ლუკას სახარება 1-4 - ლუკას სახარება - რელიგია - - რაჭა-ლეჩხუმის საიტი


კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ლუკას სახარება

ლუკას სახარება 1-4



ლუკას სახარება


 მიძღვნა თეოფილესადმი
1 რაკი უკვე ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენს შორის აღსრულებულ ამბავთა თანმიმდევრულ აღწერას, როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა, მეც მივიჩნიე, რომ მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, თანმიმდევრულად აგიწერო, ღირსეულო თეოფილე, რომ შეიცნო იმ მოძღვრების ჭეშმარიტება, რომელიც გისწავლია. 

 შეწყნარებულია შენი ლოცვა
იუდეის მეფის, ჰეროდეს, დღეებში იყო მღვდელი ვინმე, სახელად ზაქარია, აბიას რიგიდან, ხოლო მისი ცოლი იყო აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი. ისინი ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე, უმწიკვლოდ იქცეოდნენ უფლის ყოველი მცნებითა და წესდებით. მათ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი ბერწი იყო, და ორივენი უკვე ხანგადასულნი იყვნენ. ერთხელ, როცა თავისი ყოველდღიური რიგისამებრ, მსახურებდა ღვთის წინაშე, მღვდელთა სამსახურის წესით, მას წილად ხვდა კმება და შევიდა უფლის ტაძარში. 10 უამრავი ხალხი ლოცულობდა გარეთ კმევის დროს, — 11  ეჩვენა მას უფლის ანგელოზი, საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგარი.12 და შეკრთა მისი ხილვით ზაქარია და შიში დაეცა მას. 13 უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილია შენი ლოცვა, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იოანეს. 14 გექნება შენ სიხარული და მხიარულება და მრავალი გაიხარებს მისი შობით. 15 ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და თაფლუჭს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე. 16 მრავალ ისრაელიანს მოაქცებს უფლისაკენ — მათი ღვთისაკენ. 17 და ის ივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით, რომ მოაქციოს მამათა გულები შვილთა მიმართ, ხოლო ურჩნი მართალთა გონებაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი." 18 უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: „რითი გავიგებ ამას? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლის უკვე ხანგადასულია." 19 მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: „მე ვარ გაბრიელი, ღვთის წინაშე მდგომელი. წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს. 20 და აჰა, დადუმდები და ვერ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს ახდება, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროზე." 
    21 ხალხი კი იდგა და ელოდა ზაქარიას და უკვირდათ მისი დაყოვნება ტაძარში. 22 როცა გამოვიდა, მათთვის ხმის გაცემა ვერ შეძლო. და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. ანიშნებდა მათ და დარჩა უტყვოდ. 23 და როცა დასრულდა მისი მსახურების დღენი, შინ წავიდა. 24 იმ დღეების შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისის ცოლი. ხუთ თვეს იმალებოდა და ამბობდა: 25 „ასე მიყო უფალმა ამ დღეეებში, როცა მომხედა, რომ მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ადამიანთა თვალში." 

 ხარება
26 
მეექვსე თქვეს კი წარმოაგზავნა ღვთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქს, რომლის სახელლია ნაზარეთი,27 ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, სახელად იოსებზე, დავითის სახლიდან, და ქალწულის სახელი იყო მარიამი. 28 და შევიდა მასთან და უთხრა: „გიხაროდეს, მიმადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ შენ დედათა შორის." 29 ის შეშფოთდა ამ სიტყვებზე და ჩაფიქრდა: რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება? 30 უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. 31 აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. 32 დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს. 33 და საუკუნოდ იმეფეს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული." 34 უთხრა მარიამმა ანგელოზს : „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?" 35 მიუგო ანგელოზმა და უთხრა: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილი იწოდება ღვთის ძედ. 36 აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც სიბერეში ჩაესახა ძე და მეექვსე თვეშია უკვე. 37 ვინაიდან ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი." 38 თქვა მარიამმა: „აჰა, უფლის მხევალი ვარ. მეყოს მე შენი სიტყვისამებრ." და განეშორა მას ანგელოზი. 39 ადგა მარიამი იმ დღეებში და საჩქაროდ წავიდა მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში. 

