კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » მათეს სახარება

მათეს სახარება 5-9


 მთაზე ქადაგება
51 დაიანახა ხალხი და ავიდა მთაზე. როცა დაჯდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები. 2 მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:

 ნეტარებანი
3
 ,,ნეტარ არიან ღარიბნი სულით, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 4 ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. 5 ნეტარ არიან თვინიერნი ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. 6 ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერმწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან, 7 ნეტარ არიან მოწყალენი, ვინადინ ისინი შეწყალებულ იქნებიან. 8 ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. 9 ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან, 10 ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა. 11 ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდვენიან და ყოველნაირ ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. 12 იხარეთ და იმხიარულეთ,  ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, ასევე დევნიდნენ წინასწარმერტველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.

 მარილი და ნათელი
13
 თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად. 14 თქვენ სოფლის ნათელი ხართ. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. 15 სანთელს რომ აანთებენ, წურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში. 16 ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.

 სწავლება რჯულზე
17
 არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქნემბად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. 18 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთ წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. 19 ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგან უმცირესი დაერქმება მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში. 20 ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

 სწავლება მრისხანებაზე
21
 თქვენ გსმენიათ, უთქვამთ ძველებისთვის: 'არა კლა! ვინც მოკლავს სასჯელის დანამდები იქნება. 22 მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის: რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის: სულელო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება. 23 ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს მიმართ, 24 მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიდგიდ, მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი. 25 შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგქცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ სამყრობილეში. 26 ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.

 სწავლება მრუშობაზე
27
 გსმენიათ, რომ თქმულა: 'არ იმრუშო' 28 მე კი გეუბნებით თქვენ, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. 29 თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე , ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს. 30 თუ შენი მარჯვენა გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.

 სწავლება გაყრილობაზე
31
 ასევე ნათქვამია: 'ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრილობის მოწმობა.' 32 მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს მრუშობს.
 
 სწავლება ფიცილზე 
33
 კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის: 'არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.' 34 მე კი გეუბნებით თქვენ: სულ არ დაიფიცოთ არც ცა, რადგან ღვთის ტახტია იგი. 35 არც ქვეყანა რადგან მის ფეხთა კვარცხლბეკია იგი, არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი. 36 არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია. 37 არამედ იყოს თქვენი სიტყვა: 'ჰო' ჰო! 'არა' არა! რაც ამაზე მეტია, ის პოროტისაგანაა.

 სწავლება სამაგიეროს გადახდაზე
38
 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: 'თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.' 39 მე  კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. 40 ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას. 41 ვინც ერთ ათას ნაბიჯზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰქევი. 42 ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.

 სწავლება მტრების სიყვარულზე 
43
  თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: 'შეიყვარე მოყვასე შენი და შეიძულე მტერი შენი.' 44 მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ  და გდევნით. 45 რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. 46 ვინაიდან, თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან? 47 თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან? 48მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.


 სწავლება ქველმოქმედებაზე                                                  
61 ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. 2 ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთ საზღაური. 3 შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. 4 რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღვავს შენ ცხადად.

 სწავლება ლოცვაზე
5
 როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთ საზღაური. 6 შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღვავს შენ. 7 ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპრაკებთ ზედმეტს წარმართებივით, ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთ მრავალსიტყვიანობის გამო შესმენილ იქნებიან. 8ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ. 9 თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. 10 მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. 11 პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. 12 და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა. 13 და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ. 14 ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. 15 ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენცს შეცოდებებს.

 სწავლება მარხვაზე
 16 ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი. ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამინებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 17 ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი, 18 რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს.

 საუნჯე ცაში
19
 ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. 20 დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ. 21 ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.

 თვალი 
— სანთელი სხეულისა
22
 სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. 23 ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება?

 ორი ბატონის მსახური
24
 არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც.

 ნუ ზრუნავთ
25
 ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის,  თუ რითი შეუმოსოთ. განა სული საზროდზე მეტი არ არის და სხეული — სამოსელზე? 26 შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არ ხართ? 27 რომელ თვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა  შემატოს? 28 სამოსელზე რაღას  ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. 29 მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომინიც კი, მთელს თავის დიდებაში, არ შემოსულა ისე, როგორც ერთი ამათგანი. 30 თუკი მინდვრის ბალახს, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? 31 ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ, ან: რა ვსვათ? ან რით შევიმოსოთო? 32 ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ. ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. 33 თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ. 34 ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი.


 სხვათა განსჯისათვის  
71 ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ. 2 ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყებათ თქვენ. 3 რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ? 4 ანდა როგორ ეტყვი შენს ძმას: მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან ბეჭვიო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა! 5 თვალთმაქცნო, ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ. როგორ ამიოღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან. 6 ნუ  მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.

