კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » მარკოზის სახარება

მარკოზის სახარება 1-4




მარკოზის სახარება



 იოანე ნათლისმცემლის ქადაგება
1 დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა. როგორც ესაია წინასწარმეტყველში სწერია: ,,აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას. ხმა მღაღადებლისა უდაბნოში. განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები." იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მივიდა და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემის ცოდვათა მისატევებლად. გამოდიოდა მასთან იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი და მდინარე იორდანეში მის მიერ ინათლებოდნენ და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ. იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა. და ჭამდა კალიებსა და ველურ თაფლს. ქადაგებდა და ამბობდა: ,,ჩემს შემდეგ ჩემზე უძლიერესი მოდის, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი დავიხარო და სანდლის თასმა გავუხსნა. მე წყლით გნათლავდით, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ."

 იესოს ნათლისღება
მოხდა იმ დღეებში, რომ მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და მოინათლა იოანეს მიერ იორდანეში. 10 და უცბად, როცა წყლიდან ამოდიოდა, იხილა გახსნილი ცა და სული, მტრედივით გარდმომავალი მასზე. 11 და ციდან იყო ხმა: ,,შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე." 

 გამოცდა. ქადაგება გალილეაში 
12 და უცბად წაიყვანა იგი სულმა უდაბნოში. 13 უდაბნოში ორმოცი დღე იყო იგი და სატანისგან იცდებოდა. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ. 14 მას შემდეგ, რაც იოანე გადაცემულ იქნა, იესო მივიდა გალილეაში და ღვთის სახარებას ქადაგებდა 15 და ამბობდა: ,,აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება." 

 მეთევზეთა მოხმობა
16 როცა ლალილეის ზღვის პირას დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ. 17 იესომ უთხრა მათ: ,,მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით." 18 მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვეს მას. 19 ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისის ძმა იოანე. ისინი ნავში ბადეებს ამზადებდნენ. 20 მყისვე მოიხმო ისინი და მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მუშებთან ერთად და გაჰყვნენ მას. 

 უწმიდური სულით შეპყრორბილის განკურნება 
21 კაპერნაუმს მივიდნენ და მყისვე, შაბათ დღეს, შევიდნენ სინაგოგაში, და იგი ასწავლიდა მათ. 22 გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით ,რადგან ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი. 23უცბად მათ სინაგოგაში მყოფმა, არაწმიდა სულით შეპყრობილმა, კაცმა იყვირა: 24 ,,რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ." 25 იესომ შერისხა იგი და უთხრა ,,გაჩუმდი და გადი მაგისგან." 26 არაწმიდა სულმა შეანჯღია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან. 27 ისე განცვიფრდნენ ყველანი, რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც ემორჩილებიანო მას? 28 მისი ამბავი მყისვე მოედო გალილეის მთელ მხარეს. 

 მრავალთა განკურნება 
29 სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდნენ იოანესთან და იაკობთან ერთად. 30სიმონის სიდედრი იწვა ციებ-ცხელებით შეპყრობილი. და მყისვე უთხრეს მასზე. 31 მივიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ. 32 საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა , ვინც კი სნეული და ეშმაკეული იყო. 33 მთელი ქალაქი შეკრებილი იყო კართან. 34 ბევრი სნეული განკურნა სხვა და სხვა სენისაგან, ბევრი ეშმაკი განდევნა და ნებას არ რთავდა ეშმაკებს, ეპალარაკათ, რადგან ისინი იცნობდნენ მას.

 საქადაგებლად გამოსვლა
35 განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგლიას, და იქ ლოცულობდა. 36 სიმონი და მასთან მყოფნი საჩქაროდ გაედევნენ მას. 37 იპოვეს იგი და უთხრეს : ,,ყველა შენ გეძებს." 38 და უთხრა მათ: ,,წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული." 39 და დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და ეშმკებს დევნიდა. 

 კეთროვნის განკურნება
40 მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოუყააა, შეევედრა და უთხრა: ,,თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა."41 შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: ,,მსურს , განიწმიდე!" 42 და მყისვე მოშორდა კეთრი და განიწმიდა 43 მკაცრად გააფრთხილა და მყისვე გაუშვა 44 უთხრა მას: ,,უყურე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისათვის, რაც ბრძანა მოსემ, მათდა დასამოწმებლად." 45 ის კი გავიდა და იწყო ბევრი ლაპარაკი და ისე გაახმაურა ეს ამბავი რომ, იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბნო ადგილებშე იმყოფებოდა და ყოველი მხრიდა მიედინებოდნენ მასთან.


