კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » მარკოზის სახარება

მარკოზის სახარება 9-11


1 უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდოგმათაგან, რომელნიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღვთის სასუფეველს, ძლიერებით მოსულს." 

 ფერიცვალება
ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე. და გაბრწყინდა მისი სამოსელი და ძალზე სპეტაკი გახდა, ისეთ, რომ გამთეთრებელს ამ ქვეყანაზე არ ძალუძს ასე გათეთრება. და ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად და ესაუბრებოდნენ იესოს. მიუგო პეტრემ და უთხრა იესოს: „რაბი, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთებთ სამ კარავს. ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას." ვინაიდან არ იცოდა რა ეთქვა, რადგან ყველა შეშინებული იყო. და გაჩნდა ღრუბელი, რომელმაც მოუჩრდილა მათ და იყო ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, ისმინეთ მისი!" უეცრად მიმოიხედეს, მაგრამ ირგვლივ ვერავინ დაინახეს, გარდა იესოსი. როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, უბრძანა, არავისთვის ეთქვათ, რაც იხილეს, კაცის ძის მკვდრეთით აღდგომამდე. 10 ეს სიტყვა გულში ჩაიდეს და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავსო მკვდრეთით აღდგომა. 11 და ჰკითხა მას: რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო? 12 და უთხრა მათ: „მართალია, პირველად უნდა მოვიდეს და ყოველივე მოაწესრიგოს. კაცის ძეზე კი როგორღაა დაწერილი, რომ მას მართებს ბევრი იტანჯოს და დამცირდეს? 13 მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია მოვიდა და მას ისე მოექცნენ, როგორც უნდადათ, როგორც დაწერილია მასზე." 

 ეშმაკეულის განკურნება
14 
როცა მოწაფეებთან მივიდა, დაინახა მათ ირგვლივ დიდძალი ხალხი და მათთან მოდავე მწიგნობარები. 15 და მყისვე დაინახა მთელმა ხალხმა და გაუკვირდათ. და მირბოდნენ მასთან და ესალმებოდნენ. 16 ჰკითხა მათ „რას ედავებით ამათ?" 17 ხალხიდან ერთ-ერთმა მიუგო: „მოძღვარო, შენთან მოვიყავნე ჩემი ვაჟი, რომელსაც უტყვობის სული სჭირს. 18 სადაც კი შეიპრობს, ძირს ანარცხებს, და გადმოსდის დუჟი, კბილებს აღრჭენს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს." 19 და მან მიუგო მათ და უთხრა: „ჰოი, ურწმუნო მოდგმავ! როდემდე ვიქმები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ თქვენ? მომიყვანეთ იგი." 20 და მიუყვენას მას. როგორც კი სულმა დაინახა იგი, დაანარცხა. დაეცა მიწაზე, და გორავდა დუჟმორეული. 21 და ჰკითხა მის მამას: „რამდენი ხანია, რაც ეს დაემართა?" უთხრა: „პატარაობიდან. 22 ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რომ დაეღუპა. თუკი რამე შეგიძლია, გვიშველე ჩვენ, შეგვიბრალე". 23 იესომ უთხრა მას: „თუ კი რამე შეგიძლიაო? მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია." 24 ბავშვის მამა მყისვე შესძახა ცრემლით და თქვა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას."25 როცა დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბის, შერისხა უწმიდური სული და უთხრა: „უტყვო და ყრუ სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში!" 26 შესძახა და მაგრად შეანჯღრია იგი და გავიდა. ის კი მკვდარივით გახდა, ისე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც, რომ ის მოკვდა. 27 იესომ დაუჭირა ხელი, წამოაყენა; და ისიც ფეხზე დადგა. 28 შინ რომ შევიდა, მისმა მოწაფეებმა განმარტოებით ჰკითხეს მას: „ჩვენ რატომ ვერ გავდევნეთ?" 29და უთხრა მათ: „ეს მოდგმა ვერაფრით გამოვა, თუ არა ლოცვითა და მარხვით." 

