კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » მათეს სახარება

მათეს სახარება 19-22



სწავლება გაყრილობაზე
1 ეს სიტყვები რომ დაასრულა იესომ, წავიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის საზღვრებში, იორდანეს გაღმა. 2დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ის კურნავდა მათ იქ.
   3 და მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსცდიდდნენ და ეუბნებოდნენ: ,,შეუძლია კაცს გაუშვას თავისი ცოლი ყოველგვარი მიზეზით?" მან მიუგო და უთხრა: ,,ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? და თქვა: 'ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკრობა თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.' ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ." უთხრეს მას: ,,აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრილობის წერილის მიცემა და გაშვება." უთხრა მათ: ,,მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს." 10 უთხრეს მას მოწაფეებმა: ,,თუკი ასეთი არის კაცის მოვალეობა ქალის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი." 11 უთხრა მათ: ,,ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს. 12ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად, და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს. არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის. ვისაც შეუძლია დატევა, დაიტიოს."

 ბავშვების კურთხევა
13 
მაშინ მიიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მათ. 14იესომ უთხრა მათ: ,,გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან ამათნაირებისაა ცათა სასუფეველი." 15 და დაადო მათ ხელი და წავიდა იქიდან.

 მდიდარი ჭაბუკი
 16 აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: ,,მოძღვარო კეთილო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?" 17 მან უთხრა მას: ,,რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია, ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავი მცნებები." 18 ჰკითხა მას: ,,რომლები?" იესომ უთხრა: ,,არა კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ, 19 პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასე შენი, ვითარცა თავი შენი." 20 ჭაბუკმა უთხრა მას: ,,ყოვიელივე ამას ვიცავდი. რაღა მაკლია კიდევ?" 21 უთხრა მას იესომ: თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი." 22 ეს სიტყვა რომ მოისმინა ჭაბუკმა, დაღონებული განშორდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.
   23 იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძნელია მდიდრებისათვის ცათა სასუფეველში შესვლა. 24 კიდევ გეუბნებით თქვენ: უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვირე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში." 25 ეს რომ მოისმინეს, ძალიან გაუკვირდათ მის მოწაფეებს, და თქვეს: ,,აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?" 26 გადახედა მათ იესომ და უთხრა: ,,კაცთაგან ეს შეუძლებელია, ღვთისაგან კი ყოველივე შესაძლებელია." 27 მაშინ პეტრემ პასუხად უთხრა მას: ,,აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით, რა გვექნება?" 28 იესომ უთხრა მათ: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად. 29 ყველა ვინც მიატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები, ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს. 30 მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი — პირველნი.


 ვენახი და მუშაკები
1 ,,ვინაიდან ცათა სასუფეველი წააგავს ადამიანს — სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გავიდა თავის ვენახში მუშაკთა დასაქირავებლად.2მუშაკებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში, 3მესამე საათი იქნებოდა, რომ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში უქმად მდგარნი. და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და, რაც გერგებათ, მოგცემთო. და ისინიც წავიდნენ. კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა. გავიდა მეთერთმეტე საათზე, ნახა სხვა უქმად მდგომნი და უთხრა მათ: 'რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?' უთხრეს მას: 'იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა.' უთხრა მათ: 'წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ.' რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მოურავს: 'დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე.' მივიდნენ მეთერთმეტე საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი. 10პიველადმოსულებმა იფიქრეს, მეტს მივიღებთო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს. 11 როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს, 12 ამბობდნენ : 'ამ უკანასკნელმა მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე დავითმინეთ.' 13 მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: 'მეგობარო, არ გჩაგრავ. განა დინარად არ მომირიგდი? 14 აიღე შენი გასამრჯელო და წადი. მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. 15 არა მაქვს უფლება, რომ ჩემი კუთვნილი ჩემი ნებისამებრ განვაგო? იქნებ შენს თვალს შურს, კეთილი რომ ვარ?' 16 ასე იქნებიან უკანასკნელი პირველნი და პირველნი — უკანასკნელნი, ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი — ცოტა."

 იესო მესამედ ლაპარაკობს თავის სიკდილსა და აღდგომაზე
 17 იერუსალიმს რომ ადიოდა, იესომ თან გაიყოლა თორმეტნი განცაკლევებით და უთხრა მათ გზაში: 18 ,,აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობართ, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას. 19 გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან, და მესამე დღეს აღდგება."