 მარიამი ელისაბედთან
40 
და შევიდა ზაქარიას სახლში და მიესალმა ელისაბედს. 41 როცა ელისაბედმა მარიამს მისალმება მოისმინა, ყრმა შეუტოკდა მუცელში და აღავსო ელისაბედი სულიწმიდით. 42 და დაიძახა ხმამაღლა და თქვა: „კურთხეული ხარ დედათა შორის, და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! 43 ვინა ვარ მე, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან? 44ვინაიდან, როცა შენი მოსალმების ხმა მოსწვდა ჩემს ყურს, სიხარულით შეტოკდა ყრმა ჩემს მუცელში. 45 ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ." 

 მარიამის საგალობელი
46 
და თქვა მარიამმა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა, 47 და იზემა სულმა ჩემმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში. 48ვინაიდან მოხედა თავის მხევლის სიმდაბლეს და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის მე ყოველი თაობა. 49 ვინაიდან დიდი საქმე მიყო ძლიერმა და წმიდაა სახელი მისი. 50 და მისი წყალობა მის მოშიშებს თაობიდან თაობამდე. 51 ქმნა სიმტკიცე თავისი მკლავით; გაფანტა ამპარტავანნი მათი გულის ზრახვებთან ერთად; 52 ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი; 53 მშიერნი სიკეთით აღავსო და მდიდარნი ხელცარიელი გაუშვა; 54 შეეწია თავის მსახურეს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა, 55 როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს — აბრაამს და მის მოდგმას საუკუნოდ." 56 დარჩა მარიამი მასთან სამიოდე თვეს და დაბრნუნდა თავის სახლში. 

 იოანე ნათლისმცემლის შობა
57
 ელისაბედს კი დაუდგა მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი. 58 და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ განადიდა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და მასთან ერთად ხარობდნენ. 59 მერვე დღეს მივიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ დაერქმიათ მამამისის სახელი — ზაქარია. 61 უთხეს მას, რომ შენს ნათესაობაში არავინ არის, რომ ეგ სახელი ერქვას. 62 ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რისი დარქმევა სურდა. 63 და ფიცარი მოითხოვა და დაწერა: „იოანეა მისის სახელი." და ყველას გაუკვირდა ეს. 64 უცებ გაეხსნა მას პირი და ენა, ალაპარაკდა და ადიდა ღმერთი. 65 შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა. და ყოველივე ამაზე დიდი მითქმა-მოქმა იყო მთელი იუდეის მთიანეთში. 66 ყველამ, ვინც მოისმინა ეს, გულში ჩიაოდა და თქვა: „რა იქნება ეს ყრმა?" და უფლის ხელი იყო მასთან. 

 ზაქარიას წინასწარმეტყველება
67 
მამამისი ზაქარია აღივსო სულიწმიდით და წინასწარმეტყველებდა და ამბობდა: 68 „კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რადგან მოხედა თავის ხალხს და გაუმზადა მას გამოსყიდვა. 69 აღგვიდგინა რქა ხსნისა თავისი მსახურის, დავითის სახლში, 70 როგორც ელაპააკებოდა ძველთაგანვე თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, 71რომ გვიხსნიდა ჩვენ მტრებისა და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან; 72 წყალობას უყოფდა ჩვენს მამებს და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას; 73 ფიცს, რომლითაც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაამს, რომ შეგვაძლებინებდა ჩვენ,74 ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ, უშიშრად 75 გვემსახურა მისთვის სიწმიდით და სიმართით მის წინაშე მთელი ჩვენი სიცოცხლე. 76 და შენ, ყრმაო, და დაგერქმევა მაღლის წინასწარმეტყველი, ვინაიდან იწინამძღვრებ უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად. 77 რომ მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა მათი ცოდვების მიტევებით, 78ჩვენი ღვთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლიდან, 79 ბნელში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომარეთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა წასამართავად სამშვიდობო გზაზე." 
   80 ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.

