კალენდარი |
|
|
მთავარი მენიუ |
|
|
ძებნა ამ საიტზე |
|
|
აუდიო - ვიდეო |
|
|
გართობა, იუმორი |
|
|
სხვადასხვა |
|
|
განათლება |
|
|
რელიგია |
|
|
ონლაინი |
|
|
გააზიარე |
|
|
სოც-ქსელები |
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა
|
|
|
ფსალმუნი 085
ფსალმუნი 85
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | ლოცვა დავითის. მომაპყარ, უფალო, ყური, მიპასუხე, რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე. | 1 | მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე. | 2 | დაიფარე სული ჩემი, რადგან ღვთისმოსავი ვარ; იხსენი მორჩილი შენი, შენ, ჩემო ღმერთო, შენ რომ გესავს. | 2 | იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონა შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავ შენ. | 3 | შემიწყალე, უფალო, რადგან შენ მოგიხმობ ყოველდღე. | 3 | მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი ღაღად-ვყავ მარადღე. | 4 | ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი. | 4 | ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. | 5 | რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს. | 5 | რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათჳს, რომელნი გხადიან შენ. | 6 | მოისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა. | 6 | ყურად-იღე, უფალო, ლოცვა ჩემი და მოხედენ ჴმასა ვედრებისა ჩემისასა. | 7 | ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ. | 7 | დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე ჩემი. | 8 | არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის, უფალო, და არც მსგავსი საქმეთა შენთა. | 8 | არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, და არა არს საქმე შენთაებრ. | 9 | ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს. | 9 | ყოველი თესლები, რაოდენი ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, უფალო, და ადიდებდენ სახელსა შენსა, უფალო. | 10 | რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ღმერთი ერთადერთი. | 10 | რამეთუ დიდ ხარ შენ, და მოქმედი საკჳრველებათა შენ ხარ ღმერთი მხოლო. | 11 | დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით. | 11 | მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისათა. | 12 | გიწამებ, უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და განვადიდებ შენს სახელს უკუნისამდე. | 12 | აღგიარო შენ, უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა და ვადიდო სახელი შენი უკუნისამდე; | 13 | რადგან დიდია შენი წყალობა ჩემს მიმართ, და გადაარჩინე ჩემი სული ქვესკნელის ჯოჯოხეთისგან. | 13 | რამეთუ დიდ არს წყალობაჲ შენი ჩემ ზედა, და იჴსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა. | 14 | ღმერთო! ბოროტმოქმედნი აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ და მტარვალთა კრებულმა მოინდომა ჩემი სული, და არ წარმოგიდგინეს თავიანთ წინაშე. | 14 | ღმერთო, უსჯულონი აღდგეს ჩემ ზედა, და კრებულმან ძლიერთამან იძიეს სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა. | 15 | ხოლო შენ, უფალო, ღმერთო შემბრალევ და ლმობიერო, მრავლის მომთმენო, დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ. | 15 | და შენ, უფალო ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე, სულგრძელ და დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ. | 16 | პირი ჰქენ ჩემსკენ და შემიწყალე, უბოძე შენი სიმაგრე შენს მორჩილს და იხსენი ძე შენი მხევლისა. | 16 | მოიხილე ჩემ ზედა და შემეწიე მე, მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე ძე მჴევლისა შენისა. | 17 | მოიმოქმედე ჩემს მიმართ სასწაული სასიკეთო, და იხილონ ჩემმა მოძულეებმა და რცხვენოდეთ, რადგან შენ, უფალო, შემეწიე და ნუგეში მეცი. | 17 | ყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე და ნუგეშინის-მეც მე. |
|
|
კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (19.აპრ.2013)
|
ნანახია: 1696 |
|
© 2024 |
|
|