 ზებედეს ძეთა დედის თხოვნა
 20 მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა, თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანსა სცემდა და რახაცას ითხოვდა მისგან. 21 უთხრა მას: ,,რა გინდა?" უთხრა მას: ,,თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე დასხდნენ ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ შენს სასუფეველში." 22 მიუგო იესომ და უთხრა: ,,არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, რომელსაც მე შევსვამ?" უთხრეს მას: ,,შეგვიძლია." 23 და უთხრა მათ: ,,ჩემი სასმისს შესვამთ, მაგრამ ჩემს მარჯვინვ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ." 24 ეს რომ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ორ ძმაზე.  25 იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: ,,თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე, 26 მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს. 27 ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს. 28 ისევე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად."

 ორი ბრმის განკურნება
 29 როცა ისინი იერიქოდან გამოდიოდნენ, დიდძალი ხალხი მისდევდა მას. 30 და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას და, როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ  და ამბობდნენ: ,,შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!" 31ხალხი კი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა. ხოლო ისინი უფრო მეტად აყვირდნენ და ამბობდნენ: ,,შეგვიწყალე, უფალო დავითის ძეო!" 32 იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და უთხრა: ,,რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?" 33 უთხრეს მას: ,,თვალები რომ აგვიხილო, უფალო." 34 შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. მყისვე აეხილათ და გაჰყვნენ მას.


 ზეიმით შესვლა იერუსალიმში
1 როცა იერუსალიმს მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში მივიდნენ, ზეთისხილის მთასთან, იესომ გაგზავნა ორი მოწაფე. 2 უთხრა მათ: ,,წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა, და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს და მასთან ერთად ჩოჩორს. აუშვით და მომიყვანეთ. 3 და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით: უფალს სჭირდება—თქო და მაშინვე გამოგატანთ მათ." ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: ,,უთხარით სიონის ასულს: 'აჰა, შენი მეფე შენთან მოდის, მშვიდი და მჯდარი ვირზე და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე.'" მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა. მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, დაუფინეს ზედ თავიანთი სამოსლები და დაჯდა მათზე. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. ხოლო ხალხი, წინ რომ უძღვოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა: ,,ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!" 10 როცა ის შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ: ეს ვინ არისო? 11 ხალხი კი ამბობდა: ,,ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან."

 ტაძრის განწმედა
12 
შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო, გადააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები. 13 უთხრა მათ: ,,დაწერილია: 'ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება,' თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!"
   14 მივიდნენ მასთან ტაძარში ბრმები და კოჭლები და მან განკურნა ისინი. 15 როცა დაინახეს მღვდელმთვარებმა და მწიგნობრებმა სასწაული, რომელიც მან მოახდინა, ბავშვები, რომელნიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: ოსანა დავითის ძესო, გული მოუვიდათ. 16 და უთხრეს მას: ,,თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?" იესომ უთხრა მათ: ,,დიახ! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: 'ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება.'" 17 და დატოვა ისინი, გავიდა ქალაქიდან ბეთანიაში და ღამე იქ გაათია.

 ლეღვის ხის დაწყევლა                                                      
18 
განთიადისას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა. 19 გზაზე ერთი ლეღვის ხე დაინახა, მივიდა ახლოს და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა, და უთხრა მას: ,,ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე." და მყისვე გახმა ლეღვი. 20 დაინახეს ეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: ,,რა უცბად გახმა ეს ლეღვი!" 21 მიუგო იესომ და უთხრა მათ: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:  თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ იმ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება.

 რომელი ხელმწიფებით?
22 
ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ." 23 როცა ტაძარში შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: ,,რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?" 24 მიუგო იესომ და უთხრა მათ: ,,მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვემ რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. 25 საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან?" ხოლო ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: ,,თუ ვიტყვით: ზეციდანო, გვეტყვის, აბა, რატომ არ ერწმუნეთო მას? 26 თუ ვეტყვით: კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იაონე." 27 მიუგეს იესოს და უთხრეს: არ ვიცითო. მანაც უთხრა მათ: ,,არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. 

 იგავი ორ ძეზე
28
 ,,აბა, რა გგონიათ თქვენ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: 'შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.' 29 მიუგო და უთხრა: 'არ მინდა,' ბოლოს კი ინანა და წავიდა. 30 მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა, მან კი პასუხად უთხრა: 'წავალ, ბატონო.' მაგრამ არ წავიდა. 31 ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?" უთხრეს: ,,პირველმა." უთხრა მათ იესომ: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში. 32 ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მიანც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი.

