იგავი ვენახზე და მიწისმუშაკზე 1 და დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი: „კაცმა ვაზი ჩაყარა, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა და შინ კოშკი ჩადგა. ჩააბარა იგი მიწისმუშაკებს და წავიდა. 2 ჟამმა რომ მოაწია, ერთი მონა გაუგზავნა მიწისმუშაკთ მიწისმუშაკთაგან ვენახის ნაყოფის მისაღებად. 3 მათ კი შიეპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გამოუშვეს. 4 კვლავ სხვა მონა გაუგზავნა. იგი თავში დაჭრეს და შეურაცხყვეს. 5 სხვა გაგზავნა და მოკლეს ის. და კიდევ ბევრი სხვა. ზოგსა სცემეს და ზოგი მოკლეს. 6 ჰყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაუგზავნა მათ, თქვა: ჩემი ძის მოერიდებათო. 7 მიწისმუშაკებმა უთხრეს ერთანეთს: ეს მისი მემკვიდრეა. მოდი, მოვლათ და მემკივდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო. 8 და შეიპყრეს იგი, მოკლეს და გააგდეს ვენახიდან. 9 რას იზამს ვენახის პატრონი? მივა, ამოწყვეტს მიწისმუშაკთ და ვენახს სხვებს გადასცემს. 10 ნუთუ არ წაგიკითხავთ ეს წერილი: 'ქვა, მშენებლებმა რომ დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა; 11 უფლისაგან მოხდა ეს და საოცრებაა ჩვენს თვალში'?" 12 შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი. და მიატოვეს იგი და წავიდნენ.
კეისრისა კეისარს 13 და მიუგზავნეს მას ზოგეირთი ფარისეველთაგან და ჰეროდიანთაგან, რომ დაეჭირათ სიტყვაში. 14 მივიდნენ და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ წრფელი ხარ და ყველას მიმართ მიუკერძოებელი, რადგან კაცთა მდგომარეობას არ უყურებ, არამედ სიწრფელით ასწავლი ღვთის გზას. უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?" 15 მან იცოდა მათი თვალმთაქცობა და უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო."16 მიუტენეს და მაშინვე უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?" კეისრისაო, უთხრეს მას. 17 იესომ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა — ღმერთს." და უკვირდათ მისი.
კითხვა მკვდართა აღდგომის შესახებ 18 და მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას: 19 „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: 'თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და დარჩება მას ცოლი, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას'. 20 იყო შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია. 21 მეორემ შეირთო იგი და მოკვდა, არც მას დარჩენია შთამომავლობა. ასევე მესამემ. 22შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა. ყველას შემდეგ კი დედაკაციც მოკვდა. 23 აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად?" 24 უთხრა მათ იესომ: „იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ძალნი ღვთისა?" 25 რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში. 26 ხოლო იმის თაობაზე, რომ კვდრები აღდგებიან, ნუთუ არ ამოგიკითხავთ მოსეს წიგნში, როგორ უთხრა მაყვლის ბუჩქთან ღმერთი მას: 'მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?' 27 ღმერთი მკვდრებისა კი არაა, რამედ ცოცხლებისა. ძალიან სცდებით."
უდიდესი მცნება 28 მივიდა მასთან ერთი მწიგნობართაგანი, რომელიც ყურს უგდება მათ კამათს და იცოდა, რომ მან კარგი პასუხი გასცა მათ, და ჰკითხა: „რომელია უპირველესი მცნება?" 29 მიუგო იესომ: „პირველი არის 'ისმინე, ისრაელო" უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთი უფალია. 30 შიეყვარე უფალი, ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შინე სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი შეძლებით.' ეს არის პირველი მცნება. 31 მეორე არის: 'შეიყვარე მოყვასი შენი, როგოც თავი შენი.' ამათზე დიდი მცნება არ არსებობს." 32 უთხრა მას იმ მწიგნობარმა : „კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვნი შენ, ვინადიან ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა, 33 გიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით, მთელი ძალით, და გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი შენი. ეს ყოველ სრულადდასაწველსა და შესაწირავზე მეტია." 34 იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, და უთხრა მას: „შორს არ დგახარ ღვთის სასუფევლისაგან." ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა, რამე ეკითხა.
