1 | გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ, დავითის საგალობელი. | 1 | დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერისათჳს |
2 | ნუთუ მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ, მოსამართლენო? სისწორით სჯით, ადამის ძენო? | 2 | ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყჳთ, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო; |
3 | არამედ გულში უკუღმართობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენთა ხელთა ძალმომრეობას დებთ სასწორზე. | 3 | და რამეთუ გულსა შინა უსჯულოებასა იქმთ, ქუეყანასა ზედა სიცრუესა ჴელნი თქუენნი ნივთებენ. |
4 | გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას აცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქნელნი. | 4 | უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოთაგან, შესცთეს მუცლითგან და იტყოდეს სიცრუესა. |
5 | მათი შხამი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს. | 5 | გულისწყრომა მათი მსგავს არს გუელისასა და ვითარცა ასპიტსა ყრუსა, რომელსა დაეყუნიან ყურნი მისნი, |
6 | რომ არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, დაბრძენებულ მისანთ-მისნისა. | 6 | რომელმან არა ისმინა ჴმაჲ მსახრვალისა და წამლისა მწამლველისაგან ბრძნისა. |
7 | ღმერთო! შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში; ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო! | 7 | ღმერთმან შემუსრნეს კბილნი მათნი პირსა შინა მათსა, და შუანი ლომთანი შეფქუნა უფალმან. |
8 | გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით. | 8 | შეურაცხ იქმნენ იგინი, ვითარცა წყალი დათხეული, გარდააცუეს მშჳლდსა მისსა, ვიდრემდის მოუძლურდენ. |
9 | ლოკოკინასავით დაუძლურდეს, ქალის საშოდან მოწყვეტილივით ვერ იხილოს მზე. | 9 | ვითარცა ცჳლი რა დადნის, ეგრეთ მოესრულნენ, დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე. |
10 | ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები ძეძვს, იგი უმსაც და გამომცხვარსაც ქარში წარხვეტავს. | 10 | ვიდრე არა თანა იყო ეკალთა თქუენთა ძეძჳ, ვითარცა ცხოველნი, ვითარცა რისხვით შთანთქნეს იგინი. |
11 | გაიხარებს წმიდანი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში. | 11 | იხარებდეს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგებაჲ, ჴელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისათა. |
12 | და იტყვის კაცი: აი, ნაყოფი წმიდანისა! მართლაც არსებობს ღმერთი, რომელიც ასამართლებს ქვეყნიერებას. | 12 | და თქუას კაცმან, რამეთუ არს სამე ნაყოფი მართლისა; და არს სამე ღმერთი, რომელმან საჯნეს იგინი ქუეყანას ზედა. დიდება |