 ითხოვეთ და მოგეცემათ

7 ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ. 8 ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, ვინც ეძებს პოულობს და ვინც რეკავს, გაეღება. 9 არის კი თქვენს შორის ისეთ კაცი, საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? 10 ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს? 11 ჰოდა, თუ თქვენ ბოროტმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს. 12 ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექცევით მათ. ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.

 ვიწრო კარიბჭე
13
 შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. 14 ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას.

 
ხე ნაყოფით იცნობა
15
 ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შიგნიდან კი მტაცებელი მგლები არიან. 16 მათ ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან  ლეღვს? 17 ამვარად, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა. 18 არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც ცუდ ხეს — კარგი ნაყოფის გამოღება. 19 ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. 20 ასე, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.

 მე თქვენ არ გიცნობთ
21
 ყველა, ვინც მეუბნება: 'უფალო, უფალო!' როდი შევა ცათა სასუფებელში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. 22 ბევრი მეტყვის იმ დღეს: 'უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტველებდით? განა  შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?' 23 მაშინ მე განვუცხადებ მათ: 'მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.'

 ორგვარი საძირკველი
24
 ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. 25 მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. 26 ხოლო ყველა, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. 27 მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, და ის დაეცა, და ძალზე დიდი იყო მისი დაცემა."
   28 როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, ხალხი გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით. 29 ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათ მწიგნობარნი.


 კეთროვნის განკურნება                                          
81 მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მისდევდა მას უკან. 2 აჰა, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: ,,უფალო, თუ გინდა, შეძლებ ჩემს განწმედას." 3 და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: ,,განიწმიდე!" და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან. 4 და უთხრა მას იესომ: ,,იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, რაც ბრძანა მოსემ მათთვის დასამოწმებლად."

 ასისთავის მსახურის განკურნება
5
 როცა კაპერნაუმში შევიდა,  ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა 6 და უთხრა: ,,უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება." 7 უთხრა მას: ,,მე მოვალ და განვკურნავ მას." 8 მიუგო ასისთავმა და უთხრა: ,,უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: წადი-მეთქი და მიდის. სხვას: მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: გააკეთე — მეთქი  ეს! და აკეთებს." 10ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრალეშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა. 11  ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში. 12 ხოლო ამ სამეფოს შვილები გადაიყრებიან გარესკნელის ბნელში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა." 13 და უთხრა იესომ ასისთავს: ,,წადი და, როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს." და იმავე საათში განიკურნა მისი მსახური.

 მრავალთა განკურნება
14
 იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი. 15 შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა მას, იგი წამოდგა და ემსახურა მათ. 16 როცა მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა. 17 რათა აღსრულებილიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: ,,მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი."

 იესოს ვაი-მიმდევრები

18 
თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა იესომ, უბრძანა გაღმა გასულიყვნენ. 19 მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: ,,მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ." 20 იესომ უთხრა მას: ,,მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ — ბუდეები. კაცის ძეს კი არსად არა აქვს თავის მისადრეკელი." 21 ხოლო სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: ,,უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე  და მამა ჩემი დავმარხო." 22 იესომ კი უთხრა მას: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ."

 ქარიშხლის დაცხრობა
23
 ჩაჯდა იგი ნავში და მისი მოწაფეებიც მიჰყვნენ. 24 და აჰა, ატყდა დიდი ღელვა ზღვაზე, ისეთი, რომ ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა. 25 და მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: ,,უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით." 26 და უთხრა მათ: ,,რამ შეგაშინათ, მცირედმორწმუნენო?" მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება. 27 ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: ,,ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ მას ემორჩილებიან?"

 ღადირანელი ეშმაკეულების განკურნება 
28
 როცა გაღმა, ღადარინელთა ქვეყანაში, მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული, რომლებიც სამარხებიდან გამოვიდნენ ისეთი მძვინნარენი, რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას. 29 და აჰა, მორთეს ყვირილი: ,,რაგინდა ჩემგან, ღვთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?" 30 მათგან მოშორებით ძოვდა ღორების დიდი კოლტი. 31ეშმაკები შეევედრნენ მას: ,,თუ გაგვდევნი, ღორების კოლთში მაინც შეგვიშვი." 32 უთხრა მათ: ,,წადით! ისინიც გამოვიდნენ და შევიდნენ ღორებში. და აჰა, მთელი კოლთი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა. 33მწყემსები კი გაიქცნენ , მივიდნენ ქალაქში და უამბეს ყველაფერი, რაც ეშმაკეულებს დაემართათ. 34 და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და, რომ დაინეხეს იგი, შეევედრნენ, მათ საზღვრებს გასცლოდა.


