იესო პილატეს წინაშე 1 გათენებისას მღვდელმთავრებმა და ხალხის უცუხესებმა ბჭობა გამართეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი. 2 შეკრეს იგი, წაიყვანს და გადასცეს პილატეს — განმგებელს.
იუდას სიკვდილი 3 როცა იუდამ, მისმა გამცემმა, დაიანახა, რომ მას მსჯავრი დასდეს, ინანა და უკან მიუბრუნა ოცდაათი ვერხლი მღვდელთმავრებს და უხუცესებს, 4 და უთხრა: ,,შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი." მათ უთხრეს: ,,ჩვენ რა? შენ იცი." 5 და დაყარა ვერცხლი ტაძარში, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. 6 მღვდელმთავრებმა აიღეს ის ვერცხლი და თქვეს: ,,არ იქნება ამის ტაძრის საგანძურში დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია." 7 მოითათბირეს და იყიდეს იმით მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად. 8 ამის გამო იმ მინდროს დღემდე ეწოდება სისხლის მინდორი. 9 მაშინ აღსურლდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვანი, რომლმაც თქვა: ,,და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასი შეფასებულისა, ვინც შეფასდა ისრაელიანთა მიერ, 10 და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მე უფალმა."
იესოს დაკითხვა პილატეს მიერ 11 ხოლო იესო წარსდგა განმგებლის წინაშე და ჰკითხა მას განმგებელმა: ,,შენა ხარ იუდეველთა მეფე?" იესომ უთხრა: ,,შენ ამბობ." 12 და როცა ბრალს სდებდნენ მას მღვდელმთავარნი და უხუცესები, არაფერი უპასუხია. 13 მაშინ უთხრა მას პილატემ: ,,არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?" 14 არც ერთ მის სიტყვაზე არ გაუცია პასუხი, ისე რომ ძალიან უკვირდა განმბებელს.
სასიკვდილო განაჩენი 15 დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა განმგებელს — ხალხს უთავისუბლებდა ხოლმე პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ. 16 ჰყავდათ მაშინ ცნობილი პატიმარი, ბარაბად წოდებული. 17 როცა მათ თავი მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: ,,ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრსიტედ წოდებული?" 18 ვინაიდან იცოდა, რომ შურით გასცეს იგი. 19 როცა ის სამსჯავროს ტახტზე იჯდა, მისმა ცოლმა შეუთვალა და უთხრა: ,,არაფერი უყო მაგ მართალს, ვინაიდან მე დღეს სიზმარში ბევრი ვიტანჯე მაგის გამო." 20 ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, იესო კი დაეღუპათ. 21 მიუგო განმგებელმა და უთხრა: ,,ამ ორიდან რომელი გსურთ, გაგითავისუფლოთ?" მათ უთხრეს: ,,ბარაბა." 22 უთხრა მათ პილატემ: ,,იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?" ყველამ თქვა: ,,ჯვარს ეცვას." 23 ხოლო მან თქვა: ,,რა ბოროტება ჩაუდენია?" მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად ყვიროდნენ: ,,ჯვარს ეცვას!" 24 როცა პილატემ დაინახა, რომ ვერაფერს შველის, არამედ შფოთიც კი იწყება, აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: ,,უბრალო ვარ ამ მართლის სიხლისაგან. თქვენ იცით." 25მიუგა მთელმა ხალხმა და უთხრა: ,,ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი." 26 მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი.
იესოს დაცინვა 27 მაშინ განმგებლის ჯარისჯაცებმა წაიყვანეს იესო სამსჯავროში და თავს მთელი რაზმი დაახვიეს. 28 გახადეს მას და მოასხეს ძოწეულის მოსასხამი. 29 დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს მას თავზე და მარჯვენა ხელში ლერწამი მისცეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: ,,გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო!" 30 და აფურთხებდნენ მას. აიღეს ლერწამი და ურტყამდენ თავში. 31 დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, ჩააცვეს თავისი სამოსელი და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
ჯვარცმა 32 როცა გამოდიოდნენ, პოვეს კაცი კვირინელი, სახელად სიმონი, და აიძულეს იგი, მისი ჯვარი ეტარებინა. 33მივიდნენ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. 34 მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად და, რომ იგემა, შესმა არ ინდომა. 35 ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვანეს მისი სამოსელი. 36 ისხდნენ და იქ დარაჯობდნენ მას. 37 თავს ზემოთ დაუდგეს დაწერული ბრალდება: ,,ეს არის იესო, იუდეველთა მეფე." 38მაშინ მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთი — მარცხნივ. 39 გამვლელები კი თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას. 40 ამბობდნენ: ,,ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი. თუ ღვთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან." 41 ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობარნებთან და უხუცესებთან ერთად დასცინოდნე და ამბობდნენ: 42 ,,სხვებს იხსნიდა, საკუთარ თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას. 43 ღმერთს იყო მინდობილი და ახლა იხსნას იგი, თუ ნებავს, ვინაიდან თქვა, ღვთის ძე ვარო." 44 მასთან ჯვარცმული ავაზაკებიც ასევე ლანძღავდნენ მას.
