კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 072
ფსალმუნი 72

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

ფსალმუნი ასაფისა. რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ.

1

მოაკლდეს გალობანი დავითისნი, ძისა ესესნი, ფსალმუნი ასაფისა, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ, ვითარ კეთილ არს ისრაჱლისა ღმერთი გულითა წრფელთათჳს.

2მე კი - კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები.2ხოლო ჩემი, კნინღადა, შემიძრწუნდეს ფერჴნი, მცირედღადა, შემიცთეს სლვანი ჩემნი.
3რადგან შემშურდა სულელებისა, რაკი ვხედავდი ბოროტების კეთილდღეობას.3რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშჳდობასა რაჲ ცოდვილთასა ვხედევდ.
4რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე და ჯანმრთელები არიან.4რამეთუ არა არს ახილვა სიკუდილსა შინა მათსა და სიმტკიცე გუემათა შინა მათთა.
5ადამიანის სიძნელეებს არ განიცდიან და სხვა ადამიანებთან არ ტვირთმძიმობენ.5შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა იტანჯნენ.
6ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს.6ამისთჳს შეიპყრნა იგინი ამპარტავანებამან სრულიად, შეიმოსეს უღმრთოებაჲ და სიცრუჱ თჳსი.
7სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით.7და გამოჴდეს, ვითარცა ცმელისაგან სიცრუჱ მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისათა.
8ყველას დასცინიან და ბოროტად ლაპარაკობენ ძალადობაზე, ქედმაღლურად ლაპარაკობენ.8განიზრახეს და იტყოდეს უკეთურებით და სიცრუესა მაღლად ზრახვიდეს.
9მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება.9დადვეს ცათა შინა პირი მათი, და ენა მათი ეთრია ქუეყანასა ზედა.
10ამიტომ ბრუნდება მისი ერი აქ და სვამენ წყალს სავსე თასიდან.10ამისთჳს მოიქცეს ერი ჩემი აქავე, და დღენი სრულნი იპოვნენ მათ თანა.
11და ამბობენ: როგორ შეიტყობს ღმერთი? და განა აქვს გაგება უზენაესს?11და თქუეს: ვითარმე აგრძნა ღმერთმან, ანუ არსმეა მეცნიერებაჲ მაღლისა თანა?
12აჰა, ეს ბოროტნი, უზრუნველნი ამა სოფლისა, იხვეჭენ დოვლათს.12აჰა, ესერა, ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე.
13ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე ხელები.13და ვთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ჴელნი ჩემნი.
14და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე და ვიტანჯებოდი დილდილაობით.14და ვიყავ მე ტანჯულ ყოველსა დღესა და მხილებაჲ ჩემი განთიად.
15

რომ მეთქვა: ვიმსჯელებ ასე, მაშინ შენი შვილების თაობას ვუღალატებდი.

15

და ვთქუ, ვითარმედ: უთხრა ესრეთ: აჰა, ესერა, ნათესავსა შვილთა შენთასა აღუთქუ.

16და ვიფიქრე, რომ შემეგნო ეს - მაგრამ ძნელი იყო ჩემს თვალში.16და გულსა მომიჴდა ცნობად, ესე არს შრომაჲ ჩემი ჩემ წინაშე,
17ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს.17ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა და გულისჴმა-ვყო აღსასრული მათი.
18მაგრამ მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე.18ხოლო ზაკვისა მათისათჳს დასდევ მათთჳს ბოროტი და დაამჴუენ იგინი ამპარტავანებასა ოდენ მათსა.
19როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ, გაქრნენ შიშის ზარისაგან!19ვითარღა იქმნეს მოსაოჴრებელ მყისსა შინა, მოაკლდეს, და წარწყმდეს უსჯულოებისა მათისათჳს?
20როგორც სიზმარი ქარწყლდება გამოღვიძების შემდეგ, უფალო, ისე დაამცირებ მათ სახეებს, როცა გამოაფხიზლებ.20ვითარცა სიზმარი განღჳძებულისა, უფალო, ქალაქსა შენსა ხატი მათი შეურაცხ-ყო.
21როცა გული დამიძმარდა და შიგნეულობა დამეფლითა,21რამეთუ აღეტყინა გული ჩემი, და თირკმელნი ჩემნი იცვალნეს.
22უმეცარი ვიყავი და ვერ მივხვდი, პირუტყვივით ვიყავი შენს წინაშე.22და მე შეურაცხ ვიქმენ და არა გულისჴმა-ვყავ;
23ხოლო მე მუდამ შენთანა ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი.23ვითარცა პირუტყჳ შევირაცხე შენ წინაშე. და მე მარადის შენ თანა ვარ,
24შენი რჩევით მიმიძღვი წინ და შემდგომ პატივით მიმიღებ.24მიპყარ ჴელი მარჯუენე ჩემი. და ზრახვითა შენითა მიძღოდე მე და დიდებითა შემიწყნარე მე.
25ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე.25რამეთუ რაჲ ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რა ვინებე ქუეყანასა ზედა?
26ქანცგამოლეულია ჩემი სული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.26მოაკლდა გულსა ჩემსა და ჴორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისა და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე.
27რადგან, აჰა, შენგან განშორებულნი იღუპებიან; შენ მოსპობ ყველას, ვინც განზე განგიდგება.27რამეთუ, აჰა ესერა, რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდენ; და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან.
28ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე.28ხოლო ჩემი მიახლებაჲ ღმრთისა კეთილ არს; დადებად უფლისა მიმართ სასოებაჲ ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა.






კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (17.აპრ.2013)
ნანახია: 1180
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024