გერესანელი ეშმაკისეულის განკურნება 1 გავიდნენ ზღვის გადაღმა, გერასენელთა მხარეში. 2 ნავიდან გადმოსულს მიეჭრა კაცი სამარხებიდან, არაწმიდა სულით შეპყრობილი. 3 მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისის შეკვრა. 4ვინაიდან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩლება. 5 მუდამ, დღე და ღამ, სამარხებსა და მთებში ღრიალებდა ეხეთქებოდა ლოდებს. 6 როგორც კი დაინახა შორიდან იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა. 7 ხმამაღლა იყვირა და უთხრა: „რა გინდა ჩემგან, უზენაესი ღვთის ძევ? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!" 8 რადგან უთხრა მას: „გადი ამ კაცისაგან, არაწმიდა სულო!" 9 ჰკითხა მას: „რა არის შენი სახელი?" უთხრა: „ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ." 10 ძალიან ევედრებოდა, რომ ამ არემარიდან არ გაეძევებინა სინი. 11 იქ კი, მთასთან, ღორების დიდი კოლტი ძოვდა. 12 შეევედრნენ მას და უთხრეს: „მიგვრეკე ღორებთან, რომ შევიდეთ მათში." 13 დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სულები შევიდნენ ღორებში. და მიაწყდა კოლტი კბოდედან ზღვას, ორიათასამდე იყვნენ, და ჩაიხრჩო ზღაში. 14 ხოლო მათი მაძოვებელნი გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს და გამოვიდნენ, რომ ენახათ, რა მოხდა. 15 მოვიდნენ იესოსთან და ხედავენ, რომ ეშმაკეული, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა, ზის შემოსილი და გონთმოსული, და შეშინდნენ. 16 მხილველებმა უამბეს მათ, რაც დაემართა ეშმაკეულს და ღორებს. 17 და დაუწყეს ხვეწნა, გასცლოდა მათს საზღვრებს. 18 როცა ადიოდა იგი ნავში, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, რომ თავისთან დაეტოვებინა. 19 ნება არ დართო მას, არამედ უთხრა: „წადი შენს სახლში, შენიანებთან, და უთხარი მათ, რა გიყ ო ღმერთმა და როგორ შეგიწყალა." 20 და წავიდა და გამოაცხადა დეკაპოლისში, რაც გაუკეთა მას იესომ, და უკვირდა ყველას.
მთავრის ასული და სისხლმდინარე ქალი 21 და როცა იესომ კვლავ გამოღმა გამოსცურა ნავით, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. და იყო ზღვის პირას. 22და აჰა, მოვიდა სინაგოგის ერთი მთავართაგანი, სახელად იაიროსი. და როცა დაიანახა იგი, მის ფერხთით დაეცა. 23ბევრს ევედრებოდა მას და ეუბნებოდა: „ჩემი გოგონა სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ გამოჯამრთელდეს და იცოცხლოს." 24 და წაყვა მას. დიდძალი ხალხი აედევნა და ზედ აწყდებოდა. 25 ერთმა ქალმა, რომელსაც თორმეტი წელიწადი იყო, რაც სისხლის დენა სჭირდა 26 და მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან და, რაც კი ებედა, ყველაფერი დაეხარჯა, მაგრამ არაფერს ეშველა, უარეს დღეში ჩავარდნილიყო, 27 მოისმინა იესოზე, ხალხში უკნიდან მოუარა და შეეხო მის სამოსელს. 28 რადგან ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო. 29 და მყისვე დაიშიტა მისი სისხლის წყარო და სხეულში იგრძნო, რომ განიკურნა სატკივარისაგან. 30 მყისვე იგრძნო იესომ, რომ ძალა გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და უთხრა : „ვინ შეეხო ჩემს სამოსელს?" 31 და უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: „ხედავ, ხალხი ზედ გაწყდებ, შენ კი ამბობ: ვინც შემეხოო?" 32 მან მიმოიხედა, რომ დაენახა ამის ჩამდენი. 33 ქალი, რომელმაც იცოდა, რაც თვითონ დაემართა, შიშით და თრთოლვით მივიდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე უთხრა. 34 მან კი უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან." 35 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდნენ სინაგოგის უფროსისაგან და უთხრეს: „შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?" 36 იესომ კი ამ სიტყვების მოსმენისთანავე უთხრა სინაგოგის უფროსს: „ნუ გეშინია, ოღონდ გწამდეს." 37 არავისთვის დაურთავს ნება წაჰყოლოდა, გარდა პეტრესი, იაკობისა და იოანესი — იაკობის ძმისა. 38 მივიდნენ სინაგოგის უფროსის სახლში და ხედავს, არაეულობაა, ტირიან და ბევრს მოთქვამენ. 39 და შევიდა და უთხრა: „რაზე სწუხხართ და სტირით? არ მომკვდარა ბავშვი, სძინავს მხოლოდ." 40 ისინი კი დასცინოდნენ მას. მან ყველანი გამორეკა, წაიყვანა ბავშვის დედ-მამა და მასთან მყოფნი და შევიდა, სადაც ბავშვი იწვა. 41 აიღო ბავშვის ხელი და უთხრა: „ტალითა კუმი!" რაც ნიშნავს: გოგონა, შენ გეუნები, ადექი! 42 და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა. თორმეტი წლისა იყო. მათ დიდად გაუკვრიდათ. 43 მან მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს ამბავი. უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის.
