კალენდარი |
|
|
მთავარი მენიუ |
|
|
ძებნა ამ საიტზე |
|
|
აუდიო - ვიდეო |
|
|
გართობა, იუმორი |
|
|
სხვადასხვა |
|
|
განათლება |
|
|
რელიგია |
|
|
ონლაინი |
|
|
გააზიარე |
|
|
სოც-ქსელები |
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა
|
|
|
ფსალმუნი 042
ფსალმუნი 42
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | განმიკითხე, ღმერთო, და გამომესარჩლე უკეთურ ხალხთან, ცბიერი და ბოროტი კაცისაგან მიხსენი. | 1 | მისაჯე მე, ღმერთო, და საჯე სჯა ჩემი თესლითგან არაწმიდისა, კაცისა ცრუსა და მზაკუარისაგან მიჴსენ მე. | 2 | რადგან შენ ნარ ღმერთი ჩემი სიმაგრისა. რად მიმატოვე? რად მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა? | 2 | რამეთუ შენ, ღმერთი, ძალ ჩემდა ხარ; რად განმიშორებ მე, და რად მწუხარე ვარ მე ჭირითა მტერისათა? | 3 | გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი. ისინი წამიძღვებიან და მიმიყვანენ შენს წმიდა მთასთან და შენს სამკვიდროსთან. | 3 | გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი, ესენი მიმიძღუეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა და საყოფელთა შენთა. | 4 | და მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან და გადიდებ შენ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო! | 4 | და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა მიმართ, რომელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა; აღგიარო შენ ბობღნითა, ღმერთო, ღმერთო ჩემო! | 5 | რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რას დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც განვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს. | 5 | რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა. დიდება |
|
|
კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (15.აპრ.2013)
|
ნანახია: 1373 |
|
© 2024 |
|
|