 იესო მეორედ ლაპარაკობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე
30 
იქიდან წასულები გალილეაზე გადადიოდნენ. არ უნდოდა, ვინმეს ეცნო. 31 ასწავლიდა თავის მოწაფებს და ეუბნებოდა: „კაცის ძე გადაცემულ იქნება კაცთა ხელში, მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება." 32 მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები და ეშინოდათ, რომ შეკითხოდნენ მას. 

 ვინ არის უდიდესი
33 
და მივიდნენ კაპერნაუმში. სახლში ყოფნსისას ჰკითხა მათ: „რაზე მსჯელობდით გზაში?" 34 ისინი დუმდენენ, ვინაიდან გზაში ერთმანეთში მსჯელობდნენ: ვინ უფრო დიდიაო. 35 და დაჯდა და დაუძაღა თორმეტს და უთხრა: „თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იქნება ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური." 36 მოიყვანა ბავშვი, ჩააყენა მათ შუა, მოეხვია და უთხრა მათ: 37 „ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის მე კი არ მიღებს, არამედ ჩემს მომავლინებელს." 

 ვინ არის ჩვენსკენ                                     
38 
უთხრა მას იოანემ : „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, ჩვენ კი არ მოგყვება. და ავუკრძალეთ მას, რადგან ჩვენ არ მოგვყვება!" 39 იესომ თქვა: „ნუ უკრძალავთ, ვინაიდან არავის, ვინც ჩემი სახელით სასწაულს ახდენს, არ ძალუძს ჩემი ასე იოლად გმობა, 40 ვინაიდან, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, ის ჩვენთან არის. 41 ვინც წყალს შეგასმევთ სასმისით ჩემი სახელით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური.

 ცოდვის საცდურები
42 ხოლო ვინც ერთ ამ მცირეთაგანს, ჩემი მორწმუნეებიდან, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა , წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ. 43 თუ გაცდუნებს შენი ხელი, მოიკვეთე იგი. გიჯობს, დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელის მქონე შეხვიდე ჯოჯოხეთში, უშრეტელ ცეცლხში, 44 სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. 45 თუ გაცდუნებს შინე ფეხი, მოიკევთე იგი. გიჯობს, კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ, 46 სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდბა. 47 თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე იგი. გიჯობს, ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგაგდონ ჯოჯოხეთში, 48 სადაც მატლი მათ არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. 49ვინაიდან ყველა ცეცხლით დამარილდება და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილდება. 50 მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარულო გახდება, რიღათი შეანელებთ მას? იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთანეთში."

                                                                  
 სწავლება გაყრილობაზე
 1 და ადგა იქიდან და მივიდა იუდეის მხარეში და იორდანეს გაღმა. კვლავ მოგროვდა მასთან ხალხი და, თავის ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ. მოვიდნენ ფარისეველნი და ეკითხებოდნენ: „თუ შეუძლა კაცს ცოლის გაშვება?" და სცდიდნენ მას. მან მიუგო და უთხრა მათ: „რა დაგიწესათ მოსემ?" მათ თქვეს: „ გაყრის წიგნის დაწერა და გაშვება." იესომ უთხრა მათ: „თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ მან ეს მცნება. მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკრობა თავის ცოლს. და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან. 9ამრიგად, რაც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მათ." 10 სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე. 11 და ეუბნება მათ: „ვინც თავსი ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ. 12 თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს." 

 ბავშვების კურთხევა
13 
და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს. 14 დაინახა იესომ, გაწყრა და უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი. 15 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ."  16 მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი. 

