კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » ფსალმუნები

ფსალმუნი 059
ფსალმუნი 59

ახალი ქართულითძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, შუშან-ყედუთის საკრავზე, დავითის საგალობელი, შესწავლისათვის.

1

დასასრულსა, ცვალებადთათჳს; მერმეცა ძეგლისწერა დავითისი სამოძღურებელად

2როდესაც ეომებოდა შუამდინარეთის არამს და ცობის არამს; და დაბრუნდა იოაბი და გაანადგურა თორმეტი ათასი ედომელი მარილოვან ველზე.2რაჟამს-იგი მოწუა შუამდინარე ასურეთისა და ასურეთი სუბაკაჲ და მოაქცია იოაბ, და დასცა ედომი ჴევსა მას მარილთასა ათორმეტი ათასი
3ღმერთო, მიგვატოვე, გაგვაპარტახე, გაგვირისხდი, კვლავ აღგვადგინე.3ღმერთო, განმთხიენ ჩუენ და დამამჴუენ ჩუენ, შემრისხენ და შემიწყალენ ჩუენ.
4შეაზანზარე მიწა, გაკვეთე; განკურნე მისი ნამსხვრევები, რადგან მოირყა.4შეარყიე ქუეყანა და შეაძრწუნე იგი; განკურნე შემუსრვილებაჲ მისი, რამეთუ შეიძრა.
5აჩვენე შენს ერს სიძნელე, გვასვი ჩვენ ღვინო საწამლავგარეული.5უჩუენე ერსა შენსა სიფიცხლე, მასუ ჩუენ ღჳნოჲ ლმობიერებისა.
6მიეცი შენს მოშიშებს დროშა ასაფრიალებლად ჭეშმარიტებისათვის. სელა.6მოეც მოშიშთა შენთა სასწაული განრომად პირისაგან მშჳლდისა,
7რათა გადარჩნენ, ვინც შენ გიყვარს, იხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე.7რაჲთა იჴსნნენ საყუარელნი შენნი; მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი.
8ღმერთმა თქვა თავის წმიდაში: „ვიზეიმებ, დავყოფ შექემს და სუქოთის დაბლობს მივუზომავ".8ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით; განვიხარო და განვყო სიკიმა და ღელე იგი საყოფელთა განვზომო.
9ჩემია გალაადი და ჩემია მენაშე, ეფრემი სიმაგრეა ჩემი თავის, იუდა - კანონმდებელია ჩემი.9ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე, და ეფრემ, დამამტკიცებელი თავისა ჩემისა; იუდა, მეუფჱ ჩემი,
10მოაბი ქვაბია ჩემი განსაბანი, ედომზე ჩემს ფეხსაცმელს გავიშვერ; ჩემს წინაშე, ფილისტიმო, განადგურდები.10მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისა; იდუმიადმდე წარვიმართო სლვა ჩემი, მე უცხოთესლნი დამემორჩილნეს.
11ვინ შემიძღვება გამაგრებულ ქალაქში? ვინ შემიყვანს ედომში?11ვინ მომიყვანოს მე ქალაქსა მას ძნელსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე,
12თუ არა შენ, ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე და არ გამოდიხარ, ღმერთო, ჩვენს მხედრობასთან.12არა თუ შენ, ღმერთო, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა?
13მოგვმადლე შველა გაჭირვებაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისაგან.13მომეც ჩუენ შეწევნა ჭირსა, რამეთუ ცუდ არს ცხორებაჲ კაცისა.
14ღმერთის შეწევნით შევქმნით ლაშქარს, და ის დაამხობს ჩვენს მტრებს.


14ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი და მან შეურაცხ-ყვნეს მაჭირვებელნი ჩუენნი.





კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: ciklopi (15.აპრ.2013)
ნანახია: 1419
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024