 დამბლადაცემულის განკურნება
91 და დაჯდა ნავში, გაღმა გავიდა და მივიდა თავის ქალაქში. 2 აჰა, მიუყვანეს მას ლოგინზე მწოლიარე დავრდომილი. როცა იესომ იხილა მათი რწმენა, უთხრა დავრდომილს: ,,გამაგრდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები." 3 აჰა, ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა: ,,ღმერთს გმობს ეს კაცი." 4 იესომ დაინახა მათი ზღახვები და უთხრა: ,,რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს? 5 რისი თქმა უფრო ადვილია: შენი ცოდვები მოგეტევა, თუ იმის თქმა: ადექი და გაიარე? 6 ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს მიწაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება აქვს, — ასე უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში." 7 ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში. 8 ამის შემყურე ხალხს უკვირდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ხელმწიფება მისცა ადამიანებს.

 მათეს მოხმობა

9 იქაურობას რომ გაშორდა, იესომ დაინახა კაცი, რომელიც საბაჟოსთან იჯდა, სახელად მათე, და უთხრა მას: ,,გამომყევი." ისიც წამოდგა და გაჰყვა მას. 10 მოხდა ისე, რომ როცა ის სუფრასთან იჯდა სახლში, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და ჩამოჯდა იესოსა და მისი მოწაფეების გვერდით. 11 ეს რომ ფარისევლებმა დაინახეს უთხრეს მის მოწაფეებს: ,,რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?" 12 ხოლო მან გაიგონა ეს და უთხრა მათ: ,,მკურნალი ჯამრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. 13 წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: 'წყალობა მსურს და არა მსხვერპლი;' მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი."

 კითხვები მარხვაზე
14 მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: ,,რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?" 15 უთხრა მათ იესომ: ,,განა შეუძლიათ იგლოვონ მექორწილებმა, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ. 16 არავინ დააკერებს ძველ ტანისამოსს ახალთახალ ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახლად დაკერებული მოეხევა სამოსელს და უარესად გამოიხევა. 17 არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც მოისპობა. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე გადარჩება.

 მთავრის ასული და სისხლმდინარე ქალი 
18
 როცა მათ ამას ელაპრაკებოდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ,,ჩემი ქალიშვილი ესესაა მოკვდა, მაგრამ მოდი, შენი ხელი დაადე მას და გაცოცხლდება." 19 წამოდგა იესო, გაჰყვა მას და მასთან ერთად მისი მოწაფებიც. 20 აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლისდენით, უკიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსლის კალთას. 21 ვინაიდან თავისთვის ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო. 22 ხოლო იესომ მიბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: ,,გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა." და ქალი იმავე ჟამს განიკურნა. 23 მივიდა იესო მთავრის სახლში, დაინახა იქ მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი. 24 უთხრა მათ: ,,წადით აქედან, რადგან გოგონა არ მომკვდარა, არამედ სძინავს." და სასაცილოდ აიგდეს იგი. 25 როცა ხალხი გაიყვანეს, ის შევიდა, ხელი მოჰკიდა ხელზე და წამოდგა გოგონა. 26 და მთელ იმ მხარეს მოედო ეს ამბავი.

 
ორი ბრმის განკურნება
27
 როცა იესო იქიდან მიდიოდა, ორი ბრმა აიდევნა. ყვიროდნენ და ამბობდნენ: ,,შეგვიწყალე, დავითის ძეო!" 28სახლში შესულს, მიადგნენ ბრმები და უთხრა მათ იესომ: ,,გწამთ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება?" უთხრეს მას: ,,კი, უფალო!" 29 მაშინ შეეხო მათს თვალებს და უთხრა: ,,თქვენ რწმენისამებრ მოგეგოთ!" 30 და აეხილათ თვალები. იესომ კი მკაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა: ,,იცოდეთ, არავინ გაიგოს." 31 მათ კი, როცა გავიდნენ, მთელ იმ ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი.

 ყრუ-მუნჯის განკურნება
32
 ისინი რომ გავიდნენ, მოუყვანეს მას ეშმაკეულნი მუნჯი კაცი. 33 როცა ეშმაკი განიდევნა, მუნჯმა ენა ამოიდგა. გაკვირვებილი ხალხი  ამბობდა: ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარაო ისრაელში. 34 ფარისევლები კი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით დევნის ეშმაკებსო.

 
სამკალი ბევრია
35
 დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენს და ყოველგვარ უძლირებას. 36 ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაუძლრებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი. 37 მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: ,,სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა. 38 ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში."






კატეგორია: მათეს სახარება | დაამატა: ciklopi (04.აპრ.2013)
ნანახია: 2614
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024