იესოს შობა
1 იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება: აღეწერათ მთელი მსოფლიო. ეს აღწერა პირველი იყო სირიაში კვირენიოსის მმართველობისას. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თითეული თავის ქალაქში. იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომის იყო. რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და ორსულად იყო. 6 მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიორობის დღეები. და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის.

 მწყემსები და ანგელოზები
იმ მხარეში მწყემსები იყვნენ მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით. 10 და უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: 11 ვინაიდან დღეს დავითის ქალქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი რომელიც არის ქრისტე უფალი. 12 და ნიშნად ეს გექნებათ: იპოვი ყრმას შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს." 13 და უეცრად გაცნდა ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი და აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: 14 „დიდება მაღალთა შინა ღმერთსს მშვიდობა ქვეყნად და კაცთა შორის სათნოება!"
    15 როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: „წავედით ბეთლემს და ვნახოთ მომხდარი ამბავი, უფალმა რომ გვაუწყა." 16 გაჩქარებულნი მივიდნენ და ნახეს მარიამი და იოსები, ბაგაში მწოლარე ყრმა. 17 როცა დაინახეს, მოუთხრეს ამბავი, რაც ემცნოთ მათ ამ ყრმაზე. 18 ვინც კი ისმენდა, ყველას უკვირდა, რასაც მწყემსები ეუბნებოდნენ მათ. 19 მარიამმა კი ჩიამარხა ყოველი სიტყვა და ჩაიდო ისინი გულში 20 და დაბრუდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს, როგორც ემცნოთ მათ. 21 და როცა შესრულდა რვა დღე, რათა წინადაეცვითათ მისთვის, დაერქვა მისი სახელი იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული მუცელში ჩასახვამდე. 

 მირქმა
 22 და როცა შესრულდა მათი განწმედის დღეები მოსეს რჯულისამებრ, აიყვანეს იგი და იერუსალიმს უფლის წინაშე წარსადგენად. 23 როგორც უფლის რჯულში სწერია: „ყოველ მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო, უფლის წმიდა ეწოდოს, 24 და შესწირონ მსხვერპლად, როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი, ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა" 
   25 და აჰა, იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას, და სულიწმიდა იყო მასზე. 26 სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ არ იხილვდა სიკვდილს უფლის ცხებულის ხილვამდე. 27 შევიდა სულით ტაძარში და, როცა მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა მოქცეოდნენ მას რჯულის წესისამებრ, 28 მან მიირქვა ყრმა მკლავებზე, ადიდა ღმერთი და თქვა: 29 „ახლა კი გამიშვი, ბატონო, შენი მონა მშვიდობით, როგორც ნათქვამი გაქვს. 30 ვინაიდან იხილა ჩემმა თვალმა შენი ხსნა, 31რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე, 32 წარმართათვის ნათლის გამოსაცხადებლად და შენი ხალხის, ისრაელის, დიდებად." 33 იოსებს და მის დედას კი უკვირდათ მასზე ნათქვამი. 34 და აკურთხა სიმონმა ისინი და უთხრა მარიამს, მის დედას: „აჰა, განწესებულია ეს მრავალთა დამხობად და აღდგენად ისრაელში და საცილობელ ნიშნად. 35 და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა გაცხადდეს მრავალ გულთაგან ზრახვები." 
   36 და იყო ანა წინასწარმეტყველი, ფენუელის ასული, აშერის ტომიდან, ღრმად მოხუცებული, თავისი ქალწულობის შემდეგ შვიდ წელიწად ნაცხოვრები ქმართან. 37 იყო იგი ოთხმოცდაოთხი წლის ქვრივი, არ შორდებოდა ტაძარს, მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამ. 38 ისიც იმავე ჟამს იყო მისული და ადიდებდა ღმერთს და ელაპარაკებოდა მასზე ყევლას, ვინც კი გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში. 

