კალენდარი

მთავარი მენიუ
ძებნა ამ საიტზე

აუდიო - ვიდეო
გართობა, იუმორი
სხვადასხვა
განათლება
რელიგია
ონლაინი






გააზიარე
სოც-ქსელები
საიტზე სოციალური ქსელებით შესვლა



მთავარი » სტატიები » რელიგია » მათეს სახარება

მათეს სახარება 1-4



მათეს სახარება


 
 იესო ქრისტეს წარმომავლობა
1 წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა. 2 აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
  3 იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი; 4 რამმა შვა ყამინადიმი; ყამინადდაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი; 5 სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე. 6 იესემ შვა დავით მეფე;
   დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან. 7 სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა  შვა აბია; აბიამ შვა ასა. 8ასამ შვა იოსაფიტი; იოსაფიტმა შვა იორამი, იორამმა შვა ოზია; 9 ოზიამ შვა იოთამი, იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ეზეკია; 10 ეზეკიამ  შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია; 11 იოსიამ შვა იექონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;
  12 ბაბილონში გადასახლების შემდგომ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი; 13 ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;  14 აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი; 15 ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი, მათანმა შვა იაკობი; 16 იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
   17 ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე  თოთხმეტი თაობა; დავითდან ბაბილონში გადასახლებამდე თოთხმეტი თაობა, ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე — თოთხმეტი თაობა.


იესო ქრისტეს შობა
18 ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდგეგ, ვიდრე  ისინი შეუღლდებდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა; 19 ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი. 20 როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: ,,იოსებ, ძეო თავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისაგან არის. 21 შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხნის თავის ხალხს მათი ცოვდებისაგან." 22 ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: 23 ,,აჰა, მუცლადიღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს",  რაც თარგმანით ნიშნავს: ,,ჩვენთან არს ღმერთი."  24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი. 25 და არ შეუცვნია იგი ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.


მოგვების მოსვლა 
1 როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს: 2 ,,სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას." 3 ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი. 4 შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარი და ჰკითხა მათ, სად უნდა შობილიყო ქრისტე. 5 მათ კი უთხრეს მას: ,,იუდეის ბეთლემში. ვინაიდან ასეა დაწერილია წინასწარმეტყველის მიერ: 6 'და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთვარების შორის; ვინაიდან შენგან გამოვა წინამძღოლი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს."
   7 მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა მოგვები და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი. 8 წარგზავნა ისინი ბეთლემს, და უთხრა: ,,წადით, გულმოდგინედ გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას." 9 მათაც მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ. და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძხოდათ მათ, ვიდრე მივიდოდა და დადგებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო. 10ვარსვკლავი რომ დაინახეს, მათ მეტისმეტი სიხარულით გაიხარეს. 11 როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას. გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. 12 და რაკი სიზმარში გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.
 
ეგვიპტეში გაქცევა
13 როცა ისინი წავიდნენ, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: ,,ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე, რადგან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი." 14 ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და მივიდა ეგვიპტეს. 15 და იყო ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს, ,,ეგვიპტედან მოვუხმე ჩემს ძეს."


 ყრმების ამოხოცვა
16 ძალიან განრისხდა ჰეროდე, როცა ნახა, რომ გააწბილეს მოგვებმა. მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და იმაზე უმცროსები ბეთლემში და მთელ მის სანახებში, იმ დროის მიხედვით, როგორც მოგვთაგან გამოიძია. 17 მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: 18 ,,ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს თავი ინუგეშოს, ვინაიდან აღარ არიან ისინი."
   
ეგვიპტიდან დაბრუნება
19 ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ კი, აჰა, ეგვიპტეში იოსებს სიზმრად გამოეცხადა უფლის ანგელოზი 20 და უთხრა: ,,ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდნენ." 21 ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში. 22 ხოლო როცა გაიგო, რომ არქელაოსი მეფობს იუდეაში, მამამისის, ჰეროდეს, ნაცვლად შეეშინდა იქ წასვლისა, მაგრამ სიზმრად მიიღო გაფრთხილება და წავიდა გალილეის მხარეში, 23 მივიდა და დასახლდა ნაზარეთად წოდებულ ქალაქში, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმევოდა.