 დამბლადაცებულის განკურნება
1 რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში და ხმა დაირხა, რომ სახლშიაო. 2 იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარში ტევა არ იყო. და ეუბნებოდა მათ სიტყვას. 3 მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხს მოჰყავდა. და რადგან მასთან მიყვანა შეუძლებელი იყო ხალხის გამო, იმ სახლს გადახადეს სახურავი, სადაც იგი იმყოფებოდა, ჩათხარეს ხვრელი და ჩაუშვეს საწოლი, რომელზედაც დავრდომილი იწვა. იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: ,,შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!" იქ ზოგიერთი მწიგნობარი იჯდა და თავის გულში ფიქრობდა: ,,რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთს გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა?" იესო თავისი სულით მაშინვე მიხვდა, რასაც გულში ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა: ,,ასეთი რამ გულში რად გაივლეთ? რა უფრო ადვილია  თქმა დავდროლიმისთვის: 'შენი ცოდვები მოგეტევა', თუ თქმა: 'ადექი, აიღე შენი საწოლი დ გაიარე'? 10 ხოლო, რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს ქვეყანაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება, უთხრა დავრდომილს; 11 შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!" 12 ადგა, მყისვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ. ყველა განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, ამბობდნენ: ,,არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ." 

 ლევის მოხმობა
13 
კლვავ გავიდა ზღვაზე. და მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ. 14 გაირა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე ლევი ალფესი და უთხრა: ,,გამომყევი მე." ისიც ადგა და გაჰყვა მას. 15 როცა მის სახლში დაჯდა, იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად იჯდა ბევრი მებაჟე და ცოდვილი, რადგან მრავალნი იყვნენ იქ, ვინც გაჰყვა მას. 16 და რაკი ფარისეველთა მწიგნობრებმა დაიანეს, რომ ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: ,,რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან?" 17 ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: ,,მკურნალი ჯამრთელს კი არა, სნუელებს სჭირდებათ, მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი."

 კითხვა მარხვაზე
 18 იოანეს მოწაფეები და ფარისეველნი მარხულობდნენ. მივიდნე მასთან და უთხრეს ,,რატომაა , რომ იოანეს მოწაფეები და ფარისეველთა მოწაფეები მარუხლობენ, შინე მოწაფეები კი არ მარუხლობენ?" 19 იესომ უთხრა მათ: ,,განა შეუძლიათ მარხულობა მექორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? ვიდრე ნეფე თანა ჰყავთ, არ შეულიათ მარხულობა, 20 მაგრამ მოვა დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და იმარუხლებენ იმ დღეს.   
  21 ძველ ტანსაცმელს არავინ დააკერებს ახალთახალი ქსოვილის საკერებელს, თორემ ახალდაკერებული მოეხევა ძველს და უარესად გამოიხევა. 22 არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძვენ ტიკებში თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღუპება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ." 

 
თავთავების მოწყვეტა შაბათ დღეს
23 
მოუხდა მას შაბათ დღეს ყანებზე გადავლა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავების წყვეტა დაიწყეს. 24ფარისეველებმა უთხრეს მას: ,,აჰა, რატომ აკეთებენ, რაც შაბათ დღეს არაა ნებადართული?" 25 უთხრა მათ: ,,არასოდეს არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდათ მას და მასთან მყოფთ? 26 როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს, ჭამა საწინაშეო პურები, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და თავისთან მყოფებსაც დაურიგა?" 27 უთხრა მათ: ,,შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისვით. 28 ამრიგად, კაცის ძე შაბათის უფალიც არის."


 ხელშემხმარის განკურნება
1 და კვლავ შევიდა სინაგოგაში. და იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი. უთვალთვალებდნენ, შაბათ დღისითაც ხომ არ განკურნავდა, რომ ბრალი დაედოთ მისთვის. უთხრა ხელგამხმარ კაცს: ,,შუაში დადექი." მათ კი უთხრა: ,,შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული, თუ ბოროტებისა? სულის ხსნა, თუ დაღუპვა?" და დუმდნენ ისინი. იესომ რისხვით გადახედა მათ, მათი გულდახშულობით დამწუხრებულმა, და იმ კაცს უთხრა: ,,გაიწოდე ხელი!" მანაც გაიწოდა და მოურჩა ხელი. ფარისეველები გამოსვლისთანავე შეითქვნენ ჰეროდიანებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი. 