იესოს სიკვდილი 45 ხოლო მეექვე საათიდან ცხრა საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი ქვეყანა. 46 მეცხრე საათი იქინებოდა, რომ შესძახა იესომ დიდი ხმით:,,ელი, ელი! ლამა საბაქთან?"რაც ნიშნავს: ,,ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?"47 იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს: ელიას უხმობსო. 48 უცბად გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა სასმელად. 49 სხვები კი ამბობდნენ: ,,მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსასხნელად." 50 ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა. 51 და აჰა, ტაძრის კრესტაბმელი გაიხა ორად მაღილდან დაბლამდე, და შეიძრა მიწა, და კლდეები დასკდა. 52 სამარხები გაიხნსა და ბევრი განსვენებული წმიდის სხეული აღდგა. 53 გამოვიდნენ სამარხებიდან მისი აღდგომის შემდეგ და შევიდნენ წმიდა ქალაქში და ბევრს ეჩვენნენ. 54 ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: ,,ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო." 55 იქ იყო აგრეთვე შორიდან მაყურებელი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ იესოს და ემსახურობოდნენ მას. 56 მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, იაკობისა და იოსების დედა მარიამი და ზებედეს ძეთა დედა.
იესოს დაკრძალვა 57 როცა მოსაღამვოდა, მივიდა მასთან მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები. ისიც იესოს მოწაფე იყო. 58მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. მაშინ პილატემ ბრძანა, მიეცათ. 59 აიღო იოსებმა გვამი დ შეახვია იგი სუფთა ტილოში. 60 და დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი. სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა. 61 იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სვა მარიამი, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ.
საფლავის დაცვა 62 მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან. 63 და თქვეს: ,,ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მატყუარამ, სანამ ცოცხალი იყო, თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. 64ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უყარაულონ სამარხებს, რომ არ მივიდნენ მოწაფეები, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან: მკვდრეთით აღდგაო. უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება. 65 უთხრა მათ პილატემ: ,,თქვენ გყავთ დაცვა წადით და უსაფრთხო ჰყავით, როგორც იცით." 66 ისინი წავიდნენ, სამარხი უსაფრთხო ჰყვეს: დაბეჭდეს ლოდი და დაცვა დაუყენეს.
ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა
1 შაბათის გასულს, ერთშაბათის თენებისას, მოვიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი. 2 და აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა. უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან, მივიდა, ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა. 3 მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი — თოვლივით სპეტაკი. 4 მისი შიშით შედრკნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ. 5 მიუგო ანგელოზმა და უთხრა დედაკაცებს: ,,ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. 6 აქ არ არის, ვინაიდან აღდა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც ესვენა. 7სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გიხთხარით თქვენ." 8 ისინი სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიშით და დიდი სიხარულით, და გაიქცნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის. 9 და აჰა, იესო შეხვდა მათ და უთხრა: ,,გიხაროდეთ!" ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას. 10 მაშინ უთხრა მათ იესომ: ,,ნუ გეშინიათ, წადი და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ მნახავენ."
ჯარისკაცების მოსყიდვა 11 როცა ისინი მიდიოდნენ, აჰა, მცველთაგან ზოგიერთები მივიდნენ ქალაქში და აუწყეს მღვდელმთავრებს ყოველივე, რაც მოხდა. 12 ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს 13 და უთხრეს: ,,თქვით, მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა ჩვენ გვეძინა-თქო. 14 და თუ ამას განმგებელი გაიგებს, ჩვენ დავარწმუნებთ მას და აგარიდებთ ისუამოვნებას." 15 მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. გავრცელდა ეს ნათქვამი იუდეველებს შორის დღევანდელ დღემდე.
წადით და მოიმოწაფეთ 16 ხოლო თერთმეტი მოწაფე წავიდა გალილეაში, იმ მთაზე, რომელიც იესომ დაუთქვა მათ. 17 ნახეს იგი თაყვანის სცეს, ზოგს კი ეჭვი ეპარებოდა. 18 მივიდა იესო მათთან და უთხრა: ,,მოცემული მაქვს მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე. 19 ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. 20 ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრუმალამდე. ამინ."
|