1 | უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს. | 1 | ქებაჲ გალობით დავითისი, ზედაწარწერილი ებრაელთა შორის. რომელი დამკჳდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისუენოს. |
2 | ვეტყვი უფალს: ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ. | 2 | ჰრქუას უფალსა: ჴელისამპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. |
3 | რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომსრავი ჭირისაგან. | 3 | რამეთუ მან გიჴსნეს შენ საფრჴისა მისგან მონადირეთასა და სიტყჳსა მისგან განსაკრთომელისა. |
4 | თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება. | 4 | ბეჭთსაშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; |
5 | ნუ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ისარი დღისით გაფრენილი. | 5 | საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი. |
6 | შავი ჭირი - ბნელში მოარული, სენი - შუადღის მძარცველი. | 6 | არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. |
7 | დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება. | 7 | დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი _ მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. |
8 | ოღონდ შენი თვალებით შეხედე და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა. | 8 | ხოლო შენ თუალითა შენითა ხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთა იხილო. |
9 | რადგან, ღმერთო, შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი. | 9 | რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. |
10 | არ შეგემთხვევა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს. | 10 | არა შევიდეს შენდა ძჳრი, და გუემა არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. |
11 | რადგან თავის ანგელოზებს უბრძანა შენზე - დაგიცვან ყველა შენს გზაზე. | 11 | რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა ყოველთა გზათა შენთა; |
12 | ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე. | 12 | ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი; |
13 | ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ. | 13 | ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხჳდოდი. და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. |
14 | რაკი მისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო ჩემი სახელი. | 14 | რამეთუ მე მესვიდა, და ვიჴსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. |
15 | მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ. | 15 | ჴმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიჴსნა იგი და ვადიდო იგი. |
16 | დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას. | 16 | დღეგრძელებით განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი. დიდებაჲ |