 ნაზარეთში დაბრუნება     
39 როცა აღასრულა ყოველივე უფლის რჯულისამებრ, დაბრუდნენ გალილეაში, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში. 40ხოლო ყრმა იზრდებოდა, მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით და ღვთის მადლი იყო მასზე. 

 თორმეტი წლის იესო ტაძარში
41 და დადიოდნენ მისი მშობლები ყოველ წელიწადს იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე. 42 და როცა თორმეტი წლისა გახდა, ავიდნენ იერუსალიმში ჩვეულებისამებრ, სადღესასწაულოდ. 43 ხოლო დღესასწაულის დამთავრების შემდეგ, უკან რომ დაბრუდნენ, ყრმა იესო დარჩა იერუსალიმში, და არ იცოდნენ იოსებმა და მისმა დედამ. 44ეგონათ, რომ მგზავრთა შორის იყო და ერთი დღის გზა რომ გაიარეს, დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის. 45 რომ ვერ იპოვეს იგი, დაბრუდნენ იერუსალიმში და ეძებდნენ მას. 46 სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში მჯდომი მოძღვართა შორის, უსმენდა და ეკითხებოდა მათ. 47 და გაოცებული იყო ყველა მისი მსმენელი მისი გონებითა და პასუხებით. 48 რომ დაინახეს იგი, გაუკვირდათ, და დედამისმა უთხრა მას : „ეს რა გვიყავი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე შეწუხებულნი დაგეძებთ." 49 მან უთხრა მათ: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ მამის სახლში უნდა ვიყო?" 50 ხოლო მათ ვერ გაიგეს სიტყვა, რაც უთხრა მათ. 51 და გაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს და ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში ჩიამარხა ყოველივე ეს. 52 ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე. 


 იოანე ნათლისმცემლის ქადაგება
1 ტიბერიოს კეისრის მთავრობის მეთხუთმეტე წელს, პონტოელი პილატეს განმგებლობისას იუდეაში, და ჰეროდეს ტეტრაექობისას გალილეაში, მისი ძმის, ფილიპეს, ტეტრარქობისას იტურეასა და ტრახონიტის მხარეში, და ლისანიასის ტეტრარქობისას აბილენეში, ანას და კაიფას მღველმთავრობის დროს იყო სიტყვა ღვთისა იოანესადმი, ზაქარიას ძისადმი, უდაბნოში. დადიოდა იგი იორდანეს მთელს არემარეში და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად, როგორც სწერია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები. ყოველივე ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გასწორდება და ოღროჩოღრო გზა გავაკდება. და ყოველი ხორცეილი იხილავს ხსნას ღვთისაგან." 
   7 მოსანათლავად მისულ ხალხს იოანე ეუბნებოდა: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ გაგაფრთხილათ, რომ გაექცეთ მომავალ რისხვას? მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფნი და ნუ მოჰყვებით ერთმანეთში ლაპარაკს: მამად აბრაამი გვყავსო. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, რომ ღმერთს შუეძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. 9ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ."10 ეკითხებოდა მას ხალხი და ეუბნებოდა: აბა, რაღა ვქნათო? 11 მიუგებდა და ეტყოდა მათ: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს." 12 მივიდნენ მებაჟენიც მოსანათლავად და უთხრეს მას: „მოძღარო , რა ვქნათ?" 13 მან უთხრა მათ: „თქვენთვის დაწესებულის მეტს ნურაფერს მოითხოვთ." 14ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ რაღა ვქნათ?" უთხრა მათ: „ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენს ჯამაგირს დასჯერდით." 
   15 როცა ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო, 16 მიუგებდა და ეტყოდა ყველას იოანე: „მე წყლით გნათლავ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით, 17 რომლის ხელშია ნიჩაბი, რათა გაწმიდოს თავისი კალო და თავის ბეღელში მოაგროვოს ხორბალი, ბზე კი დაწვას ჩაუქრობელი ცეცხლით." 18 კიდევ ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს. 19 ხოლო ჰეროდემ, ტეტრარქმა, რომელსაც იგი ამხილებდა მისი ძმის ცოლის ჰეროდიას გამო და ყოველივე იმის გამო, რა ბოროტებაც ჩაედინა, 20 ყველაფერს ამას ისიც მიუმატა, რომ იოანე საპყრობილეში ჩასვა. 

