101 | ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა. | 101 | ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერჴნი ჩემნი, რათა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი. |
102 | შენთა სამართალთაგან არ გადამიხვევია, რადგანაც შენ მასწავლიდი. | 102 | სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციენ, რამეთუ შენ შჯულიერ-მყავ მე. |
103 | რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის. | 103 | რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროს თაფლისა პირსა ჩემსა. |
104 | შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე ყთველი გზა სიცრუისა. | 104 | მცნებათა შენთაგან გულისჴმა-ვყავ; ამისთჳს მოვიძულე ყოველი გზა სიცრუჲსა. |
105 | ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის. | 105 | სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა. |
106 | დავიფიცავ და ავასრულებ, დავიცავ შენს მართალ სამართალს. | 106 | ვფუცე და დავამტკიცე, რათა დავიცუნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. |
107 | დავიტანჯე მეტისმეტად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ. | 107 | დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა. |
108 | აღთქმანი ჩემი პირისა ისურვე - გთხოვ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავლე. | 108 | ნებსითი პირისა ჩემისა სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე. |
109 | სული ჩემი ხელისგულზეა მუდამ და შენს რჯულს არ ვივიწყებ. | 109 | სული ჩემი ჴელთა შენთა შინა არს მარადის, და შჯული შენი მე არა დავივიწყე. |
110 | დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია. | 110 | დამირწყეს მე ცოდვილთა მახე, და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ. |
111 | დავიმკვიდრე მცნებანი შენი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია. | 111 | დავიმკჳდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა. |
112 | მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა შესასრულებლად. უკუნითი უკუნისამდე. | 112 | მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე მერმისა მისთჳს მოსაბებელისა. |
113 | ბოროტგანმზრახველნი შევიძულე და შენი რჯული შევიყვარე. | 113 | უსჯულონი მოვიძულენ, ხოლო შჯული შენი შევიყუარე. |
114 | თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. | 114 | შემწე და ჴელისა ამპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ. |
115 | შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას. | 115 | მისდერკით ჩემგან, უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი. |
116 | შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს. | 116 | შემეწიე მე სიტყჳსაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა. |
117 | შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს წესდებებს ყოველთვის. | 117 | შემეწიე მე, და ვსცხონდე და ვიწურთიდე მე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა. |
118 | მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან სიცრუეა მათი ხრიკები. | 118 | შეურაცხ-ჰყვენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი. |
119 | როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე, მცნებანი შენნი. | 119 | გარდამავალად შევჰრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთჳს შევიყუარენ წამებანი შენნი. |
120 | თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების. | 120 | განმსჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა. |
121 | ვქმენ სამართალი და სიმართლე. ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას. | 121 | ვყავ განკითხვა და სიმართლე; ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა. |
122 | გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ დამჩაგრონ ამპარტავნებმა. | 122 | შეიწყნარე მონა შენი კეთილსა შინა, და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი. |
123 | დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში. | 123 | მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა. |
124 | მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესები შენი მასწავლე. | 124 | ყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე. |
125 | მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მცნებანი შენნი. | 125 | მონა შენი ვარ; მეცნიერ-მყავ მე, და გულისჴმა-ვყვნე წამებანი შენნი. |
126 | ჟამია უფლის მოქმედებისა - მოშალეს რჯული შენი. | 126 | ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს შჯული შენი. ამისთჳს შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროს ოქროსა და ანთრაკისა; |
127 | ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად. | 127 | |
128 | ამიტომ ყველა შენი ბრძანება უკლებლივ სწორად მიმაჩნია; მძულს ყოველი გზა სიცრუისა. | 128 | ამისთჳს ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაჲ სიცრუჲსა მოვიძულე. |
129 | საოცარია მცნებანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი. | 129 | საკჳრველ არიან წამებანი შენნი, ამისთჳს გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან. |
130 | საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს. | 130 | განცხადებაჲ სიტყუათა მათ შენთა განანათლებს და გონიერ-ჰყოფს ჩჩჳლთა; |
131 | პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი. | 131 | პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა. დიდება |
132 | მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვარულთ. | 132 | მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათჳს მოყუარეთა სახელისა შენისათა. |
133 | ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს. | 133 | სლვანი ჩემნი წარმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ ყოველი უსჯულოებაჲ. |
134 | გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, და დავიცავ შენს ბრძანებებს. | 134 | მიჴსენ მე ცილისწამებისაგან კაცთასა, და დავიცუნე მცნებანი შენნი. |
135 | შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი. | 135 | გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
136 | წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს. | 136 | ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ შჯული შენი. |
137 | მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი შენი. | 137 | მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი. |
138 | ბრძანე სიმართლით მცნებანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად. | 138 | ამცენ სიმართლე წამებათა შენთა, და ჭეშმარიტ არს ფრიად. |