კითხვა დავითის ძეზე 35 მიუგო იესომ და თქვა, როცა კვლავ ასწავლიდა ტაძარში: „ როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა? 36 თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: 'უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგომად.' 37 თვითონ დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?" მრავალი ხალხი უსმენდა მას მოწადინებით.
მწიგნობართა მხილება 38 და თქვა თავისი მოძღვრებიდან. „ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი უყვართ; 39 ხოლო სინაგოგებში — წინა რიგები და ნადიმებზე — წინა ადგილები 40 რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ, ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ." ქვრივი ქალის შენაწირი 41 იჯდა საგანძურის წინ იესო და ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა. 42 მოვიდა ერთი ღარიბი, ქვრვივი დედაკაცი და ჩადო ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს. 43დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩადებაზე მეტი ჩადო. 44 ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სინაკლულიდან ჩადო, ყველაფერი, რაც კი სასიცოცხლოდ გააჩნდა."
წინასწარმეტყველება ტაძრის დანგრევაზე 1 როცა ტაძრიდან გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: „შეხედე, მოძღვარო, რა ლოდებია და რა შენობები!" 2 იესომ უთხრა მას : „ხედავ ამ დიდ შენობებს? ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს."
ვაებათა დასაწყისი 3 როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა ტაძრის გასწვრივ, ჰკითხეს მას განმარტოებით მყოფმა პეტრემ, იაკობამა, იოანემ და ანდრიამ: 4 „გვითხარი, როდის მოხდება ეს, და რა იქნება იმის ნიშანი, როცა ყოველივე ეს უნდა მოხდეს. 5 იესომ დაუწყო მათ ლაპარაკი: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ, 6 რადგან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან, მე ვარო, და მრავალს შეაცდენენ. 7 როცა მოისმენთ ომებზე და ომების ხმებზე, ნუ შეძრწუნდებით: ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. 8 აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრები ადგილ-ადგილ და შიმშილობები. ეს მშობიერობის ტყივილთა დასაწყისია. 9 „თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს: გადაგცემენ სამსჯავროზე, გცემენ სინაგოგებში, გამგებელთა და მეფეთა წინაშე წარდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად. 10 ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს. 11 როცა წაგიყვანენ გადასაცემად, ნუ იზრუნებთ წინასწარ, რა ილაპარკოთ; არამედ, რაც იმ წამს მოგეცემათ, ის ილაპარკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა. 12 ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა — შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 13 მოძულებულნი იქნებით ყველას მიერ ჩემი სახელის გამო. ხოლო ვინც ბოლომდე მოითმენს, გადარჩება.
დიდი სატანჯველი 14 როცა იხილავთ გატიელების სიბილწეს იქ, სადაც არ ხამს, იუდეაში მყოფმა მთებს მიაშუროს; 15 ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა და ნურც შევა შინ რაიმეს გამოსატანად; 16 ვინც მინდორში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსლის გამოსატანად, 17 ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურეებს იმ დღეებში! 18 ილოცეთ, რომ ეს ზამთარში არ მოხდეს, 19 ვინაიდან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და აღარც არასოდეს იქნება. 20 უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ის დღეები შეამოკლა იმ რჩეულთათვის, რომლებიც მან ამოირჩია. 21 მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არისო ქრისტე, ან: აჰა, იქო, არ ერწმუნოთ. 22 ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუ კი შეძლებენ. 23 თქვენ კი გაფრთხილდით. წინასწარ გითხარით ყველაფერი.
კაცის ძის მოსვლა 24 მაგრამ იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს. 25იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევა ციური ძალები. 26 მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალით და დიდებით. 27 მაშინ იგი წარგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდამდე.
ლეღვის ხის გაკვეთილი 28 „ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი როცა მისი რტოები დარბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 29 ასევე, როცა იხილავთ, რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ, რომ კარსაა მომდგარი. 30 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ყოველივე არ მოხდება. 31 ცა და მიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.
უცნობი დღე და ჟამი 32 მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის , არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. 33იფრთხილეთ, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი. 34 როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს უბრძანოს ფხიზლად ყოფნა, 35 ისე იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი —საღამოთი და შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას, 36 რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, მძინარენი არ გპოვოთ. 37 რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ."
