1 | გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა. | 1 | დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი |
2 | ისმინე, ღმერთო, ჩემი ხმა, როცა ვლოცულობ. მტრის შიშისაგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე. | 2 | შეისმინე, ღმერთო, ჴმისა ჩემისა, გევედრებოდი რაჲ მე შენდამი, შიშისაგან მტერისა იჴსენ სული ჩემი. |
3 | დამიფარე ვერაგთა ჩუმი ზრახვისაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან. | 3 | დამიფარე მე ამბოხისაგან უკეთურთასა და სიმრავლისაგან მოქმედთა სიცრუჲსათა. |
4 | რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი - მწარე სიტყვა, | 4 | რომელთა აღლესნეს, ვითარცა მახჳლნი, ენანი მათნი, გარდააცუეს მშჳლდსა მათსა საქმე სიმწარისა. |
5 | რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ. | 5 | რაჲთამცა განგუმირეს დაფარულსა შინა უბიწოჲ; |
6 | ძალას მოიკრებენ ცუდი საქმისათვის, მოითათბირებენ მახეების დაგებას, ამბობენ: ვინ შეამჩნევს მათ? | 6 | მყის სისრა-უყონ მას, და არა შეიშინონ. განიმტკიცეს თავისა თჳსისა სიტყუაჲ უკეთური, მიუთხრეს დარწყმაჲ მახისა; და თქუეს: ვინ იხილნეს იგინი? |
7 | ეძიებენ სიმრუდეს, ძიებას ძიებით ასრულებენ, ხოლო შიგნეული კაცისა და გული ღრმაა. | 7 | გამოიძიეს უსჯულოებაჲ, განილინეს გამოძიებასა გამოსაძიებელისასა; წარდგეს კაცი სიღრმითა გულისათა, |
8 | და ესვრის ღმერთი ისარს, უეცრად დაწყლულდებიან. | 8 | და ამაღლდეს ღმერთი, ისარ ჩჩჳლთა იქმნნეს წყლულებანი მათნი, |
9 | საკუთარი ენა დაამარცხებს მათ; გაიფანტება ყოველი მათი მხილველი. | 9 | და მოუძლურდეს მათ ზედა ენანი მათნი. შეძრწუნდეს ყოველნი, რომელნი ხედვიდეს მათ. |
10 | და შეშინდება ყველა კაცი და ილაპარაკებენ ღმერთის ნამოქმედარზე და მის ნაქნარს ჩაუკვირდებიან. | 10 | და შეეშინა ყოველსა კაცსა და უთხრნეს მათ საქმენი ღმრთისანი და დაბადებულნი მისნი გულისჴმა-ყუნეს. |
11 | გაიხარებს წმიდანი უფლის მიერ და მიენდობა მას, და დაიქადებენ გულმართლები. | 11 | იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას და იქნენ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაჲ
|