იესოს უარყოფა ნაზარეთში 1 და გავიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. და გაჰყვნენ თავისი მოწაფეებიც. 2 შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალნი მსმენელი გაოცებული ამბობდა: საიდან აქვს ამ კაცს ეს ყველაფერი? და რა სიბრძნე აქვს მონიჭებული? რა სასწაულები ხდება მისი ხელით? 3 ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისის დები? ცდუნდებოდნენ მასში. 4 უთხრა მათ იესომ: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისის სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა." 5ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწარული, გარდა იმისა, რომ ორიოდე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა. 6უკვირდა მათი ურწმუნოება, დადიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა მათ.
თორმეტის მისია 7 და მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათი ორ-ორის დაგზავნა და აძლევდა მათ ხელმწიფებას უწმიდურ სულებზე. 8და გამოუცხადა მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა ხელჯოხისა: არც პური, არც გუდა, არც სპილენძი სარტყლით. 9ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორი მოსასხამი. 10 უთხრა მათ: „რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ იმ ადგილიდან არ გამოხვალთ. 11 თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან წამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათდა დასამოწმებლად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომსა და გომორას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს." 12 და გავიდნენ და დაიწყეს სინანულის ქადაგება. 13სდევნიდნენ მრავალ ეშმაკს და სცხებდნენ ზეთს და ბევრ სნეულს კურნავდნენ.
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა 14 ესმა მეფე ჰეროდეს, ვინაიდან ცნობილი გახდა მისი სახელი, და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ მოქმედებენო ძალები მასში. 15 ერთნი ამბობდნენ, რომ ელიაა. სხვები კი ამბოდნენ, რომ წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი. 16 ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: „ეს იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე, ის აღმდგარა მკვდრეთით." 17 რადგან მან, ჰეროდემ, შეაპყრობინა იოანე და საპატიმროში დაამწყვდა, თავის ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, ცოლად რომ ჰყავდა იგი. 18 რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: „არ გერგება შენი ძმისცოლი ცოლად." 19 ჰეროდიას კი გული მოსდიოდა მასზე და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ არ შეეძლო. 20 რადგან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი: იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და იფარავდა მას. როცა მას უსმენდა, დიდ საგონებელში იყო და სიამოვნებით უგდება ყურს. 21 დადგა მარვჯვე დღე, როცა ჰეროდე თავის დაბადების დღეს ლხინი გაუმართა თავის მთავრებს, ათისისთავებს და გალილეველ აზნაურებს. 22შევიდა ჰეროდიას ასული, ცეკვავდა და აამებდა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს. და უთხრა მეფემ ქალიშვილს: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ." 23 და აღუთქვა მას: „რაც გინდა მთხოვო, მოგცემ, ჩემს ნახევარ სამეფოსაც კი." 24გამოვიდა უთხრა თავის დედას: „რა ვთხოვო?" იოანე ნათლისმცემლის თავიო, უთხრა მან. 25 და მყისვე, სასწრაფოდ შევიდა მეფესთან და მოსთხოვა: „მინდა, რომ ახლავე ლანგრით მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი." 26შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანეინახეთა რიდის გამო, არ ისურვა მისი გაწბილება. 27 მყისვე გაგზავნა მეფებ ჯალათი და უბრძანა მისი თავის მოტანა. 28 და წავიდა იგი, მოჰკვეთა მას თავი საპყრობილეში, ლანგრით მოიატანა მისი თავი და გადასცა ქალიშვილს, ხოლო ქალიშვილმა დედამისს მისცა. 29 გაიგეს მისმა მოწაფეებმა, მივიდნენ, აიღეს მისი გვამი და სამარხში დაასვენეს.