იოანე ნათლისმცემლის ქადაგება
იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეას უდაბნოში. 2 ამბობდა: ,,მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი. 3 ვინაიდან ეს არის ის, ვისზეც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა: 'ხმა მღაღადებლისა უფაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.'" 4 თვითონ იოანეს ემოსა აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ერტყა ტყავის სარტყელი. ხოლო  საზრდოდ ჰქონდა კალიები და ველური თაფლი. 5 მაშინ მასთან გამოდიოდა იერუსალიმი, მთელი იუდეა  და მთელი იორდანეს სანახები. 6 ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.
   7 როცა იოანემ დაინახა მისკენ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: ,,იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალ რისხვას გაქცეოდით?  8 მას, შექმენით მონანიების ღირსი ნაყოფი 9და ნუ იფიქრებთ, თქვათ თქვენთვის: ჩვენ მამად აბრაამი გვყავსო. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია  ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. 10 ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ. 11 მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად. მაგრამ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით. 12 მისი ნიჩაბი მის ხელთაა. ის გაწმედს თავის კალოს, ბეღელში მოაგროვებს თავის ხორბალს, ხოლო ბზეს დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.


იესოს ნათლისღება
13 მაშინ გალილეიდან იორდანეზე მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო. 14 ხოლო იოანე აკავებდა და ეუბნებოდა: ,,მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?" 15 მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება." მაშინ მიუშვა იგი. 16 ნათელღებული იესო მყისვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასე რომ ეშვებოდა. 17 აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: ,,ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე."


 იესოს გამოცდა
1 მაშინ სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. 2 ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა. 3 მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: ,,თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურად იქცნენ." 4 ხოლო მან მიუგა და უთხრა: ,,დაწერილია, რომ 'არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. 5 მაშინ წაიყვანა ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე. 6უთხრა მას: ,,თუ ღვთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, ვინაიდან დაწერილია: ,,თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა. 7 უთხრა მას: ,,ასევე დაწერილია: 'არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი.'" 8 ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან დიდ მთაზე, უჩვენა სოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება. 9 უთხრა მას: ,,ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ." 10 მაშინ იესომ უთხრა: ,,განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: 'უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.'" 11 მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ  და ემსახურებოდნენ მას.


 მსახურების დაწყება გალილეაში
12 გაიგო იესომ, რომ იოანე გაცემულია და წავიდა გალილეას 13 მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში, ზებულონისა და ნეფთალის საზღვრებში, 14 რათა აღსრულებულიყო  ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის, რომელიც ამბობს: 15 ,,ზებულონის მიწა და ნეფთალის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეა. 16 ხალხმა, რომელიც ბნელში ისხდა, იხილა დიდი ნათელი, ჩრდილის ქვეყანაში მხსდომთ ნათელი ამოუბრწყინდათ, 17 იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: ,, მოიანანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი."


 მეთევზეების მოხმობა
18 როცა გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა. ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. 19 უთხრა მათ: ,,მომყევით  მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით." 20 მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. 21 იქიდან წავიდა და დაინახა სხვა ორი ძმა: იოკობი, ზებედეს ძე და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს ამზადებდნენ, და მოუხმო მათ. 22 მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას.


 მრავალთა განკურნება
23 და მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენს, ყოველნაირ უძლურებას ადამიანებში. 24 მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. და მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და ის კურნავდა მათ. 25 დიდძალი ხალხი მისდევთა მას გალილეიდან და დეკაპოლისიდან, იერუსალიმიდან და იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.







კატეგორია: მათეს სახარება | დაამატა: ciklopi (04.აპრ.2013)
ნანახია: 5888
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



© 2024