 მდიდარი კაცი
17 
გზაზე რომ გამოდიოდა, ვიღაც კაცმა მიირბინა მასთან, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?" 18 იესომ უთხრ მას: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი გარდა ერთი ღვთისა. 19 იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ მოატყუო, პატივი ეცი შენს მამას და დედას." 20 მან უთხრა: „მოძღვარო, ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი."21 იესო დააკვირდა მას და შეუყვარდა, და უთხრა: „ერთი რამ გაკლია, წადი, რაც გაქვს, გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი." 22 ის შეჭუხდა ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა. 
   23 იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: „რა ძნელი იქნება სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში." 24 მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კვლავ მიუგო და უთხრა მათ: „შვილებო, რა ძნელია ღვთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი! 25 უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში." 26 იმათ კი უფრო მეტად გაიოცეს და ერთმანეთში ამბობდნენ: „ვისღა შეუძლია გადარჩენა?" 27 შეხედა მათ იესომ და თქვა: „ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღვთისათვის, რადგან ღვთისათვის ყოველივე შესალებელია." 28 დაიწყო პეტრემ მას ლაპარაკი: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით." 29 თქვა იესომ: „შეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტევებინოს სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი ან შვილები, ან მიწები, 30და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძები და დები, დედები და შვილები, და მიწები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში — საუკუნო სიცოცხლე. 31 მაგრამ ბევრნი პირველი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი — პირველნი 

 იესო მესამედ ლაპარკობს თავის სიკვილსა და აღდგომაზე
32 
იერუსალიმს მიმავალ გზა რომ ადგნენ, წინ იესო მიუძღოდათ და კრთოდნენ ისინი. თანმხლებთაც ეშინოდათ. კვლავ დაუძახა  თორმეტს და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა შეემთხვეოდა მას: 33 „აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მიწგნობარებს; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმათებს გადასცემენ; 34 შეურაცყოფენ მას, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესე დღეს კი აღდგება." 

 ზებედეს ძეთა თხოვნა
35 
და მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი იაკობი და იოანე და უთხრეს : „მოძღვარო, გვინდა შეგვისრულო, რასაც გთხოვთ." 36 მან უთხრა მათ: „რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?" 37 მათ უთხრეს მას: „ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი შენს მარჯვნივ დაჯდეს და მეორე — მარცხნივ, შენს დიდებაში." 38 იესომ უთხრა მათ: „არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შესვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომელითაც მე ვინათლები?" 39 მათ უთხრეს: „შეგვიძლია." იესომ უთხრა მათ: „სასმისს, რომელსაც მე ვსვამ შესვამთ და ნათლით, რომელითაც მე ვინათლები, მოინათლებით; 40 მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცნივ დაჯდომა ჩემზე არ არის, არამედ მათზე, ვისთვისაც გამზადებულია." 41 და მოისმინა იმ ათმა და დაიწყეს დრტვინვა იკობზე და იოანეზე. 42 იესომ უხმო მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ისინი, ვინც ხალხების მთვარებად არიან მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხემწიფებენ მათზე. 43 მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, ის თქვენი მსახური იყოს; 44 ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა. 45 რადგან ძე კაცისა არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და მისცეს თავის სული მრავალთა გამოსასყიდად." 

 ბარტიმეოსის განკურნება
46 
და მივიდნენ იერიხოს. იერიხოდან რომ გადიოდა, თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხათან ერთად, გზის პირას იჯდა ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმაიოსი. 47 როცა გაიგო, იესო ნაზარეველიაო, მორთო ყვირილი და ამბობდა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე."48 ბევრი უწყრებოდა მას, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ უფრო მეტად ყვიროდა: ,,დავითის ძეო, შემიწალე!" 49 და შედგა იესო და თქვა: „დაუძახეთ მას." და დაუძახეს ბრმას და უთხრეს: „ნუ გეშინია, ადექი, გეძახის." 50 მან გადაიგდო მოსასხამი, ადგა და მივიდა  იესოსთან.  51 მიუგო მას იესომ და თქვა: „რა გინდა, რომ გავაკეთო?" ბრმამ უთხრა: „რაბუნი, რომ თვალი ამეხილოს." 52 იესომ უთხრა მას: „წადი, შენმა რწმენამ გიხსნა." და მყისვე აეხილა თვალი და გაედევნა მას გზაზე.