 მრავალნი ზღვის ნაპირთან
იესო კი თავის მოწაფეებიანად ზღვისკენ გაიმართა. მას უამრავი ხალხი მიყვებოდა გალილეიდან და იუდეიდნ, 8იერუსალიმიდან, იდუმეადან, იორდანეს გაღმიდან. მრავალი ხალხი მივიდა მასთან ტვიროსისა და ციდონის სანახებიდან, როცა შეიტყვეს, რაც მოიმოქმედა. და უთხრა თავის მოწაფეებს, ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროვებინა იგი, 10 რადგან ბევრი განკურნა. ზედ აწყდებოდა ყველა, ვისაც რამ სნეულება სჭირდა, და ცდილობდა, შეხებოდა მას. 11 არაწმიდა სულებიც, როგორც კი დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვირილით ამბობდნენ: ,,შენა ხარ ძე ღვთისა!" 12 იესო მკაცრად უბრძანებდა მათ, რათა არ გაემჟღავნებინათ იგი.

 თორმეტის ამორჩევა
13 
და ავიდა მთაზე და მოუხმო, ვინც მას სურდა, და წავიდნენ მასთან. 14 თორმეტი ამოირჩია, რომ მასთან ერთად ყოფილიყვნენ, რათა გაეგზავნა საქადაგებლად, 15 და რათა ჰქონოდათ მათ განკურნებისა და ეშმაკთა გამოდევნის ხელმწიფება. 16 და ამოარჩია თორმეტი: მეტსახლეად მისცა სიმონს პეტრე; 17 იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას, უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს ,,მუხლის ძენი"; 18 ანდრია და ფილიპე, ბართოლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოზი და სიმონ კანანელი. 19 და იუდა ისკარიოტელი, რომლმაც გასცა იგი. 

 იესო და ბელზებული
20 
მივიდა სახლში და კვლავ იმდენა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პურიც ვეღარ ჭამეს. 21 მისიანებს მოესმათ და მის შესაპყრობად წამოვიდნენ, რადგან ამბობდნენ: შეშლილიაო. 22 იერუსალიმიდან ამოსულმა მწიგნობრებმა თქვეს: ბელზებელი ჰყავს და ეშმაკებს ეშმაკთა მთავრით სდევნისო. 23 მოუხმო მათ და იგავებით ეუბნებოდა: ,,როგორ შეუძლია სატანს სატანის გადნევნა? 24 თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს.25 თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს; 26 და თუ სატანა თავის თავის წინ აღუდგა და გაიყო, ვეღარ გაძლებს. დაუდგა აღასრული. 27 ვერაინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს. მაშინღა გაძარცვავს მის სახლს. 28 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს, და გმობა, რამდენსაც უნდა გმობდნენ;  29 ხოლო ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას აღარასოდეს მიეტევება, არამედ საუკუნო ცოდვის თანამდებია. 30 რადგან ამბობდნენ: არაწმიდა სული ჰყავსო. 

 იესოს დედა და ძმები
31 
მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად. 32 მის გარშემო ხალხი ისხდა, როცა უთხრეს, გარეთ შენი დედა და შენი დანი და შენი ძმანი არიან და შენ გეძებენო. 33 პასუხად უთხრა: ,,ვინც არიან ჩემი დედა და ძმები?" 34 მის გარშემო მსხდომთ გადახედა და თქვა: ,,აჰა, ჩემი ძმაც, დაც და დედაც." 35რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც."


 იგავი მთესველზე
1 კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას. მასთან ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი, იმდენმა, რომ იგი ნავში ჩაჯდა და გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი კი ზღვის პირას იყო, ხმელეთზე. ბევრ რასმე ასწავლიდა იგი იგავებით და თავის მოძღვრებაში ამბობდა: 3 „ისმინეთ! აჰა, გამოვიდა მთესველი სათესად. თესვისას ზოგი გზისპირას დავარდა. მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს. 5 ზოგი კლდოვანზე დავარდა, სადაც ბევრი მიწა იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან მიწას სიღრმე არ ჰქონდა. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7 ზოგი ეკლებში დავარდა, გაიზარდა ეკლები და გააჩანაგეს იგი და მან ნაყოფი ვეღარ გამოიღო. ზოგი კარგ ნიადაგზე დავარდა და გამოიღო ნაყოფი. აღმოცენდა, გაიზარდა და იმატა ერთი  ოცდაათად, ერთი  სამოცად და ერთი ასად." თქვა: „ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!" 

