| კალენდარი |
|
|
 |
| მთავარი მენიუ |
|
 |
| ძებნა ამ საიტზე |
|
 |
| აუდიო - ვიდეო |
|
 |
| გართობა, იუმორი |
|
 |
| სხვადასხვა |
|
 |
| განათლება |
|
 |
| რელიგია |
|
 |
| ონლაინი |
|
 |
| გააზიარე |
|
|
 |
| სოც-ქსელები |
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა
|
 |
|
ფსალმუნი 069
ფსალმუნი 69
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 | გუნდის ლოტბარს, დავითის გასახსენებელი. | 1 | დასასრულსა, დავითისი, ჴსენებად, რამეთუ მაცხოვნა მე უფალმან | | 2 | ისწრაფე, ღმერთო ჩემო, სახსნელად, უფალო, ჩემს დასახმარებლად. | 2 | ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. | | 3 | დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და დასაცინი გახდნენ ჩემი სიავის მდომნი. | 3 | ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნიქცენ და სიცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა. | | 4 | დაე, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ვინც მეუბნება: ოჰო! ოჰო! | 4 | მიიქცენ მუნთქუესვე სირცხჳლეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა! | | 5 | ილხინოს და გაიხაროს შენით ყველამ, ვინც შენ გეძიებს და გაიძახის მუდამ: „დიდია ღმერთი", ვისაც უყვარს შველა შენმიერი. | 5 | გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო, და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ შენი. | | 6 | ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ, ღმერთო, იჩქარე ჩემსკენ; ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ. უფალო, ნუ დააყოვნებ. | 6 | ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი. დიდებაჲ
|
|
|
| კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (17.აპრ.2013)
|
| ნანახია: 1491 |
|
| © 2026 |
 |
|