                                         
 ზეიმით შესვლა იერუსალიმში
1 როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გაგზავნა ორი თავის მოწაფეთაგანი. უთხრა მათ: „წადით სოფელში, თქვენს წინ რომ არის. როგორც კი შიგ შეხვალთ, მაშინვე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ შემჯდარა. ახსენით და მომიყვანეთ. და თუ ვინმემ გითხრათ: ამას რას შვრებითო? უთხარით, რომ უფალს სჭირდება და უმალ დაგიბრუნებს-თქო?" წავიდნენ და იპოვეს ქუჩის კართან დაბმული ჩოჩორი, და აუშვეს იგი. იქ მდგომთაგან ზოგიერთმა უთხრა მათ: „რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს?"მათ უთხრეს, როგორც იესომ უთხრათ, და მოეშვნენ მათ. და მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს. ზედ თავიანთი ტანისამოსი დაუფინეს და შეჯდა მასზე. ბევრმა დაუფინა გზაზე მას თავისი ტანისამოსი, ზოგმა კი მინდორში მოჭრილი ტოტები. წინ მიმავალნი და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი! 10 კურთხეულ არს ჩვენი მაიას, დავითის მომავალი სამეფო! ოსანა, მაღალთა შინა!" 11 და შევიდა იესო იერუსალიმში, ტაძარში, და დაათვალიერა ყველაფერი. უკვე გვიანი იყო და თორმეტთან ერთად გავიდა ბეთანიისაკენ. 

 ლეღვის ხის დაწყევლა
12 
მეორე დღეს, ბეთანიიდან რომ გავიდნენ, მოშივდა. 13 შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და წავიდა, რომ ზედ რამე ეპოვა. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი. არ იყო ლეღვობის დრო. 14 მიუბრუნდა და უთხრა მას: „ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე ნაყოფი შენი!" და გაიგონეს მისმა მოწაფეებმა. 

 ტაძრის გაწმედა
15 
და მივიდნენ იერუსალიმში და შევიდა ტაძარი იესო, და დაიწყო გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვა. მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები ააყირავა. 16 არ ანებებდა, რაიმე გაეტარგამოეტარებინათ ტაძარზე. 17 და ასწავლიდა მათ და ეუბნობადა: „არ სწერია, ჩემი სახლი ყველა ხალხის სამლოცველო სახლად იწოდებაო? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ." 18 გაიგონეს მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ, როგორ დაეღუპათ იგი, რადგან ეშინოდათ მისი, რაკი მთელი ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით. 19 როცა მოსაღამოვდა, გავიდნენ ქალაქიდან.

 გამხმარი ლეღვის ხის გაკვეთილი
20 
დილით ჩაირეს და დაინახეს, რომ ლეღვი ფესვებამდე გამხმარიყო. 21 და გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: „რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დაწყევლე, გამხმარა." 22 მიუგო იესომ და უთხრა მათ: 23 „იქონიეთ ღვთის რწმენა. ჭეშმარიტად  გეტყვით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას. 24 ამიტომ გეუბნებით: ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და თქვენი იქნება. 25 როცა ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ზეცაში მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. 26 ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს." 

 რომელი ხელმწიფებით?
27 
კვალვ მივიდნენ იერუსალში და, როცა იგი ტაძარში მიმოდიოდა, მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი მივიდნენ მასთან. 28 და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?" 29იესომ უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას; მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.30 იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ კაცთაგან? აბა, მიპასუხეთ." 31 ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით, რომ ზეციდანო, გვეტყვის: მაშ რაღატომ არ იწამეთო მისი? 32 ხოლო თუ იტყოდნენ: კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას მიაჩნდა, რომ იოანე ნამდვილად წინასწარმეტყველი იყო. 33 და მიუგეს იესოს და უთხრეს: „არ ვიცით." იესომ უთხრა მათ: „არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას."


გაგრძელება




კატეგორია: მარკოზის სახარება | დაამატა: ciklopi (05.აპრ.2013)
ნანახია: 713
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017