 იესოს ნათლისცემა
21 
როცა მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა 22 და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგოც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე." 

 იესოს წარმომავლობა
23 
თვით იესო, როცა იწყებდა, იქნებოდა ოცდაათი წლისა, და როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ყელისა, 24მათათისა, ლევისა, მალქისა, იანაისა, იოსებისა, 25 მათითიასი, ამოცისა, ნახუმისა, ხესლისა, ნაგაისა, 26 მახათისა, მათითიასი, შიმყისა, იოსებისა, იოდასი, 27 იოხანანისა, რეშასი, ზერუბაბელისა, შეალთიელისა, ნერისა, 28 მალქისა, ადისა, კოსამისა, ელმადამისა, ყერისა, 29 იესუსი, ელეაზარისა, იორიმისა, მათათისა, ლევისა, 30 სიმონისა, იუდასი, იოსებისა, იონამისა, ელიაკიმისა, 31 მალეასი, მინასი, მათათასი, ნათანისა, დავითისა, 32 იესესი, ყობედისა, ბოყაზისა, სალმონისა, ნახშონისა, 33 ყამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ხეცრონისა, ფერეცისა, იუდასი, 34 იაკობისა, ისაკისა, აბრაამისა, თერახისა,  ნახორისა, 35 სერუგისა, რეყუსი, ფელეგისა, ყებერისა, შალახისა, 36 კენანისა, არფაქშადიას, სემისა, ნოესი, ლამექისა, 37 მეთუშელახისა, ხანოქისა, იერედისა, მაჰალალელისა, კენანისა, 38ენოშისა, შეთისა, ადამისა, ღვთისა.


 იესოს გამოცდა
1 იესო, სულიწმიდით აღვსილი დაბრუნდა იორდანედან და სულით გაყვანილ იქნა უდაბნოში და ორმოც დღეს სცდიდა მას ეშმაკი და არაფერი უჭამია იმ დღეებში, და მათი გასვლის შემდეგ მოშივდა. უთხრა მას ეშმაკმა: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, პურად იქცეს." მიუგო მას იესომ: „დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურით უნდა ცოცხლობდეს კაცი, არამედ ღვთის ყოველი სიტყვით." და აიყვანა იგი მაღალ მთაზე და უჩვენა ერთ წამში მსოფლიოს ყველა სამეფო. და უთხრა მას ეშმაკმა: „მოგცემ მთელს ამ ხელმწიფებას და მათ დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული და, ვისაც მინდა, იმას ვაძლევ. თუ თაყვანსა მცემ, შენი იქნება ყოველივე!" მიუგო იესომ და უთხრა მას: „დაწერილია: 'უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.'" წაიყვანა იგი იერუსალიმს, დააყენა ტაძრის ფრთაზე და უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, თავი გადაიგდე აქედან ძირს. 10 ვინაიდან დაწერილია, რომ 'თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე, რომ დაგიცვან.' 11 და რომ 'ხელში აყვანილი გატარონ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.'" 12 და მიუგო და უთხრა მას იესომ: „ნათქვამია: 'არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი.'" 13 და როცა დაამთავრა ყველა გამოცდა, ეშმაკი გაშორდა მას სხვა ჟამის მოლოდინში. 

 მსახურების დაწყება გალილეაში
14 
დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში და მისი ამბავი მოედო მთელ არემარეს. 15 ასწავლიდა მათ სინაგოგებში და განდიდებულ იყო ყველას მიერ. 