 იგავების მიზანი
10 
როცა იგი მარტო დარჩა, მათ, ვინც გარს ეხვია თორმეტთან ერთად, ჰკითხეს იგავზე. 11 მან უთხრა: „თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ღვთის სასუფევლის საიდუმლოსი, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის. 12რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შიეცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ." 

 მთესველის იგავის ახსნა
13 
უთხრა მათ: „ეს იგავი არ გესმით და როგორ მიხვდებით ყველა სხვა იგავს? 14 მთესველი სიტყვას თესავს. 15ისინი კი იმ გზის პირას არიან, სადაც ითესება სიტყვა. როგორც კი მოისმენენ, მაშინვე მოდის სატანა და იტაცებს მათში დათესილ სიტყვას. 16 ასევე, კლდოვანზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც როგორც კი სიტყვას მოისმენენ, მყის სიხარულით მიიღებენ მას. 17 მაგრამ ფესვი არ გააჩნიათ თავის თავში და ხანმოკლე არიან და, როგორც კი დგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდებიან. 18 სხვანი, ეკალთა შორის დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ. 19 მაგრამ ამ სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო ხდება. 20 კეთილ ნიადაგზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტვას მოისმენენ და მიიღებენ, და გამოაქვთ ნაყოფი: ერთი — ოცდაათად, სამოცად და ასად." 

 სანთელი — სასანთლეზე
21 უთხრა მათ: „განა იმისათვის მოაქვთ სანთელი რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ შედგან? განა იმისათვის არა, რომ სასანთლეზე დადგან? 22 არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და არც რამ დამალული, რომ არ გამომჟღავნდეს. 23 თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად, ისმინოს!" 24 უთხრა მათ: „დაუკვირდით, რასაც ისმენთ: რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთ მოგეწყვებათ და მოგემატებათ. 25 რადგან, ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაცა აქვს. 

 იგავი თესლის ზრდაზე
26 
თქვა: „ასეთია ღვთის სასუფეველი: კაცმა რომ თესლი ჩააგდოს მიწაში, 27 ეძინოს და დგებოდეს ღამით თუ დღისი. თესლი აღმოცენდება და იზრდბა, მან კი არ იცის, როგორ. 28 რადგან მიწა თვითონ გაომიღებს ნაყოფს: პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში. 29 რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მყისვე გამოგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ." 

 იგავი მდოგვის მარცვალზე
30 
თქვა : „რას შევუდაროთ თქვენი სასუფეველი? ან რომელი იგავით გამოვთქვათ? 31 იგი მდოგვის მარცვალსა ჰგავს, რომელიც მიწზე დათესვისას ყველაზე მცირეა მიწაზე არსებულ თესლთა სორის, 32 დათესვისას მერე კი ამოდის და ყველაზე დიდ მწვანილად გადაიქცევა. დიდ ტოტებს გამოისხმას, ისე რომ მის ჩრდილშ ცის ფრინველნი იბუდებენ."
                                              
 იგავების გამოყენება
33 მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა იგი სიტყვას, რამდენის გაგებაც შეეძლოთ. 34 იგავის გარეშე არ ესაუბრებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს. 

 ქარიშხლის დაცხრობა
35 
იმავე დღეს, რომ მოსაღამოვდა, უთხრა მათ: „გადავცუროთ გაღმა." 36 გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. მასთან სხვა ნავებიც იყო. 37 ამოვარდა ქარიშხალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდა, ისე რომ ნავი უკვე ივსებოდა. 38 ის კი კიჩოზე იყო და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, არ გენაღველბა, რომ ვიღუპებით?" 39 წამოდგა და შერისხა ქარი და უთხრა ზღას: „დადუმდი, ჩადექ!" 40 და უთხრა მათ: „რატომ ხართ ასე მხდალნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?" 41 და მათ დიდი შიშით შეეშინდათ და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ვინ არის ეს, ქარიცა და ზღვაც რომ მას ემორჩილება?"


გაგრძელება




კატეგორია: მარკოზის სახარება | დაამატა: ciklopi (05.აპრ.2013)
ნანახია: 1340
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017