1 | ფსალმუნი, საგალობელი კორახის ძეთა. | 1 | ფსალმუნი დავითისი, ძეთა კორეთა, მეორისა შაბათისა |
2 | დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, წმიდა მთაზე. | 2 | დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისა მთასა წმიდასა მისსა. |
3 | ლამაზი მაღლობი, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა მთა სიონი; ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა. | 3 | ძირ-მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისათა მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოსანი, ქალაქი მეუფისა დიდისა. |
4 | ღმერთი თავის სადგომში ცნობილია, ვითარცა სიმაგრე. | 4 | ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას. |
5 | რადგან აგერ შეიკრიბნენ მეფენი და განვლეს ერთად. | 5 | რამეთუ, ესერა, მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად. |
6 | ნახეს მათ და განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაეჩქარნენ. | 6 | მათ იხილეს ესრეთ და დაუკჳრდა, შეშფოთნეს, შეირყინეს; |
7 | ძრწოლამ შეიპყრო ისინი, იკლაკნებიან მშობიარესავით. | 7 | და ძრწოლამა შეიპყრნა იგინი; |
8 | აღმოსავლეთის ქარით შემუსრე ხომალდნი თარშიშისანი. | 8 | მუნ სალმობაჲ, ვითარცა შობადისა. ქარითა სასტიკითა შეჰმუსრნეს ნავნი თარშისანი. |
9 | როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში; ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე. სელა. | 9 | ვითარცა გუესმა, ეგრეცა და ვიხილეთ ქალაქსა უფლისა ძალთასა, ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა; ღმერთმან დააფუძნა იგი უკუნისამდე. |
10 | ვფიქრობდი, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში. | 10 | შევიწყნარეთ წყალობაჲ შენი, ღმერთო, შორის ერსა შენსა. |
11 | ვითარცა სახელი შენი, ღმერთო, შენი დიდებაც დედამიწის კიდით-კიდემდეა; სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა. | 11 | ვითარცა არს სახელი შენი, ღმერთო, ეგრეცა ქებაჲ შენი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა; სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი. |
12 | დაე, იხაროს სიონის მთამ, იმხიარულონ იუდაელმა ქალწულებმა შენი სამართლის გამო; | 12 | იხარებდინ მთაჲ სიონი და იშუებდედ ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შვნთათჳს, უფალო. |
13 | ყოველი მხრიდან მიადექით და გარს შემოუარეთ სიონს; დათვალეთ მისი კოშკები. | 13 | მოადეგით სიონსა და მოიცევით იგი და მიუთხრობდით გოდლებსა შორის მისსა. |
14 | გული დაუდეთ მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას. | 14 | დასხენით გულნი თქუენნი ძალსა შინა მისსა. და განიყავთ ტაძრები მისი, რათა მიუთხრათ ნათესავსა სხუასა. |
15 | რადგან ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე. | 15 | რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე და ამან დამმწყსნეს ჩუენ უკუნისამდე. |