139 | დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მტრებმა. | 139 | განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყუაჲ შენი მტერთა ჩემთა. |
140 | ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი. | 140 | გამოჴურვებულ არს სიტყუაჲ შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი. |
141 | მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ. | 141 | ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. |
142 | სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული ჭეშმარიტია. | 142 | სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და შჯული შენი _ ჭეშმარიტ. |
143 | განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; შენი მცნებანი სიხარულია ჩემთვის. | 143 | ჭირთა და ღუაწლთა მპოეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა. |
144 | სიმართლეა შენი მცნებანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ. | 144 | სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისჴმა-მიყავ და ვცხოვნდე. |
145 | მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს წესებს დავიცავ. | 145 | ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე. |
146 | შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს მცნებებს. | 146 | ჴმა-ვყავ შენდამი, მიჴსენ მე, და დავიცუნე წამებანი შენნი. |
147 | ავდგები გარიჟრაჟამდე და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. | 147 | აღვიმსთუე უჟამოსა და ჴმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ: |
148 | ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე. | 148 | აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა. |
149 | ჩემა ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ; უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე. | 149 | ჴმისა ჩემისა ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართლითა შენითა მაცხოვნე მე. |
150 | მომიახლოვდნენ მდევარნი გარყვნილებისა; შენს რჯულს დაშორდნენ. | 150 | მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უსჯულოებასა, ხოლო შჯულსა შენსა განეშორნეს. |
151 | ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა. | 151 | ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან. |
152 | ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი. | 152 | დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი. |
153 | იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე. | 153 | იხილე სიმდაბლე ჩემი და მიჴსენ მე, რამეთუ შჯული შენი მე არა დავივიწყე. |
154 | გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი ნათქვამისამებრ მაცოცხლე. | 154 | საჯე შჯა ჩემი და მიჴსენ მე და სიტყჳთა შენითა მაცხოვნე მე. |
155 | შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ ეძიებენ. | 155 | შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაჲ, რამეთუ სამართალნი შენნი გამოიძინეს. |
156 | წყალობანი შენნი უხვია, უფალო, შენი სიმართლის მიხედვით მაცოცხლე. | 156 | წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო; სამართლითა შენითა მაცხოვნე მე. |
157 | ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი მცნებებისათვის არ გადამიხვევია. | 157 | მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე. |
158 | ვიხილე ორგულნი და შევედავე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ. | 158 | ვიხილენ უგულისჴმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს. |
159 | ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი წყალობისამებრ მაცოცხლე. | 159 | იხილე, რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე. |
160 | საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი მართალი შენი სამართალი. | 160 | დასაბამი სიტყუათა მათ შენთა ჭეშმარიტებაჲ არს, და უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი. |
161 | მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი. | 161 | მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა, |
162 | ვხარობ შენი ნათქვამით, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა. | 162 | ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ პოვის ტყუჱ დიდძალი. |
163 | სიცრუე მძულს და მძაგს; შენი რჯული მიყვარს. | 163 | ცოდვა მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო შჯული შენი შევიყუარე. |
164 | დღეში შვიდგზის გაქებ შენრ სიმართლის სამართალთათვის. | 164 | შჳდგზის დღესა შინა გაქებდი შენ განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა. |
165 | დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება. | 165 | მშჳდობაჲ მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ. |
166 | იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს მცნებებს ვასრულებდი. | 166 | ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ. |
167 | იცავდა ჩემი სული შენს მცნებებს და მე ისინი მიყვარს ძალიან. | 167 | დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად. |
168 | ვიცავდი შენს ბრძანებებს და მცნებებს, რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა. | 168 | დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო. |
169 | მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვებისამებრ შთამაგონე. | 169 | მიეახლენ ლოცვა ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყჳთა შენითა გულისჴმა-მიყავ მე. |
170 | მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, რადგან მასწავლე წესები შენი. | 170 | შევედინ შენ წინაშე ვედრებაჲ ჩემი, უფალო, და სიტყჳთა შენითა მიჴსენ მე. |
171 | წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესები შენი. | 171 | აღმოთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაჲ შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი. |
172 | იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა მენი მცნება სიმართლეა. | 172 | თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან. |
173 | იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე. | 173 | იყავნ ჴელი შენი მაცხოვრად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ. |
174 | ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის. | 174 | მსუროდა მაცხოვარებაჲ შენი, უფალო, და სჯული შენი არს ზრახვა ჩემდა. |
175 | იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი სამართალი შემეწიოს. | 175 | ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწიენ მე. |
176 | დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი, რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე. | 176 | შევსცეთი მე, ვითარცა ცხოვარი წყმედული; მომიძიე მონა შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ. დიდება |