ხუთი ათასი კაცის გაძღება 30 შეიკრიბნენ იესოსთან მოციქულები და უამბეს მას ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ასწავლეს. 31 უთხრა მათ: „წამოდით მარტო თქვენ უდაბორ ადგილას და მცირედ მოისვენეთ." ვინაიდან მრავალი იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ. 32 და წავიდნენ უდაბურ ადგლიას მარტონი ნავით. 33 დაინახეს ისინი, რომ მიდიოდნენ, და ბევრმა იცნო. ფეხით გაედევნენ ყოველი ქალაქიდან და მათზე ადრე მივიდნენ. 34 გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება. 35 უკვე გვიანი ხანი იყო, რომ მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს: „უდაბურია ეს ადგილი და უკვე გვიანი დროა. 36 გაუშვი ისინი, რომ წავიდნენ ახლომახლო დაბასოფლებში და იყიდონ თავისთვის საზრდო." 37 მაგრამ მან მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ მიეცით მათ საჭმელი." მათ უთხრეს: „წავიდეთ, ორასი დინარის პური ვიყიდოთ და ამათ მივცეთ საჭმელად?" 38 უთხრა მათ: „რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!" გაიგეს და უთხრეს: „ხუთი და ორიც თევზი." 39 მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მწვანეზე. 40 დასხდნენ მწყობრად ას-ასად და ორმოცდაათ-ორმოცდაათად. 41 აიღო პური და ორი თევზი, ცას ახედა, აკუთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. და ორი თევზიც დაუნაწილა ყველას. 42 ყველამ ჭამზ და გაძღა. 43 დარჩენილი ნატეხებიდან და თევზიდან თორმეტი სავსე გოდორი აკრიფეს. 44 პურისმჭამელი სულ ხუთი ათასამდე მამაკაცი იყო.
ფეხით სიარული წყალზე 45 მყისვე აიძულა თავისი მოწაფეები, ასულიყვნენ ნავში და წინდაწინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე ხალხს გაუშვებდა. 46 ისინი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა სალოცავად. 47 და როცა შესაღამოვდა, ნავი შუა ზღვაში იყო, ის კი მარტო დარჩა ხმელეთზე. 48 და დაინახა, რომ მათ უჭირდათ ნიჩბების მოსმა, რადგან პირქარი იყო. ღამის მეორე გუშაგობაზე წავიდა იგი მათკენ ზღავზე სიარულით. და უნდოდა მათვის გვერდი აევლო. 49 ხოლო მათ, ზღვაზე მოსიარულე რომ დაინახეს, იფიქრეს, მოჩვენება არისო, და შეჰყვირეს. 50 ყველამ დაიანხა იგი და შეძრწუნდენ. ის კი მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: ,,გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!" 51 და ავიდა ნავში მათთან და ჩადგა ქარი. და უფრო უკვირდათ, 52 ჯერ პურობის ამბავსაც ვერ მიმხვდარიყვნენ, რადგან გონება დახშოდათ.
კურნებანი გენესარეთის მხარეში 53 გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეის მიწას, და ჩაუშვეს ღუზა. 54 როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, უმალვე იცნეს იგი იქაურებმა. 55 შემოირბინეს მთელი ის ქვეყანა და დაიწყეს საწოლებით სნეულთ გამოყვანა ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ, აქ არისო. 56 სადაც არ უნდა შესულიყო, დაბებში, ქალაქებში თუ სოფლებში, დასხამდნენ თავიანთ სნეულებს მოედნებზე და ევედებოდნენ, რომ სამოსელი კალთაზე შეხების ნება მაინც მიეცა მათთვის. ვინც კი ეხებოდა, იკურნებოდა კიდეც.
