კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი

V-W


Uva
- ყურძენი.

Varietal
- ყურძნის ჯიში.

Vat
- ღვინის შესანახი ხის ან ფოლადის დიდი მოცულობის ჭურჭელი. ბევრ ქვეყანაში ფოლადის ჭურჭელს tank- ს უწოდებენ.

Vecchio
(იტალ.) - ძველი.

Vendemmia
(იტალ.) - ღვინის დამზადების წელი. ამ ტერმინის გამოყენება ეტიკეტზე annata-ს ნაცვლადაც შეიძლება.

Verband Deurscher Prädikats-und Qualitätsweingüter (VDP)
(გერმ.) - მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებელთა ასოციაცია.

Vieilles vignes
(ფრ.) - ვაზის ძველი ძირი. "სიძველის" ვადა კანონით არ არის განსაზღვრული და ცალკეულ რეგიონებში სხვადასხვაგვარად განისაზღვრება. ჩვეულებრივ, ეს ტერმინი 20 წელზე ასაკოვან ვაზთან მიმართებაში გამოიყენება.

Vieillissement
- სიტყვასიტყვით: "დაძველება." ასე უწოდებენ მუხის კასრებში კონიაკის სპირტის შენახვის პროცესს. ზედსართავი vieux, vieille (ძველი), როგორც წესი, ხანგრძლივი და ძველების კონიაკს აღნიშნავს.

Vigna, vigneto
(იტალ.) - ვენახი.

Vigna, vigneto, vina, vinedo, vineyard
- ვენახი.

Vignaiolo (Viticoltore)
(იტალ.) - მევენახე.

Vigneron, viticulteur
- მევენახე, მეღვინე. თეორიულად, ამ სიტყვების მნიშვნელობა განსხვავდება, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად ერთი მნიშვნელობით იყენებენ.

Vignoble
- ვენახი.

Vin (vino santo)
(იტალ.) - დაჩამიჩებული ყურძნისგან მიღებული ღვინო. ამ ტიპის ღვინისთვის ყურძენს ზამთარობით დახურულ შენობაში აშრობენ და რამდენიმე წლის განმავლობაში პატარა კასრებში აძველებენ. ჩვეულებრივ, ტკბილი.

Vinho verde
- ახალგაზრდა პორტუგალიური ღვინო.

Vino cotto
(იტალ.) - "მოხარშული" (კონცენტრირებული) ღვინო.

Vino da arrosto
(იტალ.) - "ღვინო შემწვარისთვის". იგულისხმება წითელი, სხეულიანი და მოწიფული ღვინო.

Vino da pasto
(იტალ.) - ყოველდღიური ღვინო.

Vino da taglio
(იტალ.) - ალკოჰოლის მაღალი შემცველობის მქონე ღვინის შერევა ან "შერბილება."

Vino da tavola
(იტალ.) -კანონმდებლობით, ყველა იმ ღვინის სახელწოდება, რომელთაც არა აქვთ DOC კატეგორია. ფრანგული "სუფრის ღვინის" ექვივალენტი.

Vino novello
(იტალ.) - იტალიური ახალი ღვინო. იწარმოება მთელს იტალიაში ვაზის 67 ჯიშისგან.

Vintage
- იხ. millesime

Vite
- ვაზი.

Vitigno
(იტალ.) - ვაზის ჯიში.

Vitis vinifera
- ვაზის ევროპული და აზიური ნაირსახეობა, რომელიც კულტივირდება ღვინის და ბრენდის საწარმოებლად; ვაზის ყველა ევროპული ჯიში vitis vinifera-ს მიეკუთვნება.





Weingut
(გერმ.) - ღვინის მამული. ამ ტერმინით შეიძლება ისარგებლონ ღვინის იმ მწარმოებლებმა, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ყურძენს იყენებენ.

Weinprobe
(გერმ.) - ღვინის დეგუსტაცია.


Weinstein
- ღვინის მჟავაში შემავალი კალიუმის მარილის ნალექი, რომელიც ძველი კასრების შიდა კედლებზე ქვის მბზინავ გარსს ქმნის.

Weissherbst
(გერმ.) - QbA ან QmP კატეგორიის ხარისხიანი ვარდისფერი ღვინო, დამზადებული წითელი ყურძნისგან Baden-ის, Wurttemberg-ის და Pflaz-ის რეგიონებში. ამავე ტერმინით მოიხსენიებენ ზოგიერთ ტკბილ წითელ ღვინოს სხვა რეგიონებიდან, რომელთაც ინტენსიური წითელი ფერი ვერ მიიღეს.

Whole-cluster pressing
(წნეხვა მტევნებით) - თეთრი ყურძნის დაწურვის პრაქტიკა მტევნებით, როდესაც მარცვალთან ერთად მისი მყარი ნაწილაკებიც იწნეხება.

Wine of Origin (WO)
- ღვინის წარმომავლობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

Winzer
(გერმ.) - მეღვინე.

Winzergenossenschaft, Winzerverein
(გერმ.) - მეღვინეთა კოოპერატივი.

Wimzerverein
(გერმ.) - კოოპერატივი.



კატეგორია: ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი | დაამატა: ciklopi (16.მარ.2013)
ნანახია: 1212
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2017