 იესოს უარყოფა ნაზარეთში
16 
და მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა. და შევიდა შაბათ დღეს თავის ჩვეულებისამებრ, სინაგოგაში და დადგა წასაკითხავად. 17 და მიაწოდს მას ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, და გაშალა წიგნი და იპოვა ადგილი, სადაც დაწერილი იყო: 18 „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, 19 უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად, 20 და დახურა წიგნი, გადასცა მსახურს და დაჯდა. ყველას თვალი სინაგოგაში მისკენ იყო მიპყრობილი. 21 და დაუწყო ლაპარაკი მათ: „დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ." 22 და ყველამ დაუმოწმა მას და გაოცებულნი იყვნენე მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით და ამბობდნენ: ეს იოსების ძე არ არის?" 23 უთხრა მათ: „ნამდვილად მეტყვით ამ ანდაზას: 'მკურნალო, განიკურნე შენი თავი. ყელაფერი, რაც კი კაპერნაუმში მოხდა, როგორც გავიგეთ, მოახდინე აქაც, შენს სამშობლოში.'" 24 უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არაა მიღებული თავის სამშობლოში. 25 ჭეშმარიტებით გეუბნებით თქვენ, მრავალი ქვრივი იყო ისრაელში ელიას დროს, როცა დაიხშა ცა სამ წელიწადსა და ექვს თვეს ისე, რომ დიდი შიმშილობა იყო მთელ ქვეყანაზე. 26 და არც ერთ მათგანთან არ იქნა მივლენილი ელია, გარდა ქვრივი დედაკაცის ციდონის ცარფათში. 27კეთროვანიც მრავალი იყო ისრაელში ელისე წინასწარმეტყველის დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაწმენდილა, გარდა ნემან სირიელისა." 28 ეს რომ მოისმინეს სინაგოგაში მყოფთ, ყველანი მძვინვარებით აღივსნენ. 29 წამოდგნენ და გააძევეს იგი ქალაქიდან, და ამოიყვანეს იმ მთის წვერამდე, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი. 30 მაგრამ მან გაიარა მათ შორის და წავიდა. 

 უწმიდური სულით შეპყრობილის განკურნება
31 
და ჩავიდა გალილეის ქალაქ კაპერნაუმში და იქ ასწავლიდა მათ შაბათობით 32 და გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, ვინაიდან ძალმოსილი იყო მისი სიტყვა. 33 სინაგოგაში იყო კაცი, უწმიდური სულით შეპყრობილი, და იყვირა ხმამაღლა: 34  „რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ, ვინცა ხარ, ღვთის წმიდაო." 35 იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან!" და დასცა იგი ეშმაკმა მათ შუაში და გამოვიდა მისგან, და არაფერი უვნია მისთვის. 36 ყველანი განცვიფრდნენ და ამბობდნენ ერთმანეთში: „ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით უწმიდურ სულებს უბრძნებს და ისინიც გამოდიან?" 37 და მოეფინა ხმა მის შესახებ იმ მხარის ყოველ ადგილს. 

 მრავალთა განკურნება
38 
ადგა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი შეპყრობილი იყო დიდი სიცხით და სთხოვეს მისთვის. 39 და დაადგა თავზე და შერისხა სიცხე. მანაც მიატოვა იგი. მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ. 40 მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სნეულებებით დააავადებულნი, მასთან მიიყვანა, და მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა. 41 ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამობდნენ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა!" ის კი რისხავდა და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტეა იგი. 

 საქადაგებლად გასვლა
42 
დღე რომ გათენდა, გამოვიდა იქიდან და წავიდა უდაბურ ადგილას. ხალხმა მოძებნა და მივიდნენ მასთან და აკევებდნენ, რომ არ წამოსულიყო მათგან. 43 მან კი უთხრა მათ: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღვთის სასუფეველი, ვინაიდან ამისთვის ვარ მოვლენილი." 44 და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.


გაგრძელება




კატეგორია: ლუკას სახარება | დაამატა: ciklopi (05.აპრ.2013)
ნანახია: 1039
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2016