კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი

C


C


Calvados
- ვაშლის ბრენდი, წარმოებული ნორმანდიაში (საფრანგეთი).

Cantina
(იტალ.) - ღვინის სარდაფი.

Cantina sociale(cooperativa)
(იტალ.) - მევენახეების ერთობლივი (კოოპერატიული) სარდაფი.

Casa vinicola
(იტალ.) - ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომელიც სასმელს საკუთარი ყურძნისგან არ ამზადებს.

Cascina
(იტალ.) - ფერმის ან მამულის აღმნიშვნელი ტერმინი ჩრდილოეთ იტალიაში.

Case
(ქეისი) - ალკოჰოლური სასმელების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ხის ან მუყაოს ყუთი. ბოთლების განსხვავებული ზომისა და მოცულობის გათვალისწინებით, ანგარიშის გასაიოლებლად პირობითად 9-ლიტრიან "ქეისს" იყენებენ.

Castello
(იტალ.) - ციხესიმაგრე, ფრანგული შატოს ეკვივალენტი.

Cava
- ღვინოების საერთაშორისო ნომინაციაში გავრცელებული ტერმინი.
გამოიყენება ცქრიალა ესპანური ღვინისა და მისი წარმოების მეთოდის აღსანიშნავად.

Cellar
(ინგლ.) - ალკოჰოლური სასმელების შესანახი ადგილი, ღვინის სარდაფი.

Cellar master
(ინგლ.) - ღვინის საწარმოს სპეციალისტი, რომელიც სარდაფზეა პასუხისმგებელი. ფრანგულად maitre de chai, გერმანულად - kellermaister, ესპანურად-capataz.

Cepage
(სეპაჟი) - ვაზის ჯიში (მაგ.:იუნი ბლანი)

Chai(შე)
- chais მრ. რიცხვი. სპეციალური შენობა, სადაც ხდება კონიაკის სპირტის დაძველება მუხის კასრებში. ასეთი ნაგებობის იატაკი, როგორც წესი, მიწის დონეზეა.

Chapiteau
- "ჩაფხუტი", ალამბიკის დეტალი.

Charente, Charente-Maritime
- შარანტა და შარანტას ზღვისპირეთი (მდინარე შარანტას სახელწოდებიდან). დეპარტამენტები, რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობს AOC-ის რეგიონი კონიაკი.

Chateau
(ფრანგ.) - "შატო," სიტყვასიტყვით, ციხესიმაგრე. ცალკეული ვენახის, მევენახეობის,მეურნეობის აღმნიშვნელი ტერმინი.

Chateau, domaine, propriete
- მამული. მეღვინეობის რეგიონებში - ვენახი, სადაც ღვინოს საკუთარი ყურძნისგან ამზადებენ.

Chaudiere, cucurbite
- გამოსახდელი კუბი, ალამბიკის დეტალი.

Chauffe-vin, rechauffe-vin
– ღვინის გამაცხელებელი


Chiaretto
(იტალ.) - "კლარეტი," რომლითაც, ჩვეულებრივ, ძალიან მსუბუქ წითელ ღვინოს აღნიშნავენ, თუმცა, შეიძლება ეს rose-ზეც გავრცელდეს.

Cider
(ინგლ.), cidre (ფრანგ.) - სიდრი, ფერმენტირებული ვაშლის წვენი.

CIVC
(Comite Interprofessionel du Vin de Champagne) - საფრანგეთის პატრონატის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ვაზის მწარმოებლებს, მეღვინეობის კოოპერატივებსა და კომპანიებს, რომლებიც შამპანურს ყიდიან. დაარსდა 1941 წელს.

Clairet
(კლერეტი, ფრანგ.) - მუქი ვარდისფერი ღვინო, რომელიც ხანმოკლე დაყენების შედეგადაა მიღებული.

Claret
(კლარეტი) - ინგლისური ტერმინი, ძირითადად ბორდოს წითელი ღვინოების აღსანიშნავად გამოიყენება. ასევე აღნიშნავს მშრალ წითელ ღვინოებსაც ტანინის მაქსიმალურად მაღალი შემცველობით.

Classico
(იტალ.) - "კლასიკური", DOC ზონის შუაგული, მისი საუკეთესო ნაწილი.

Climat
(კლიმა) – ვაზიანი მიწის ნაკვეთი ბურგუნდიაში (საფრანგეთი);იგივეა, რაც კრიუ.

Clos
(კლო) - ბურგუნდიასა და საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში შემოსაზღვრული ვენახები, სადაც მაღალხარისხიან ღვინოს აწარმოებენ.

Coeur
- "გული". ალამბიკის დისტილატიდან მეორე გამოხდისას მიღებული ცენტრალური (რიგით მეორე) სითხე.

Cognac de domaine, cognac de château
- განსაზღვრული მეურნეობიდან წარმოებული კონიაკი.

Col de cygne
- "გედის ყელი," შარანტეს ალამბიკის დეტალი.

Cold stabilization
- (ცივი სტაბილიზაცია) ამ ტექნოლოგიას პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ღვინის საწარმოში იყენებენ ბოთლში ღვინის მჟავის კრისტალების წარმოქმნის შესაჩერებლად. ღვინის სიმჟავის მოსაშორებლად სასმელს აცივებენ და 15 დღის განმავლობაში ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ინახავენ, თითქმის გაყინვამდე.

Commune
(ფრანგ.) - კომუნა. სოფლის აღმნიშვნელი ტერმინი.

Compte d`age
– ათვლის წერტილი კონიაკის დაძველებისას. ასეთი რემარკები არმანიაკისთვის უფროა ტიპიური, თუმცა კონიაკის ეტიკეტებზეც გვხვდება და იგი ასამბლაჟში შემავალ ყველაზე ახლგაზრდა კომპონენტის ასაკს აღნიშნავს.

Consorzio
(იტალ.) - ღვინის მწარმოებელთა კონსორციუმი, რომლებიც საერთო ძალებით აკონტროლებენ ღვინის ხარისხს და მის წარმატებაზეც ერთობლივად ზრუნავენ.


კატეგორია: ღვინის უცხო სიტყვათა ლექსიკონი | დაამატა: ciklopi (16.მარ.2013)
ნანახია: 2946
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024