელოზები არიან. 40 ამიტომ, როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება სოფლის დასასრულს. 41 ვინაიდან მოავლენს კაცის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ საცდურსა და ურჯულოების მოქმედს,  42 და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. 43 მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სასუფეველში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!

 სამი იგავი
44
 ცათა სასუფეველი წაგავს  განძს, მინდორში დაფარულს, რომელსაც  წააწყდება კაცი და ჩამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაცა აბადია, და ყიდულობს იმ მინდროს.
   45 კიდევ: ცათა სასუფეველი წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძებს. 46. როცა წააწყდება ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იმას შეიძენს.
   47 კიდევ: ცათა სასუფეველი წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრაინ და ყოველნაირი სახის თევზს იჭერენ. 48როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭლებში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გარეთ გადაყრიან. 49 ასევე იქნება სოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და განაცალკავებენ ბოროტებს მართლებისაგან. 50 და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.

 ძველი და ახალი განძი
51
 თუ გაიგეთ ყოველივე ეს?" — დიახო, — მიუგეს მას. 52 მან კი უთხრა მათ: ,,ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი."

 იესოს უარყოფა ნაზარეთში  
53
 იგავები რომ დაასრულა იესომ, იქაურობას გაეცალა. 54 მივიდა თავის სამბშობლოში და ასწავლიდა მათ თავიანთ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ,,საიდან აქვს მას ეს სიბრძნე და სასწაულები? 55 განა ეს ხუროს ძე არ არის? დედამისს განა მარიამი არ ჰქვია? მის ძმებს კი — იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? 56 განა მისი დები ყველანი ჩვენს შორის არ არიან? საიდან აქვს ამას ყოველივე ეს?" 57 და შებრკოლდენ მის გამო. იესომ კი უთხრა მათ: ,,წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა." 58 და არ მოუხდენია იქ ბევრი სასწაული მათი ურწმონოების გამო.


 იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა
14
1 იმ დროს ესმა ჰეროდეს — ტეტრარქს — იესოს ამბავი. 2 და უთხრა თავის მსახურებს: ,,ეს იოანე ნათლისმცემელია, მკვდრეთით აღდგა და ამიტომ სასწაულნი მოქმედებენ მასში." 3 ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას, გამო. 4 ვინაიდან იოანე ეუბნებოდა მას: შენთვის ნებადართული არ არის მისი ყოლა. 5 და უნდოდა მისი მოკლვა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. 6 ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიას ასულმა იცეკვა შეკრებილთა წინაშე და აამა ჰეროდეს. 7 ამიტომ ფიცით შეჰპირდა მას, მიეცა, რაც არ უნდა ეთხოვა. 8 ხოლო მან, თავისი დედისაგან დარიგებულმა, უთხრა: ,,მომეცი აქ ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი." 9 და შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, ბრძანა მიცემა. 10 და წარგზავნა და იოანესათვის თავი მოაკვეთინა საპყრობილეში. 11 და მოიტანეს მისი თავი ლანგრით და მისცეს ქალიშვლის, მან კი თავის დედას მიართვა. 12 და მოვიდნენ მისი მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს.  და მივიდნენ და აუწყეს იესოს.

 ხუთი ათასი კაცის გაძღობა
13
 ეს რომ იესომ მოისმინა, წავიდა იქიდან  ნავით და ერთ უდაბურ ადგილას განმარტოვდა. და ეს რომ ხალხმა გაიგო, ფეხით გაედევნა მას ქალაქებიდან. 14 გამოვიდა და, უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები. 15 როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: ,,აქ უდაბნო ადგილია, ჟამიც გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და საჭმელი იყიდონ თავისთვის." 16 იესომ კი უთხრა მათ: ,,არ არის საჭირო მათი წასვლა. თქვენ მიეცით საჭმელი." 17 მათ უთხრეს: ,,ჩვენ აქ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი გვაქვს." 18 მან უთხრა: ,,აქ მომოტანეთ." 19 და უბრძანა ხალხს, ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და დაურიგა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი — ხალხს. 20 ყველამ ჭამა და გაძღა. ხოლო დარჩენილი ნატეხებისგან აკრიფეს თორმეტი სავსე გოდორი. 21 მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.

 ფეხით სიარული წყალზე
22
 და მაშინვე აიძულა იეოსომ თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ვიდრე ის ხალხს გაუშვებდა. 23 როცა გაუშვა ხალხი, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა და იგი მარტო იყო იქ. 24 ნავი უკვე მრავალ სტადიონზე წასულიყო ხმელეთიდან და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, რადგან პირქარი იყო. 25 ღამის მეოთხე გაშუგობისას მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სვლით. 26 მოწაფეებმა ზღვაზე მავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ და თქვეს: ეს მოჩვენებააო, და შიშისაგან შეჰყვირეს. 27 მაგრამ იესომ მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: ,,გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!" 28 მიუგო მას პეტრემ და უთხრა: ,,უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ." 29 უთხრა: ,,მოდი!" პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალდაწყალ წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო. 30 მაგრამ, ქარი რომ დაინახა, შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: ,,უფალო, მიხსენი მე!" 31 იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: ,,რატომ დაეჭვდი, მცირედ მორწმუნევ?" 32 როცა ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა.33 ნავში მყოფებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს: ,,ჭეშმარიტად ღვთის ძე ხარ შენ."

 კურნებანი გენესარეთის მხარეში
34
 გაღმა გავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში. 35 იმ ადგილის ხალხმა იცნო იგი, წარგზავნეს მთელ იმ მხარეს და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი. 36 და ევედრებოდნენ მას, რომ მისი სამოსის კალთას მაინც შეხებოდნენ. და ვინც შეეხო, განიკურნა.


გაგრძელება




კატეგორია: მათეს სახარება | დაამატა: ciklopi (04.აპრ.2013)
ნანახია: 1960
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024