შეთქმულება იესოს მოსაკლავად 1 ორი დღის შემდეგ პასექისა და უფუარობის დღესასწაული იყო. მღვდლემთავარნი და მწიგnობარნი ეძიებდნენ, როგორ შეეპყროთ იგი მზაკვრობით და მოეკლათ. 2 და აბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, რათა ხალხი არ აღშფოთდესო.
იესოს ცხება ბეთანიაში 3 როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სალხში, და ინახად იჯდა, მივიდა დედაკაცი, რომელსაც ალებასტრონი ჭურჭლით ჰქონდა სუფთა ნელსაცხებელი ძვირად ღირებული ნარდისა. და გატეხა მან ალებასტრონი და თავზე დაასხა მას. 4 იყვნენ ზოგიერთნი, რომლებიც აღშფოთებით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში: ასე რად დაიხარჯა ნელსაცხებელიო? 5 ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა სამას დინარზე მეტად და ღარიბებისათვის დარიგება? და კიცხავდნენ მას. 6 იესომ თქვა: „მოეშვით მაგას, რატომ აწუხებთ? მაგან ხომ სიკეთე მიყო. 7 ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ და, თუკი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით. 8 მან ის გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს დასამარხავად. 9 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ სოფელში, იტყვიან, რაც მან გააკეთა, მის მოსაგონებად."
გარიგება იესოს გაცემაზე 10 იუდა ისკარიოტელი, ერთ იმ თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელთმავრებთან, რათა გაეცა იგი. 11 მათ მოისმინეს, გაიხარეს და აღუთქვეს მას ვერცხლის მიცემა, ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი.
პასექის დაყენება მოწაფეებთან ერთად 12 უფუარობის პირველ დღეს, როცა საპასექო კრავი იკვლებოდა, მისმა მოწაფეებმა უთხრეს მას: „სად გინდა, რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?" 13 გაგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი და უთხრა მათ: „წადით ქალაქში და შემოგეყრებათ კაცი, რომელსაც კოკით წყალი მოაქვს. გაჰყევით მას. 14 სადაც შევა, უთხარით სახლის პატრონს: 'მოძღვარმა თქვა: სად არის ჩემი სასტუმრო ოთახი, ჩემს მოწაფეებთან ერთად რომ ვჭამო პასექი?' 15 ის გიჩვენებთ ზემოთვალს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს იქ მოგიმზადებთ." 16 და გამოვიდნენ მისი მოწაფეები, შევიდნენ ქალაქში და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი. 17 რომ მოსაღამოვდა, თორმეტთან ერთად მოვიდა იგი. 18 როცა ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: „შეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე." 19 ისინი დანაღვლიანდნენ და ჰკითხეს სათითაოდ: „მე ხომ არა ვარ?" 20 მან უთხრა მათ: „ერთი თორმეტთაგანი, ჩემთან ერთად ჯამში ჩამწობი. 21 რადგან კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ, ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა. იმ კაცისათვის უმჯბესი იქნებოდა, არ დაბადებულიყო."
ზიარების დაწესება 22 როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა მისცა მათ და თქვა: „აიღეთ და ჭამეთ — ეს ჩემი სხეულია!" 23 აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ. და იქიდან შესვა ყველამ. 24 უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი. 25 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მეტს აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალ ღვთის სასუფეველში." 26 იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.
გაფრთხილება პეტრეს უარყოფაზე 27 უთხრა მათ იესომ: „ყველანი ცდუნდებით, ვინადიდან დაწერილია: 'დავცემ მწყემს და გაიფანტებიან ცხვრები.' 28ხოლო ჩემი აღდგომის მერე წინ წაგიძღვებით გალილეაში." 29 პეტრემ უთხრა მას: „თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მაგრამ მე არა!" 30 უთხრა მას იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ." 31 ის კი მეტი თავგამოდებით ეუბნებოდა: თუნდაც რომ მოვკვდე შენთან ერთად, არ უარგყოფო. ასევე ამბოდნენ სხვებიც.
