1 | კორახის ძეთა ფსალმუნი. გალობა. მისი საძირკველი წმიდა მთებშია. | 1 | ძეთა კორესთა, ფსალმუნი გალობისა, საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა. |
2 | უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად. | 2 | უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროს ყოველთა საყოფელთა იაკობისთა. |
3 | ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო. სელა. | 3 | დიდებულ ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო. |
4 | გავახსენებ რაჰაბსაა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ტვიროსი ქუშთან ერთად - ეს დაიბადა იქ. | 4 | მოვიჴსენო მე რააბისი და ბაბილოვნისა, რომელთა მიციან მე; და, აჰა, ესერა, უცხოთესლნი და ტჳროს და ერი ჰინდოთა, ესენი იშვნეს მუნ. |
5 | სიონზე კი იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი. | 5 | დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან. |
6 | უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: ეს დაიბადა აქ. სელა. | 6 | უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისათა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა. |
7 | მომღერლები და მესტვირენიც - ყველა ჩემი წყარო შენშია. | 7 | ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს. |