1 | ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე. | 1 | ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისათ ვიდრე დასავალადმდე. |
2 | სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი. | 2 | სიონით გამო არს შუენიერებაჲ ჰაეროვნებისა მისისა. |
3 | მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი. | 3 | ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს; ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოს მისსა ნიავქარი ფრიად. |
4 | გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე: | 4 | მოუწოდოს ზეცას ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თჳსისა. |
5 | შემომიკრიბეთ ჩემი წმიდანები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე. | 5 | და შემოკრიბენით მისა წმიდანი მისნი, აღმასრულებელნი აღთქმისა მისისანი საკუერთხთა ზედა. |
6 | და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს; რადგან ღმერთია მსაჯული იგი. სელა. | 6 | და უთხრობენ ცანი სიმართლესა მისსა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს. |
7 | ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი. | 7 | ისმინე, ერო ჩემო, და გეტყოდი შენ; ისრაჱლო, და გაწამო შენ; ღმერთი შენი ვარი მე. |
8 | მსხვერპლისათვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირავები ყოველთვის ჩემს წინაშეა. | 8 | არა თუ მსხუერპლთა შენთათჳს გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის. |
9 | არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი ფარეხებიდან ვაცებს. | 9 | არა შევიწირავ მე სახლისა შენისა ზუარაკთა, არცა არავისა შენისაგან ვაცთა; |
10 | რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში. | 10 | რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი ველისა, ნადირი მთათა და ყოველი პირუტყჳ; |
11 | ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან. | 11 | ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაჲ ველთა ჩემ თანა არს, შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაჲ მისი. |
12 | თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი. | 12 | |
13 | ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ? | 13 | ნუ ვჭამოა ჴორცი ზუარაკთა, ანუ სისხლი ვაცთა ვსუაა? |
14 | მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი. | 14 | შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისა და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი. |
15 | და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ. | 15 | და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიჴსნა შენ და შენ მადიდო მე. |
16 | ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა? | 16 | ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაჲსათჳს-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქმასა ჩემსა პირითა შენითა? |
17 | შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები. | 17 | შენ, ეგერა, მოიძულე სწავლებაჲ და განაშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი. |
18 | როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან გაქვს წილი. | 18 | იხილი თუ მპარავი, თანაურბიოდე მას და მეძავსა თანა დასდვა ნაწილი შენი. |
19 | პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს. | 19 | პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაჲ და ენაჲ შენი თხზვიდა ზაკვასა. |
20 | დაჯდები და შენს ძმაზე ლაპარაკობ და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ. | 20 | შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შენისა დასდვი საცთური. |
21 | ეს ჩაიდინე შენ და მე გავჩუმდი; გეგონა, რომ მეც შენსავით ვარ; გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ. | 21 | ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უსჯულოებაჲ, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა. |
22 | ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, თორემ მოგსრავთ და ვერვინ გიშველით. | 22 | გულისჴმა-ყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმრთისაჲ; ნუუკუე წარგიტაცნეს და არა ვინ იყო მჴსნელ თქუენდა. |
23 | მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას". | 23 | მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაჲ, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი. |