ლოცვა გეთსემანიაში 32 მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელია გეთსემანია, და უთხრა თასვი მოწაფეებს: „ისხედით აქ, სანამ ვლოცულობს." 33 და წაიყვანა თავისთან პეტრე, იაკობი და იოანე. და იწყო წუხილი და ურვა. 34 უთხრა მათ: „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ." 35 ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა, თუ შესაძლებელი იყო, ასცენოდა ეს ჟამი. 36 თქვა: „აბბა, მამაო, შენთვის ყოველივე შესაძლებელია. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც — შენ." 37 მივიდა და ნახა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: „სიმონ, გძინავს? ვერ შეძელი, ერთ საათს გეფხიზლა? 38 იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხოლო ხორცი უძლური." 39 კვლავ წავიდა, ლოცულობდა და იმავე სიტყებს ამბობდა. 40 მობრუნდა და მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძმებოდათ; და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის. 41 და მოვიდა მესამედ და უთხრა მათ: „თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? კმარა. მოვიდა ჟამი. აჰა, კაცის ძე გადაეცემა ცოდვილთა ხელთ. 42 ადექით, წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი."
იესოს გაცემა და შეპყრობა 43 კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად ხალხი მახვილებით და კეტებით — მღვდელთმავართაგან, მწიგნობართაგან და უხუცესთაგან. 44 მის გამცემს მიეცა მათთვის ნიშანი და ეთქვა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის იგი, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ." 45 როცა მოვიდა, მყისვე მიეჭრა მას და უთხრა : „რაბი!" და ეამბორა. 46 მათ კი ხელი დაადეს მას და შეიპყრეს იგი. 47 ერთმა იქ მდგომთაგანმა იძრო მახვილი, დასცხო მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. 48 მიუგო იესომ და უთხრა მათ: „განა ავაზაკი, ვარ მახვილებითა და კეტებით რომ მოხვედით ჩემს შესაპყრობად? 49 ყოველდღე თქვეთან ვიყავი ტაძარში და გასწავლიდით, და არ შეგიპყრივათ. მაგრამ, დაე, აღსრულდეს წერილები." 50 და მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ.
ჭაბუკის გაქცევა 51 ერთ ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველ სხეულზე ტილო მოესხა, მიჰყვებოდა მას და შეიპყრეს იგი. 52 შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა.
იესო სინედრიონის წინაშე 53 მიიყვანეს იესო მღველმთავართან. და თავი მოიყარა ყველა მღვდელმთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა. 54პეტრე შორიდან მიჰყვებოდა მას, თვით მღვდელმთავრის ეზომდე, და დაჯდა მსახურებთან და ცეცლხს მიეფიცხა.55 მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებნდნენ მოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. 56 მრავალი სწამებდა ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთში არ ემთხვეოდა. 57 ზოგნი წამოდგნენ და ცილს წამებდნენ მას, ამბობდნენ: 58 ჩვენ მოვუსმინეთ, რომ ლაპარაკობდა: მე დავანგრევ ამ ხელითქმნილ ტაძარს და სამ დღეში ავაშენებ სხვას, ხელთუქმნელსო. 59 მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს. 60 დადგა მღვდელმთავარი შუაზე და ჰკითხა იესოს: „არაფერს უპასუხებ? რა არის, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?" 61 ის დუმდა და არაფერს პასუხობდა. კვლავ ჰკითხა მას მღვდელმთავარმა : „შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?" 62 იესომ თქვა: „მე ვარ. თქვენ იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებში მომავალს." 63 მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: „რაღად გვინდა მოწმენი? 64 თქვენ მოისმინეთ გმობა? რას იტყვით?" მაშინ ყველამ დასდო მსჯავრი მას, როგორც სივკდილის თანამდებს. 65ზოგიერთებმა დაუწყეს მას ფურთხება; სახე დაუბურეს და სცემდნენ, და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო, და მსახურნი სილას აწნავდნენ.
პეტრეს უარყოფა 66 როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მივიდა მასთან მღვდელთავრის ერთი მხევალთაგანი. 67 დაინახა ცეცხლს მოფიცხებული პეტრე, დააკვირდა და უთხრა: „შენც იესო ნაზარეველთან ერთად იყავი?" 68 მან უარყო და თქვა: არ ვიცი და არც მესმის, რას ამბობო. და პეტრე გავიდა ეზოს გარეთ, და იყივლა მამალმა. 69 მხევალმა დაინახა იგი და კვლავ უთხრა იქ მდგომებს: ესეც იმათთაგანიაო. 70 მან კვლავ უარყო. მცირეხნის შემდეგ იქ მდგომებმა კვლავ უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად იმათგანი ხარ, რადგან შენც გალილეველი ხარ, კოლოზეც გეტყობა." 71 და დაიწყო მან თავის წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზეც მელაპარაკებითო. 72 მყისვე მეორედ იყივლა მამალმა და პეტრეს გაახსენდა სიტყვა, რომელიც იესომ უთხრა, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გაახსენდა და ატირდა.