უხუცესთა გადმოცემა 1 და შიეკრიბნენ მასთან ფარისეველები და იერუსალიმიდან მოსული ზოგერთი მწიგნობარი. 2 და დაინახეს, რომ ზოგიერთ მისი მოწაფეთაგანი ბინძური, ესე იგი, დაუბანელი ხელებით ჭამდა პურს. 3 რადგან ფარისეველნი და ყველა იუდეველი, იცავენ ძველების ჩვეულებას და ისე არ ჭამენ, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი, 4ბაზრიდან დაბრუნებულები განბანის გარეშე არ ჭამენ. და სხვაც ბევრი რამ არის, რაც მიიღეს შესასრულებლად: სასმისების, თასების, სპილენძის ქვაბების გავლება წყალში. 5 და ჰკითხეს ფარისეველბმა და მწიგნობრებმა: „რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები ძველების გადმოცემისამებრ და ხელდაუბანელი ჭამენ პურს?" 6 მან უთხრა მათ: „კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცებზე. როგორც წერია: 'ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან. 7 ამაოდ მეთაყვანებიან, ასწავლიან რა ადამიანთა მცნებებს და მოძღვრებებს.' 8 ღვთის მცნებათა მიმტოვბელნი იცავთ კაცთა გადმოცემას, სასმისების და თასების რეცხვას და მრავალ სხვას ამგვარს აკეთებთ." 9 და უთრა: „კარგია, რომ ღვთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ? 10 მოსემ თქვა: 'პატივი ეცი მამას შენსა და დედასა შენსა. მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.' 11 თქვენ კი ამბოთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: კორბან, ესე იგი, ძღვენიო (ღმერთს), რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, — 12 მას თქვენ ნებასა რთავთ, აღარეფერი გააკეთოს მამისათვის ან დედისათვის.13 აუქმებთ ღვთის სიტყვას თქვენი გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრ ამის მსგავსს აკეთებთ." 14 მოუწოდა კვლავ ხალხს და უთხრა: „მომისმინეთ ყველამ და შეიგნეთ: 15 არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს. 16 თუ ვინმეს ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!" 17 როცა ხალხს გაერიდა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს მას იგავზე. 18 უთხრა მათ: „ნუთუ თქვენ არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა? 19 ვინაიდან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გამოდის ზარულში." მან ასე განწმიდა ყოველგვარი საკვები. 20 შემდეგ უთხრა: „კაცისაგან გამომავლი შებილწავს კაცს. 21 ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკველობანი, 22 მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. 23 ყველა ეს ბოროტება შიგდნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს."
სირო-ფინიკიელი ქალის რწმენა 24 ადგა იქიდან და ტვიროსის საზღვრისკენ წავიდა. და სახლში რომ შევიდა, არ უნდოდა ვინმეს ეცნო, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა. 25 მაგრამ მაშინვე გაიგო ერთმა დედაკაცმა, რომლის ასულიც უწმიდური სულით იგვემებოდა, მივიდა და დაემხო მის ფერხთით. 26 ეს დედაკაცი კი ბერძენი იყო, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი, და ემუდარებოდა, განედევნა ეშმაკი მისის ასულისაგან. 27 და უთხრა მას: „მოითმინე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო." 28 მან მიუგო და უთხრა: „მართლაია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ მაგიდის ქვეშ ჭამენ შვილების ნამცეცებს." 29 უთხრა: „მაგ სიტყვისათვის წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისაგან." 30 და წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ ბავშვი იწვა, ეშმაკი კი გასული იყო.
ყრუ-მუნჯის განკურნება 31 კვლავ გამობრუნდა ტვიროსის საზღვრებიდან და მივიდა ციდონის გზით გალილეის ზღვისკენ, დეკაპოლისის საზღვრების გავლით. 32 და მიუყვანეს მას ერთი ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის. 33 გაიყვანა იგი ცალკე, ხალხისაგან მოშორებით, თითებით ყური დაუცო, დაანერწყა და შეეხო მის ენას, 34 ცას ახედა ამოიოხრა და უთხრა მას: „ეფფათა", რაც არის: განიხსენ. 35 და მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის ბორკილიც აეხსნა და გამართულად ალაპარაკდა. 36 უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, მაგრამ, რაც უფრო მეტად აუკრძალავდა, მით უფრო აცხადებდნენ. 37 მეტისმეტად უკვირდათ და ამბოდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს: ყრუებს ასმენინებს და მუნჯებს ალაპარაკებს."
ოთხი ათასი კაცის გაძღება 1 იმ დღეებში დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და არაფერი ჰქონდათ, რომ ეჭამათ. მან მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: 2 „მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, რაც ჩემთან არიან და არაფერი აქვთ, რომ ჭამონ. 3მშივრები რომ გავუშვა შინ, დაუძლურდებიან. ზოგიერთი მათგანი ძალიან შორიდან არის მოსული." 4 და მიუგეს მას მისმა მოწაფეებმა: „საიდან შეიძლება ამდენი ხალხის უდაბნოში დაპურება?" 5 ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ?" მათ უთხრეს: „შვიდი." 6 და უბრძანა ხალხს მიწაზე დამსხადარიყვნენ. აიღო შვიდი პური, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ. მათაც ჩამოურიგეს ხალხს. 7 რამდენიმე თევზიც ჰქონდათ. აკურთხრა და უბრძანა ისიც ჩამოერიგებინათ. 8 ჭამეს და გაძღნენ. დარჩენილნი ნატეხებისაგან შვიდი კალათი აიღეს. 9 ისინი კი ოთხი ათასამდე იყვნენ. და გაუშვა ყველანი. 10 და მყისვე ავიდა ნავზე თავის მოწაფეებთან ერთად და მივიდნენ დალმანუთის მხარეში.
