კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 075
ფსალმუნი 75

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი ასაფისა. გალობა.

1

დასასრულსა გალობათასა, ასაფისი, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ

2ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი.2განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაჱლსა ზედა დიდ არს სახელი მისი.
3და იყო იერუსალიმში. მისი კარავი და მისი სადგომი - სიონში.3იქმნა მშჳდობით ადგილი მისი და სამკჳდრებელი მისი სიონს;
4იქ დაიმსხვრა მშვილდ-ისრები, ფარი და ხმალი, და ომი. სელა.4რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშჳლდთანი, საჭურველი და მახჳლი და ბრძოლაჲ.
5ბრწყინვალე და ძლიერი ხარ სანადირო მთებზე მეტად.5განანათლებ შენ საკჳრველად მთათაგან საუკუნეთა.
6გაცოფდნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ და ვერც ერთმა მოლაშქრემ ვეღარ ჰპოვა ხელები თვისი.6შეძრწუნდეს ყოველნი უგნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაჲ ყოველთა კაცთა სიმდიდრისა ჴელითა მათითა.
7შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ეტლსაც და ცხენსაც.7მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისო, ჰრულოდა მათ, რომელნი ზესხდეს ჰუნებსა.
8შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს?8შენ საშინელ ხარ, და ვინ წინააღგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვა შენი.
9ციდან მოგვასმინე სამართალი; დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა;9რაჟამს ზეცით სასმენელ-ჰყავ მშჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა,
10როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად. სელა.10რაჟამს აღდგებოდა ღმერთი შჯად, განრინებად ყოველთა მშჳდთა ქუეყანისათა.
11რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, ნაშთს რისხვისას მოთოკავ.11რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულისზრახვისა დღესასწაულებდეს შენდა.
12აღუთქვით და გადაუხადეთ უფალ ღმერთს; ყველამ - მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას საშიშს.12ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი, რომელნი არიან გარემოს მისა, შეწირონ ძღუენი
13ის დაამდაბლებს მბრძანებელთა სულს, შიშის ზარს დასცემს ამქვეყნიურ მეფეებს.13საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (17.აპრ.2013)
ნანახია: 1217
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024