იესო პილატეს წინაშე 1 მყისვე დილაადრიანად მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად მოითათბირეს შეკრეს იესო, წაიყვანეს და პილატეს გადასცეს. 2 და ჰკითხა მას პილატემ: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?" ხოლო მან მიუგო და უთხრა: „შენ ამბობ." 3 მღვდელმთავარნი ბევრ რამეს აბრალებდნენ მას. 4 პილატემ კვლავ ჰკითხა მას: „არაფერს უპასუხებ? ხედავ, რამდენს გაბრალებენ?" 5 მაგრამ იესო აღარაფერზე პასუხობდა და ეს აოცებდა პილატეს.
სასიკვდილო განაჩენი 6 დღესასწაულზე იგი უთავისუფლებდა ხოლმე მათ ერთ პატიმარს, ვისზეც სთხოვდნენ. 7 და იყო ვინმე ბარაბად წოდებული, მეამბოხეებთან ერთად შებორკილი, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაედინათ. 8 ავიდა ხალხი და დაუწყო იმის თხოვნა, რასაც იგი ჩვეულებისამებრ უსრულებდა მათ. 9 პილატემ მიუგო მათ და უთხრა: „გინდათ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?" 10 ვინაიდან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გადასცეს იგი. 11მაგრამ მღვდელმთავრებმა ააგულიანეს ბრბო, რომ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის. 12 პილატემ კვლავ მიუგო და უთხრა: „რაღა ვუყო მას, ვისაც თქვენ იუდეველთა მეფეს უწოდებთ?" 13 მათ კვლავ იყვირეს: „ჯვარს აცვი იგი!" 14პილატემ უთხრა მათ: „რა ბოროტება ჩაიდინა?" მაგრამ ისინი უფრო მეტად აყვირდნენ: „ჯვარს აცვი იგი!" 15პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის დაკმაყოფილება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ.
იესოს დაცინვა 16 ჯარისკაცებმა შეიყვანეს იგი იმ ეზოს შიგნით, ანუ პრეტორიაში, და შეკრიბეს მთელი რაზმი. 17 შემოსეს იგი ძოწეულით და დაადგეს ეკლისგან დაწნული გვირგვინი. 18 და დაუწყეს მას მისალმება: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!" 19 ლერწამს ურტყამდნენ თავში, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი სცემდნენ თაყვანს. 20 როცა შეურაცყვეს, გადახადეს ძოწეული და მისივე ტანსაცმელი ჩააცვეს, და გამოიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
ჯვარცმა 21 აიძულეს ერთი გამვლელი, სიმონ კვირინელი, ალექსანდრეს და რუფუსის მამა, რომელიც მინდვრიდან მოდიოდა, ეზიდა მისი ჯვარი. 22 და მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. 23 და მიაწოდეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. 23 და მიაწოდეს მას მურნარევი ღვინო დასალევად, მაგრამ არ მიიღო. 24 და ჯვარს აცვეს და გაიყვანეს მისის სამოსელი წილის ყრით — ვის რა ერგებოდა. 25 მესამე საათი იყო, როცა ჯვარს აცვეს იგი. 26 იყო წარწერილი წარწერა მისი ბრალდებისა: „მეფე იუდეველთა." 27 მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე მარცხნივ. 28 და აღსრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: „ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხა". 29 გამვლელები თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას და ამბობდნენ: „ეჰე, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, 30 იხსენ საკუთარი თავი და გადმოდი ჯვრიდან!" 31 ასევე მღვდელმთავარნი, მწიგნობრებთან ერთად, დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „სხვას იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია." 32 ქრისტე, მეფე ისრაელისა, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ." მასთან ჯვარცმულებიც ლანძღავდნენ მას.