 იგავი ვენახზე და მიწისმუშაკებზე
33 
,,მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვაზი ჩაყარა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწისმუშაკთ ჩააბარა და წავიდა. 34 რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზვნა მიწისმუშაკთ მისი ნაყოფის მისაღებად. 35 მიწისმუშაკებმა შეიპყრეს მისი მონები. ზოგსა სცემეს, ზოგნი დახოცეს, ზოგნი ჩაქოლეს. 36 კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი, იმათაც ასევე მოექცნენ. 37 ბოლოს თავის ძე გაგზავნა მათთან და თქვა: ჩემი ძისა მოერიდებათო. 38 მაგრამ მიწისმუშაკებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: 'ეს მემკვიდრეა, მოდი, მოვკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი კვიდრებელი!' 39 და შეიპყრეს იგი, გაიყვანეს ვენახს იქით და მოკლეს. 40 აბა, როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მიწისმუშაკთ?" 41 უთხრეს მას: ,,ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწისმუშაკთ, რომლებიც ნაყოფს თავის დროზე მისცემენ." 42 უთხრა მათ იესომ: ,,ნუთუ არასოდეს წაგიკითხავ წერილებში: 'ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკურთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში' 43 ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს. 44 ის, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც დაეცემა, გასრესს."
   45 მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა. 46 ცდილობდენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან წინასწარმეტველად მიაჩნდათ იგი.



 იგავი საქორწილო ნადიმზე
1 და მიუგო იესომ ისევ იგავით და უთხრა მათ: ,,ცათა სასუფეველი ჰგავს მეფეკაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა. 3 გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: 'უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ჩემი სერობა, ჩემი ხარება და ნასუქალი პირუტყვი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!' მაგრამ მათ ყური არ უგდეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცყვეს და დახოცეს. 7 ეს რომ მეფემ გაიგო, განრისხდა, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცის მკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცლხს მისცა. მაშინ უთხრა მან თავის მონებს: 'ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში.' 10 და გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი, და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით. 11 როცა მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და დაინახა იქ კაცი, რომელსაც საქორწილოს სამოსელი არ ეცვა, 12 უთხრა მას: 'მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია?" ის კი დუმდა. 13 მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: 'გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.' 14 ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა."

 
კეისრისა კეისარს
15 
მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი სიტყვაში. 16 და მიუგზავნეს მას თავის მოწაფეები და ჰეროდიანებთან ერთად და უთხრეს: ,,მოძღვარო, ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას და არავის ერიდები, რადგან არ უყურებ კაცთა გარეგნობას. 17 ჰოდა, გვითხარი ჩვენ: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?" 18 იესომ იცოდა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: ,,რატომ მცდით, თვალთმაქცნო? 19 მიჩვენეთ სახარკო მონეტა." და მიუტანეს მას დინარი. 20 უთხრა მათ: ,,ვისია ეს სახე და წარწერა?" 21 უთხრეს მას: ,,კეისრისა!" მაშინ უთხრა მათ: ,,მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა — ღმერთსა!" 22 ეს რომ გაიგონეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ.

 კითხვა აღდგომის შესახებ
23 
იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არსებობსო, და ჰკითხეს მას: 24,,მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი აღუდგინოსო თესლი თავის ძმას. 25 ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა. შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა. 26 ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე. 27 ყველას შემდეგ ქალიც მოკვდა. 28 ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა." 29 მიუგო იესომ და უთხრა მათ: ,,ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღვთის ძალა. 30 ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში. 31 ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღვთისაგან თქვენთვის თქმული: 32 'მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?' ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა." 33 ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება.

 უდიდესი მცნება
34 
როცა ფარისევლებმა გაიგეს, სადუკეველები გააჩუმაო, ერთად შეიკრიბნენ. 35 ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა მას: 36 ,,მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში?" 37 მან უთხრა მას: ,,'შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.' 38 ეს არის პირველი და დიდი მცნება. 39 და მეორე ამის მსგავსი: 'შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.' 40 ამ ორ მცებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი."

 კითხვა დავითის ძეზე
 41 როცა ფარისევლები შეიკრიბნენ, იესომ ჰკითხა მათ: 42 ,,რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?" მათ უთხრეს: ,,დავითისა." 43 უთხრა მათ: ,,აბა როგორღა უწოდებს დავითი სულში მას უფალს, როცა ამბობს: 44 'უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა კვარცხლბეკად'? 45 თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მისი ძე როგორღაა?" 46 ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის მიგება. იმ დღიდან მოკიდებული კითხვას ვეღარავინ უბედავდა.


კატეგორია: მათეს სახარება | დაამატა: ciklopi (04.აპრ.2013)
ნანახია: 1721
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024