ნიშნის მოთხოვნა 11 და გამოვიდნენ ფარისეველნი და დაუწყეს დავა და მოსთხოვეს ციდან ნიშანი, რომ გამოეცადათ. 12 სულით ამოიოხრა და თქვა: „რისთვის თხოულობს ეს მოდგმა ნიშანს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ მოდგამს ნიშანი არ მიეცემა." 13 და მიატოვა ისინი, კვლავ ავიდა ნავზე და გაღმა გავიდა.
ფარისეველთა და ჰეროდეს საფუარი 14 და დაავიწყდათ პურის წაღება. ნავში კი ერთი პურის მეტი არა ჰქონდათ. 15 დაარიგა ისინი და უთხრა „გაფრთხილდით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდიანთა საფუარს." 16 ისინი კი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ: ალბათ იმიტომ, რომ პური არა გვაქვსო. 17 იესო მიხვდა და უთხრა მათ: „რატომ ლაპარაკობთ, რომ პური არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და ვერ შეგიგნიათ? გული გაგიქვავდათ? 18 თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყური გაქვთ და არ გესმით? და არც გახსოვთ? 19 როცა ხუთი პური დავტეხე ხუთი ათასი კაცისათვის, რამდენი გოდორი აიღეთ ნატეხებით სავსე?" უთხრეს: „თორმეტი." 20 „როცა ოთხი ათასისათვის შვიდი პური დავტეხე, რამდენი კალათი აიღეთ ნატეხებით სავსე?" უთხრეს: „შვიდი." 21 და უთხრა მათ: „როგორ ვერ მიხვდით?"
ბრმის განკურნება ბეთსაიდასთან 22 მივიდნენ ბეთსაიდაში და მიუყვანეს ბრმა და ევედრებოდნენ, რომ შეხებოდა მას. 23 და ჩაჰკიდა ბრმას ხელი, გაიყვანა იგი სოფლიდან, თვალებზე დაანერწყა, დაადო ხელი და ჰკითხა: „ხედავ რამეს?" 24 მან აიხედა და თქვა: „ირგვლივ მოსიარულე ადამიანებს ვხედავ, ხეებივით." 25 შემდეგ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და მას თვალისჩინი აღუდგა, განიკურნა და ყველაფერი ნათლად დაინახა. 26 და გაისტუმრა შინ და უთხრა: „სოფელში ნუ შეხვალ."
პეტრეს განცხადება იესოზე 27 და წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში. გზადაგზა ელაპარაკებოდა იგი თავის მოწაფეებს და ეკითხებოდა: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?" 28 მათ უთხრეს: ამბობნენ, იოანე ნათლისმცემელიო. სხვები — ელიაო, სხვები — ერთ-ერთი წინასწარმეტყველიო. 29 და მან ჰკითხა მათ: „თქვენ რაღას იტყვით, ვინ ვარ მე?" პეტრემ უთხრა: „შენ ქრისტე ხარ." 30 და გააფრთხილა ისინი, რომ არავისთვის ეთქვათ მასზე.
იესო — თავის სიკვდილსა და აღდგომაზე 31 და დაუწყო სწავლება, რომ კაცის ძეს მართებს მრავალი ტანჯვა აიტანოს, უარყოფილ იქნეს უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ, მოიკლას და მესამე დღეს აღდგეს. 32 და ცხადად ამბობდა სიტყვას. გვერდზე გაიხმო პეტრემ და დაუწყო კიცხვა. 33 ის კი მობრუნდა და გადახედა თავის მოწაფეებს. პეტრეს გაუწყრა და უთხრა: „მომცილდი, სატანავ! ღვთისას რომ არ ფიქრობ, არამედ ადამიანისას." 34 და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა: „თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, უარყოს თავსი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე. 35 ვისაც სურს სული შეინარჩუნოს, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი ანდა სახარების გულისთვის დაღუპავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას. 36 რას არგებს ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სულს კი ავნებს? 37 ან რისის მიცემა შეუძლია ადამინს თავის სულის სანაცვლოდ? 38 რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხცება მისი, როცა მოვა თავისი მამის დიდებაში, წმიდა ანგელოზებთან ერთად."
|