იესოს სიკვდილი 33 მეექვსე საათზე ბნელმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე. 34 მეცხრე საათზე შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელოი, ლამა საბაქთანი?" რაც ნიშნავს: „ღმერთ ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე? 35 იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს: აჰა, ელიას უხმობსო იგი. 36 ერთი ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა დასალევად, თან ამბობდა: აბა, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის ჩამოსახსნელადო. 37იესომ ხმამაღლა შესძახა და სული განუტევა. 38 და ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაიპო, თავიდან ბოლომდე. 39 როცა მის წინაშე მდგომმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შესძახა და განუტევა სული, თქვა: „ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო ეს კაცი." 40 აქ იყვნენ ქალებიც, რომლებიც შორიდან უმზერდნენ. მათ შორის მარიამ მაგდალელიც და მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა მარიამი, და სალომე, 41 რომელნიც მაშინ, როცა ის გალილეაში იყო, თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. ასევე მრავალი სხვაც, რომლებიც მასთან ერთად გამოვიდნენ იერუსალიმს.
იესოს დაკრძალვა 42 როცა მოსაღამოვდა, რაკი იყო პარასკევი, ანუ შაბათის წინადღე, 43 მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა გამოჩენილი წევრი, რომელიც თავადაც მოელოდა ღვთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. 44 პილატეს გაუკვირდა, რომ იგი უკვე მკვდარი იყო. დაუძახა ასისთავს და ჰკითხა: „დიდი ხანია მოკვდა?" 45 ეს რომ შეიტყო ასისთავისაგან, უბოძა იოსებს გვამი. 46 და მან იყიდა ტილო, გარდმოხსნა იგი, შემოახვია ტილო და დაასვენა სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაგორა სამარხის კარზე. 47 მარიამ მაგდალელმა და მარიამმა, — იესოს დედამ — დაინახეს, სადაც დაასვენეს იგი.
იესოს მკვდრეთით აღდგომა 1 შაბათი რომ გავიდა, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს სურნელებანი, რომ მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. 2 შვიდეულის პირველ დღეს, დილაადრიანად მივიდნენ სამარხთან, მზის ამოსვლისას. 3 ერთმანეთში ამბობდნენ: ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? 4 გაიხედეს და დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ძალიან დიდი კი იყო. 5 და შევიდნენ სამარხში და დაინეხეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, სპეტაკი სამოსლით შემოსილი, და შეშფოთდნენ. 6 მან უთხრა მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღდა, აქ არ არის. აჰა ადგილი, სადაც ის დაასვენეს. 7 მაგრამ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: აჰა, წინ მიგიძღვებათ იგი გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის." 8 გამოვიდნენ და გაიქცენენ სამარხიდან, რადგან აცახცახებული და თავზარდაცემული იყვნენ. არავის არაფერი უთხრეს, რადგან ეშინოდათ.
იესო ეცხადება მარიამ მაგდალელს 9 შვიდეულის პირველ დღეს ადრე აღმდგარი პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა. 10 ისიც წავიდა და შეატყობინა მათ, ვინც მასთან იყვნენ ხოლმე — მგლოვიარეთ და მოტირალთ. 11 ხოლო მათ, როცა მოისმინეს, რომ ცოცხალია და მარიამმა იხილა იგი, არ ირწმუნეს.
იესო ეცხადება ორ მოწაფეს 12 ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, როცა დაბისკენ მიდიოდნენ. 13 ისინი მივიდნენ და სხვებს შეატყობინეს, მაგრამ არც ამათი ირწმუნეს.
მოიარეთ მთელი სოფელი 14 მოგვიანებით ეჩვენა თერთმეტს, ინახით მსხდართ, და უსაყვედურა ურწმონეობა და გულქვაობა, რადგან არ ირწმუნეს მათი, რომლებმაც აღმდგარი იხილეს იგი. 15 უთხრა მათ: „მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას. 16 ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება.17 ეს სასწაულები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ, 18 ხელში გველებს აიყვანენ და, თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ. ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან ისინი."
იესოს ამაღლება 19 ასე, მათთან საუბრის შემდეგ უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღვთის მარჯვნივ. 20 ისინიც წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. და უფალი შეეწეოდა მათ და განანმტკიცებდა სიტყვას თანამდევი სასწაულებით. ამინ.
|